მეცნიერებმა ახსნეს, თუ როგორ მოქმედებს ორგანიზმის შინაგანი საათი იმუნიტეტზე - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

მეცნიერებმა ახსნეს, თუ როგორ მოქმედებს ორგანიზმის შინაგანი საათი იმუნიტეტზე

ირლანდიის ქირურგთა სამეფო კოლეჯის მეცნიერებმა აღმოაჩინეს, რომ იმუნური უჯრედები, რომლებსაც მაკროფაგები ეწოდება, უფრო აქტიურია დღის პირველ ნახევარში. ეს ნიშნავს, რომ სწორედ დილით ძლიერდება ართრიტთან და სხვა ანთებით დაავადებებთან დაკავშირებული ტკივილი. კვლევის შედეგები გამოქვეყნდა სამეცნიერო ჟურნალში Federation of American Societies for Experimental Biology (FASEB).

მეცნიერთა აზრით, მაკროფაგების აქტივობა ორგანიზმის ცირკადული რითმებით რეგულირდება. ეს რიტმები, რომელსაც ხშირად ბიოლოგიურ საათს უწოდებენ, განსაზღვრავს, როდის რეაგირებენ მაკროფაგები ყველაზე ეფექტურად საფრთხეებზე.

კვლევამ აჩვენა, რომ NLRP3 ანთებითი კომპლექსის, მოლეკულური კომპლექსის გააქტიურება, რომელიც მთავარ როლს ასრულებს ანთებაში, არ იყო მუდმივი მთელი დღის განმავლობაში.

ამის ნაცვლად, ის იცვლება ცირკადული ციკლის მიხედვით, რაც საშუალებას აძლევს მაკროფაგებს იმუშაონ მაქსიმალური ეფექტურობით გარკვეულ საათებში.

კერძოდ, მეცნიერებმა დაადგინეს, რომ დილით, ანთებითი პროცესის გააქტიურება ხდება უფრო სწრაფად და ძლიერად, რაც ზრდის იმუნურ პასუხს იმ დროს, როდესაც სხეული ყველაზე მგრძნობიარეა გარე საფრთხეების მიმართ, როგორიცაა ინფექციები ან დაზიანებები. RCSI ფარმაციისა და ბიომოლეკულური მეცნიერებების პროფესორ ენი კერტისის თქმით, მაკროფაგები უფრო ეფექტურად აქტიურდებიან, როდესაც ისინი "თვლიან" რომ დილაა.

ამ აღმოჩენას მნიშვნელოვანი გავლენა აქვს ისეთი ანთებითი დაავადებების სამკურნალოდ, როგორიცაა ართრიტი, რომლის სიმპტომები ხშირად უარესდება დილით. მკვლევარები ვარაუდობენ, რომ ახალი მკურნალობა, რომელიც მიმართულია ინფლამაციაზე (ანთება) შეიძლება იყოს უფრო ეფექტური, თუ ისინი გამოიყენება დღის გარკვეულ დროს, როდესაც იმუნური აქტივობა პიკს აღწევს.

ცირკადული რითმები არის პერიოდული ცვლილებები ფსიქიკურ და ფიზიკურ მდგომარეობაში, რომელიც ხდება დღის განმავლობაში, ანუ ადამიანის შინაგანი ბიოლოგიური საათი. ამ რიტმებს აკონტროლებს ტვინის ის უბანი, რომელზეც გავლენას ახდენს სინათლე (.. ცირკადული სტიმულატორი).

როდესაც სინათლე შედის თვალში, ის ასტიმულირებს თვალის კაკლის უკანა უჯრედებს (ბადურას), რათა ნერვული იმპულსები გაგზავნოტვინის ამ უბანში. ასეთი იმპულსები ტვინს სიგნალს აძლევს, რომ შეწყვიტოს მელატონინის გამომუშავება, ჰორმონი, რომელიც ხელსუწყობს ძილს.

ჩვეულებრივ, ყველას დაძინებისა და გაღვიძების თავისი დრო აქვს. ზოგიერთი ადამიან ურჩევნია ადრე დაიძინოს და ადრე გაიღვიძოს. სხვებს ურჩევნიათ გვიან დაიძინონ და მოგვიანებით გაიღვიძონ.

ასეთი განსხვავებები არ განიხილება ნორმიდან გადახრად, სანამ შენარჩუნებულია შემდეგი აქტივობების შესრულების უნარი:

დილით საჭირო დროს ადგომა და წინა ღამეს დაძინება, რათა გაღვიძებამდე ძილის ხანგრძლივობა საკმარისი იყოს.

სურვილის შემთხვევაში ყოველდღე ერთსა და იმავე დროს დაძინება და გაღვიძება

ყოველდღიური რუტინის შეცვლიდან რამდენიმე დღეში ძილის და გაღვიძების ახალსაათებ შეგუება.

ცირკადული რიტმის დარღვევისას ადამიანებ არასწორ დროს იძინებენ ან/და საჭიროების შემთხვევაში ან სურვილისამებრ ვერ იძინებენან იღვიძებენ. ეს არღვევს ძილ-ღვიძილის ციკლს.