ახალი მიდგომა მედიცინაში, რომელიც ცხოვრების გახანგრძლივებაზეა ორიენტირებული
თანამედროვე მედიცინაში პაციენტებისადმი მიდგომა მკვეთრად ტრანსფორმირდა, გახდა უფრო ჰოლისტური და პრევენციაზე ორიენტირებული, რაც პირდაპირ კავშირშია სიცოცხლის გახანგრძლივებასთან.
განვითარებულ ქვეყნებში გამოცდილი ეს პრაქტიკა საქართველოში პირველად ევექსის კლინიკებში დაინერგა. ევექსმა თანამედროვე მიდგომებზე დაყრდნობით სრულიად განაახლა თავისი კონცეფცია, რომელიც სცდება მხოლოდ სიმპტომების მართვისა და დაავადებების მკურნალობას და ეფუძნება პრევენციულ მედიცინასა და ჯანსაღი ცხოვრების წესის მხარდაჭერას. სწორედ ამ პროცესის ნაწილი Health Coach-ის პროგრამის დანერგვა, რომელიც ბრიტანულ პრაქტიკასა და მიდგომებზეა დაფუძნებული.
პროგრამა, რომელიც UKIHCA (UK & International Health Coaching Association)-სთან თანამშრომლობით ხორციელდება. ევექსის ქსელის ოჯახის ექიმებმა გაიარეს 7-თვიანი ტრენინგ პროგრამა, რის შემდეგაც მათ შეიძინეს დამატებითი კომპეტენციები და გახდნენ სერტიფიცირებული, პროფესიონალი Health Coach-ები.
სერტიფიცირებული Health Coach-ი, ოჯახის ექიმი ნანა გურაშვილი დეტალურად საუბრობს აღნიშნული მიდგომის სპეციფიკასა და უპირატესობებზე და განმარტავს, ვის და რატომ შეიძლება დასჭირდეს ის:
- რა მიდგომებზეა დაფუძნებული Health Coaching-ი და რა პროცესებს აერთიანებს ის?
Health Coaching არის მტკიცებულებებზე დაფუძნებული დისციპლინაა, რომლის მთავარი ამოცანა ჰოლისტური მიდგომით ადამიანის სრული ჯანმრთელობის მხარდაჭერაა. ოჯახის ექიმი/Heath coach ინდივიდუალური საჭიროებების გათვალისწინებით, მხარს უჭერს პაციენტს ჯანმრთელობასთან დაკავშირებული მიზნების დასახვასა და მიღწევაში. აღნიშნული მიდგომა მოიცავს პაციენტის სრულ კეთილდღეობაზე ზრუნვას, რაც ითვალისწინებს ისეთ ფიზიკურ, კოგნიტიურ, ემოციურ თუ სოციალურ ასპექტებს, რომლებიც ადამიანის ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებას უწყობს ხელს. Health Coaching-ი აერთიანებს როგორც ქოუჩინგის კომპეტენციებს, ასევე ცხოვრების წესის მედიცინის რეკომენდაციებს.

- რატომ არის მნიშვნელოვანი Health Coaching-ის პროგრამა პრევენციულ მედიცინაში?
Health Coaching-ი ორიენტირებულია ჯანმრთელობასა და კეთილდღეობაზე, რაც პირდაპირ არის პრევენციასთან დაკავშირებული. ცალსახად მინდა აღვნიშნო, რომ პროგრამას უდიდესი ძვრების მოხდენა შეუძლია როგორც იმ ადამიანების ცხოვრებაში, ვინც მასში პრევენციის მიზნით ერთვება, ისე იმ პაციენტების ყოველდღიურობაში, რომლებიც მკურნალობენ ქრონიკულ ან სხვა დაავადებებს.
პროგრამის მეშვეობით მათ საშუალება ეძლევათ, აღმოაჩინონ თავიანთი პრობლემის საწყისი წერტილი, შეძლონ მისი მართვა/გადალახვა, იპოვონ ახალი შესაძლებლობები საკუთარ თავში, გახდნენ უფრო აქტიურები, ენერგიულები, დაისახონ ახალი მიზნები და ნაბიჯ-ნაბიჯ, პატარა, მაგრამ მნიშვნელოვანი ცვლილებებით დაიწყონ მათი მიღწევა.
