რუბრიკები

    სამკურნალო წერილები

    ხველების დროს ჯანჯაფილი გიშველით
    ხველების დროს ჯანჯაფილი გიშველით
    გთავაზობთ მკითხველის მიერ გამოგზავნილ სამკურნალო რეცეპტს, რომელიც ხველის დროს გამოგადგებათ.
    სრულად

    სამკურნალო წერილები

    კვლიავისა და კამის თესლის ნაყენი ყაბზობის წამალია
    კვლიავისა და კამის თესლის ნაყენი ყაბზობის წამალია
    სრულად

    სამკურნალო წერილები

    პროსტატიტის დროს კაკლის უღლების ნაყენი მოგგვრით შვებას
    პროსტატიტის დროს კაკლის უღლების ნაყენი მოგგვრით შვებას
    გთავაზობთ მკითხველების მიერ გამოგზავნილ სამკურნალო რეცეპტს.
    სრულად

    იშვიათი დაავადების - ნეირობლასტომის იმუნოთერაპიით მკურნალობა საქართველოში - მკურნალი.გე

    ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

    იშვიათი დაავადების - ნეირობლასტომის იმუნოთერაპიით მკურნალობა საქართველოში

    შეხვედრის ფარგლებში, გრეიფსვალდის უნივერსიტეტის მედიცინის ზოგადი პედიატრიის, პედიატრიული ჰემატოლოგიისა და ონკოლოგიის თავმჯდომარემ, გერმანელმა პროფესორმა ჰოლგერ ლოდიმ, სამედიცინო სექტორის წარმომადგენლებს ნეირობლასტომის იმუნოთერაპიით მკურნალობის განახლებული მიდგომები გააცნო. ღონისძიებას ქართველ წამყვან სპეციალისტებთან ერთად, ყაზახი და სომეხი ექიმებიც ესწრებოდნენ.

    ნეირობლასტომა კიბოს იშვიათი, თუმცა აგრესიული ფორმაა, რომელიც ნერვული ღეროვანი უჯრედებიდან (ნეირობლასტებიდან) ვითარდება და ძირითადად ხუთ წლამდე ასაკის ბავშვებში გვხვდება. ეს ერთ-ერთი ყველაზე რთული ონკოლოგიური დაავადებაა, რომელსაც ახასიათებს როგორც სპონტანური რემისიები, ისე - რთულად სამართავი და მკურნალობისადმი რეზისტენტული ფორმები. ამ დრომდე, მკურნალობისთვის ტრადიციულ მეთოდებს - ქიმიოთერაპიას, ქირურგიულ ჩარევას, რადიაციულ თერაპიასა და ღეროვანი უჯრედების ტრანსპლანტაციას იყენებდნენ, თუმცა, გადარჩენის მაჩვენებლები 30-40%-ია.

    mtavari-poto-1741349212.jpg

    იმუნოთერაპია მკურნალობის განახლებული მიდგომაა, რომელიც, სპეციალისტების თქმით, მკვეთრად ზრდის გადარჩენის მაჩვენებელს და ხანგრძლივი პროგნოზიც გაუმჯობესებულია. სწორედ იმუნოთერაპიაზე ისაუბრა პროფესორმა ლოდიმაც. მან ღონისძიების მონაწილეებს ნეირობლასტომის მკურნალობის ახალი მეთოდი დეტალურად გააცნო და მათ კითხვებსაც უპასუხა.

    „ტრადიციულ მეთოდებთან შედარებით, მთავარი განსხვავება ისაა, რომ გვაქვს ანტისხეული, რომელიც იმუნური სისტემის ნაწილია და შეუძლია სიმსივნის ამოცნობა. ამ შემთხვევაში, ის აღიქვამს ნეირობლასტომას. კლინიკური კვლევები აჩვენებს, რომ ბავშვებს, რომლებიც ამ მეთოდით მკურნალობენ, ბევრად უკეთესი მაჩვენებელი აქვთ. ვფიქრობ, საქართველოც მზადაა ამ ტიპის მკურნალობის დასაწყებად, ქართველი ექიმები პროფესიონალები არიან და თერაპიის დანერგვა აქ სირთულეს საერთოდ არ წარმოადგენს,“ - აცხადებს პროფესორი ჰოლგერ ლოდი

    მისივე თქმით, საქართველოში არსებობს ტექნიკური და ადამიანური რესურსი, აღნიშნული მკურნალობის დასანერგად და უცხოელი კოლეგები მზად არიან, მკურნალობის პროცესში, ქართველ ექიმებს დისტანციური კონსულტაციაც გაუწიონ.

    R