/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.header */ ado.slave('adoceanadvertlinegewmceopopnw', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Top */ ado.slave('adoceanadvertlinegeldphnqspnx', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
Online Mkurnali
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.C1 */ ado.slave('adoceanadvertlinegerbrkgwogih', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

რუბრიკები

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeuakedjfski', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

ოჯახის მკურნალის ანონსი

ჟურნალის გამოწერა შეგიძლიათ საიტიდან
www.elva.ge
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A2 */ ado.slave('adoceanadvertlinegelpqjfspjnr', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeocirjtildc', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

რა უნდა ვიცოდეთ და როგორ მოვიქცეთ ბუასილის დროს - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

რა უნდა ვიცოდეთ და როგორ მოვიქცეთ ბუასილის დროს

ბუასილის უხშირესი სიმპტომებია სისხლდენა, ქავილისა და წვის შეგრძნება, უცხო სხეულის შეგრძნება, დისკომფორტი უკანა ტანის არეში. ამ სიმპტომებით გამოწვეული სერიოზული დისკომფორტის მიუხედავად, პაციენტების დიდი ნაწილი ექიმთან მიმართვას და საუბარს ერიდება. პროფესიონალებთან საუბრის ნაკლებობა კი ხშირად მცდარი შეხედულებების და არასწორი თვითმკურნალობის საფუძველი ხდება. სწორედ ამიტომ გთავაზობთ ინტერვიუს და რჩევებს სპეციალისტისგან. ჰემოროიდულ დაავადებაზე ქირურგი - პროქტოლოგი და ენდოსკოპისტი: ნინო ტურიაშვილი გვესაუბრება.

რა არის ბუასილის (იგივე ჰემოროიდული დაავადების) გამომწვევი მიზეზები?

ჰემოროიდული კომპლექსი, ანუ ჰემოროიდი სწორი ნაწლავის კედელში მდებარე მღვიმოვანი „სხეულების“ და არტერიო–ვენური შუნტების ბადისებური ჯგუფებიდან წარმოიქმნება. ჰემოროიდი ნორმაში ბალიშისმაგვარ სტრუქტურას წარმოადგენს. მაპროვოცირებელი ფაქტორების მოქმედებით ჰემოროიდულ სტრუქტურებში სისხლის მიმოქცევა ირღვევა, მატულობს არტერიო–ვენური შუნტების რაოდენობა, ფართოვდება მათი სანათური, ვითარდება მკვეთრი ჰიპერტროფია და საბოლოო ჯამში ფორმირდება ჰემოროიდული კვანძები. მაპროვოცირებელ ფაქტორებს მიეკუთვნება ყაბზობა, ფაღარათი, ხშირი ჭინთვა, ორსულობა, არაბალანსირებული კვება, ჯდომითი ხასიათის ცხოვრების წესი, მემკვიდრული განწყობა.

რა არის ბუასილის დამახასიათებელი სიმპტომები?

ბუასილის ყველაზე ხშირი სიმპტომებია სისხლდენა, ტკივილი, შეშუპების შეგრძნება, ქავილი, ასევე დამახასიათებელია გამონადენი, პროლაფსი (ანუ კვანძის გამოვარდნა), უცხო სხეულის შეგრძნება და ა.შ. თუმცა ყველა სიმპტომის ერთდროული არსებობა აუცილებელი არ არის. ხშირ შემთხვევაში პაციენტს შეიძლება ჰქონდეს მხოლოდ სისხლდენა სხვა სიმპტომების გარეშე, რომელიც შეიძლება შემთხვევით აღმოაჩინოს ტუალიტის ქაღალდზე ან საპირფარეშოში სისხლის წვეთების სახით ან დეფეკაციის მომენტში განვითარებული ტკივილი (ან დისკომფორტი). სიმპტომები შესაძლოა მწვავედ აღმოცენდეს ან ქრონიკულად მიმდინარეობდეს დისკომორტით, გამონადენის არსებობითა და ქავილით.