ზოგადად, „ქოუჩინგი“ ორიენტირებულია შესაძლებლობებზე. მედიცინაში მისი დატვირთვა არის, დავეხმაროთ პაციენტებს ჯანმრთელობისა და კეთილდღეობის მიღწევასა და შენარჩუნებაში.
- უფრო დეტალურად, რა პროცესებს გადიან პაციენტები, რომლებიც Health Coach-ის პროგრამაში ერთვებიან?
Health Coaching-ი გულისხმობს პაციენტის აღქმას მთლიანობაში თავისი ჯანმრთელობის მდგომარეობით, სოციალური წრით, გარემოთი და ცხოვრების წესით. ეს ყველაფერი პირდაპირ ზეგავლენას ახდენს მის ჯანმრთელობაზე.
პროგრამაში მონაწილე პაციენტებს აღმოუჩენიათ, რომ მათი ჯანმრთელობის პრობლემის უკან იდგა ისეთი მოვლენა ან სტრესული სიტუაცია, რომელზეც ეჭვიც კი არ ჰქონდა. ჩვენ ასეთ საკითხებში საკმაოდ ღრმად ჩავდივართ. ზოგადად, „ქოუჩინგი“ ორიენტირებულია მომავალზე და არა წარსულზე, ამიტომაც ვცდილობთ, არსებულ გამოცდილებაზე დაყრდნობით შევცვალოთ რაღაც უკეთესობისკენ, გავაუმჯობესოთ პაციენტის ცხოვრება, ვმართოთ დაავადება.
Health Coach-ინგის მეშვეობით ადამიანი უღრმავდება თავისი ცხოვრების წესს და შესაბამისად მას ცვლის უკეთესობისკენ. პროგრამა პაციენტს ეხმარება, გაზარდოს ფიზიკური აქტივობა, მოაწესრიგოს კვების რეჟიმი, გაზარდოს სოციალიზაცია და ა.შ, რაც საბოლოოდ, ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუმჯობესებას, ბედნიერების ინდექსის ზრდას და მის შენარჩუნებას უწყობს ხელს.
ჩვენ გამოცდილ პრაქტიკასა და კვლევებზე დაყრდნობით ვაძლევთ პაციენტებს მიმართულებას, ახალი შესაძლებლობები აღმოაჩინონ საკუთარ თავში, გახდნენ მომავალზე ორიენტირებულები და უფრო მეტად იზრუნონ თავიანთ ჯანმრთელობაზე. მაგალითად, არსებობს კვლევები რამაც გამოკვეთა, რომ ყოველდღიურად ნახევარი საათით ფეხით სიარული:
- 80%-ით ამცირებს ჰიპერტონიული დაავადების რისკს;
- 90%-ით ამცირებს დიაბეტის რისკს;
- 60%-ით ამცირებს სიმსივნური დაავადებების რისკს.
დამეთანხმებით, რომ შთამბეჭდავი მონაცემებია. სწორედ ასეთი კვლევები გვეხმარება, პაციენტების ცხოვრება უკეთესობისკენ შევცვალოთ.

- საინტერესოა, რა შედეგები მიიღეთ ევექსში Health Coaching-ის დანერგვის შემდეგ? ხომ არ შეგიძლიათ, კონკრეტული პაციენტის მაგალითზე ისაუბროთ?
მას შემდეგ, რაც ბრიტანელ სპეციალისტებთან Health Coaching-ის პროგრამის სასერტიფიკაციო კურსი დავასრულეთ, დავიწყეთ მარათონი, რომელშიც 15 მსურველი ჩაერთო. ჩემი პაციენტის მართლაც საოცარია, თვითონაც ძალიან კმაყოფილი და მეტსაც გეტყვით, აღფრთოვანებულია მიღწეულით. ამან გარკვეულწილად მეც შემცვალა და კიდევ უფრო სხვა კუთხით დამანახა ჩემი სპეციალობა, ჩემი ცხოვრება, იცვლები შენ და იცვლება სამყარო შენ გარეშემო.
