რომის პაპი ფრანცისკე კრიტიკულ მდგომარეობაშია
რაც განუვითარდა გახანგრძლივებული ასთმური რესპირატორული კრიზისი, პნევმონიისა და ფილტვის რთული ინფექციის ფონზე.
88 წლის პაპმს, რომელიც გონზეა, მიეწოდება ჟანგბადის „მაღალი ნაკადი“, სუნთქვაში დასახმარებლად. მას ასევე ჩაუტარდა სისხლის გადასხმა მას შემდეგ, რაც ტესტებმა აჩვენა თრომბოციტების დაბალი რაოდენობა, რომლებიც საჭიროა კოაგულაციისთვის, - თქვა ვატიკანმა განახლებულ ინფორმაციაში.
მას შემდეგ, რაც ის საავადმყოფოში გადაიყვანეს 14 თებერვალს, ეს იყო პირველი შემთხვევა, როდესაც შეფასება "კრიტიკული" გამოიყენეს წერილობით განცხადებაში ფრანცისკეს მდგომარეობის აღწერისას.
განცხადებაში ასევე ნათქვამია, რომ პაპი "გონზეა და გაატარა დღე სავარძელში, თუმცა უფრო მეტად განიცდიდა ტკივილს, ვიდრე გუშინ". ექიმები უარს ამბობენ პროგნოზის გაკეთებაზე.
პაპის ასაკის, დასუსტებული ჯანმრთელობის და ფილტვების არსებული პრობლემების გათვალისწინებით, მისი მდგომარეობა ძალიან სერიოზულია.