გამოყოფენ ქრონიკული ბუასილის 4 ხარისხს:

  • პირველი ხარისხი - როდესაც ჰემოროიდული სტრუქტურები იდენტიფიცირდება მხოლოდ ანოსკოპიის დროს, ანალური არხიდან კვანძების გამოვარდნა არ ხდება .
  • მეორე ხარისხი - ჭინთვების დროს ბუასილის კვანძი გარეთ გამოდის, ხოლო დეფეკაციის შემდეგ თავისით ბრუნდება უკან.
  • მესამე ხარისხი - კვანძი დეფეკაციის დროს გამოდის გარეთ, მაგრამ უკან თავისით არ ბრუნდება, საჭიროებს ხელით ჩასწორებას.
  • მეოთხე ხარისხი - კვანძი მუდმივად გამოვარდნილია. იწყება თრომბოზი, ტკივილი, ხშირად სისხლდენა.

როგორ უნდა მოიქცეს პაციენტი ბუასილის სიმპტომების გამოვლენის შემთხვევაში? პირველ რიგში, მნიშვნელოვანია ექიმთან დროულად მიმართვა, განსაკუთრებით იმ შემთხვევებში, როდესაც სიმპტომები პირველად იჩენს თავს. ეს მნიშვნელოვანია არამხოლოდ იმისათვის, რომ დროულად იქნას დაწყებული სწორი მკურნალობა, არამედ მსგავსი სიმპტომებით მიმდინარე სხვა სერიოზული დაავადებების (მაგ: სიმსივნე) გამოსარიცხად. ბუასილის შემთხვევაში მკურნალობის დაგვიანებას ცხოვრების ხარისხის დაქვეითებასთან ერთად შეიძლება მოჰყვეს ანემიის (ანუ სისხლნაკლებობის) განვითარება, ჰემოროიდული კვანძის გამოვარდნა (პროლაფსი) და ჩაჭედვა, რაც უკვე ქირურგიული ჩარევის საჭიროებას ქმნის. შესაბამისად, ცხადია, ექიმთან დროულ მიმართვას და დროულად დაწყებულ მკურნალობას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს!

detralex-new-n30-1741763537.jpg

ბუასილის მკურნალობის რა მეთოდები არსებობს?

ბუასილის მკურნალობა მის ხარისხსა და სიმძიმეზეა დამოკიდებული. არსებობს მკურნალობის თერაპიული და ინვაზიური მეთოდები. ეს უკანასკნელი მცირე-ინვაზიურ პროცედურებსა და რადიკალურ ქირურგიულ ოპერაციებს მოიაზრებს. რაც უფრო მსუბუქია ხარისხი, მით უფრო დიდია ალბათობა, რომ მკურნალობა მხოლოდ კონსერვატიული საშუალებებით შემოიფარგლოს.

თერაპიული მკურნალობა მოიაზრებს ადგილობრივი (რექტული სანთლები, მალამოები) და სისტემური (ფლებოტროპული პრეპარატები, არასტეროიდული ანალგეტიკები) სამკურნალო საშუალებების გამოყენებას. აღნიშნული საშუალებები ხშირად კომპლექსურად გამოიყენება კომბინაციაში. აუცილებლად გასათვალისწინებელია ის ფაქტი, რომ ადგილობრივი საშუალებები, ასევე არასტეროიდული ანალგეტიკები ძირითადად სიმპტომების მოხსნას და ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებას ემსახურება, ხოლო ფლებოტროპული მედიკამენტებით მკურნალობა სიმპტომების მოხსნასთან ერთად განმეორებითი ეპიზოდების განვითარებისგანაც იცავს. ამრიგად, ადგილობრივ საშუალებებთან ერთად ფლებოტროპული მედიკამენტის გამოყენება გაცილებით უფრო ეფექტურად მართავს პაციენტის მდგომარეობას. სამკურნალო საშუალებების, მათ შორის ფლებოტროპული საშუალებების შერჩევისას ძალიან მნიშვნელოვანია ხარისხისა და მტკიცებულებების გათვალისწინება. სწორედ ამიტომ ჩვენს პრაქტიკაში აქტიურად გამოიყენება ფრანგული ფლებოტროპული პრეპარატი დეტრალექსი, რომელიც კარგად შესწავლილი და წლების განმავლობაში გამოცდილი მედიკამენტია ბუასილის სამკურნალოდ. მწვავე სიმპტომების: სისხლდენის, ტკივილის, შეშუპების მოსახსნელად დეტრალექსი 1000 მგ სპეციალური სქემით გამოიყენება: პირველი 4 დღის განმავლობაში 3 ტაბლეტი დღეში, შემდეგი 3 დღის განმავლობაში კი 2 ტაბლეტი დღეში. ქრონიკულად მიმდინარე ბუასილის შემთხვევაში და განმეორებითი ეპიზოდების პრევენციისთვის დეტრალექსი 1000 მგ-ის 1 ტაბლეტი მიიღება დღეში უფრო გახანგრძლივებული ვადით.