ჩემს პაციენტს აწუხებდა დაავადება, რის გამოც ფაქტობრივად, ვერ ახერხებდა სიარულს. მისი მარშრუტი შემოიფარგლებოდა სახლიდან ტრანსპორტამდე, შემდეგ სამსახურამდე და უკან. ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო თითქმის სრულად ჰქონდა შეზღუდული სოციალური ცხოვრება, არც მისი კვების რაციონი გამოირჩეოდა მრავალფეროვნებით. მისი ცხოვრებით კმაყოფილების ინდექსი რომ გავზომეთ სპეციალურ სკალაზე, 10-დან სულ რაღაც ორი იყო მისი მაჩვენებელი. თავდაპირველად, სკეპტიკურად იყო განწყობილი, თუმცა ნელ-ნელა შეძლო და აღმოაჩინა, რომ ცხოვრება მშვენიერია, ბედნიერება კი ადამიანის არჩევანი. თუ მანამდე კიბის 5 საფეხურსაც ვერ ადიოდა შესვენების გარეშე, ახლა 2-3 მარშის უპრობლემოდ ავლა შეუძლია, მის დღიური ნაბიჯების რაოდენობას რომ ვამოწმებდით, ყველაზე მცირე 5 ათასი იყო, ყველაზე ბევრი კი 18 ათასიც ყოფილა. დაიწყო ხატვა, ახალი პროფესიის შესწავლა, გახდა სოციალურად აქტიური, მეგობრებთან ერთად ხშირად სტუმრობს სხვადასხვა ადგილს. არის ხალისიანი, ბედნიერი. მისი კმაყოფილები ინდექსი რომ გავზომეთ, ჯერ 7, შემდეგ კი 9 იყო, რაც მართლაც საოცარი შედეგია.
პაციენტს თავისი ჯანმრთელობის პრობლემიდან გამომდინარე ესაჭიროება ოპერაცია, წესით მისი ასეთი აქტიურობა წარმოუდგენელია, მიღწეული შედეგი კი კლინიკურად აუხსნელი, თუმცა ფაქტია, რომ მისი ცხოვრების ხარისხი მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა.
- თქვენი, როგორც ოჯახის ექიმის პრაქტიკაში რა როლს ასრულებს Health Coach-ის მიმართულების შესწავლა?
პაციენტების მიმართ ყოველთვის გულისხმიერი ვიყავი, მაგრამ ახლა ჰოლისტური მიდგომით ვუყურებ ყველაფერს. ჩემთან პირველ ვიზიტზე მოსული პაციენტები ძალიან ხშირად აღნიშნავენ, რომ რაღაც კიდევ უფრო მეტს იღებენ, როცა ჩემთან გადიან კონსულტაციას.
Health Coaching-ის მეშვეობით პაციენტები უფრო გახსნილები და გულწრფელები არიან. ერთობლივი ძალისხმევით ვცდილობთ, რომ თუ ისეთ პრობლემასთან გვაქვს საქმე, რომელსაც ვერ ვცვლით, შევცვალოთ მიდგომა და ხედვა, რათა პაციენტს გაუმარტივდეს ცხოვრება და უფრო ნათელ ფერებში დაინახოს ის.
ძალიან ხშირად მეუბნებიან პაციენტები, რომ ერთგვარ ფსიქოლოგიურ მხარდაჭერასაც გრძნობენ ჩემგან.
- როგორ ფიქრობთ, რა მომავალი აქვს Health Coaching-ს საქართველოში?
ვფიქრობ, რომ მომავალი სწორედ Health Coaching-ისაა, რადგან გულისხმობს კომპლექსურ მიდგომას, რაც დღეს პაციენტს ყველაზე მეტად სჭირდება. ჩემი ვარაუდით პროგრამის ცნობადობა კიდევ უფრო გაიზრდება და მეტი ადამიანი ჩაერთვება მასში.
ეს არის მიდგომა, რომელიც გვეხმარება ვიყოთ ჯანმრთელები, ბედნიერები და წარმატებულები.
R