რამდენად მნიშვნელოვანია და როგორი უნდა იყოს კვების და ცხოვრების რეჟიმი ბუასილის დროს?

ბუასილის ეფექტური მკურნალობისთვის ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ჯანსაღ კვებასა და ცხოვრების სწორი რეჟიმის ჩამოყალიბებას. ამ შემთხვევაში განსაკურებით დიდია თავად პაციენტის როლი და ძალისხმევა, ვინაიდან ცხოვრებისა თუ კვების რეჟიმის შეცვლა მარტივი არ არის.

ჯანსაღი კვების რეჟიმი მოიაზრებს:

  • ბოჭკოებით მდიდარი საკვების მიღებას - რეკომენდებულია დღეში საშუალოდ 25-30 გრამი ბოჭკოს მოხმარება, რაც მარცვლეულის, ხილის, ბოსტნეულის, თხილეულის სახით შეიძლება მიიღოს ადამიანმა. ეს მნიშვნელოვანია შეკრულობის თავიდან ასაცილებლად, რომელმაც შეიძლება გაამწვავოს ბუასილი.
  • მარილიანი, ცხარე, ცხიმიანი პროდუქტის მიღების შეზღუდვას.
  • ალკოჰოლის, კოფეინის, გაზიანი სასმელის ამოღებას.
  • დღეში დაახლოებით 2 ლიტრი წლის მიღებას, ვინაიდან ის ხელს უწყობს განავლოვანი მასების დარბილებას.

რაც შეეხება ცხოვრების სწორ რეჟიმს, აქ იგულისხმება:

  • უფრო მეტი ფიზიკური აქტივობა, რეგულარული ფიზიკური ვარჯიში;
  • ნაწლავის მოქმედების დარეგულირება დღის ერთსა და იმავე მონაკვეთში;
  • ტუალეტთან დაკავშირებული ჰიგიენის მოწესრიგება.

ამრიგად, რომ შევაჯამოთ, დაავადების სიმპტომების გამოვლენისთანავე სასურველია დროულად მივმართოთ ექიმს, რათა გამოირიცხოს სიმპტომების გამომწვევი სხვა სერიოზული დაავადებები და თავიდან იქნას აცილებული ბუასილის გართულებები. დაავადების მკურნალობა გაცილებით მარტივია ადრეულ ეტაპზე და ის მხოლოდ თერაპიულ საშუალებებს მოიცავს. ჩვენი გამოცდილებით, ადგილობრივი საშუალებებისა და ფლებოტროპული მედიკამენტის კომბინაცია კარგ შედეგს იძლევა. ფლებოტროპული მედიკამენტების, მათ შორის, დეტრალექსი 1000 მგ-ის ჩართვა მკურნალობაში სიმპტომების ეფექტურ მოხსნასთან ერთად იმის საშუალებას გვაძლევს, რომ დავიცვათ პაციენტები პრობლემის გაღრმავებისა და გართულებებისგან.

R