საქართველოს სამედიცინო ტურიზმის ჯგუფის ორგანიზებით სამედიცინო დაჯილდოება „Med Award 2024“-გაიმართა - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

საქართველოს სამედიცინო ტურიზმის ჯგუფის ორგანიზებით სამედიცინო დაჯილდოება „Med Award 2024“-გაიმართა

GMTG-მ საქართველოს 54 საუკეთესო კლინიკა და ექიმი გამოავლინა. გამარჯვებულებს ჯილდოები და სხვა სპეციალური პრიზები 2025 წლის 16 თებერვალს, სასტუმრო შერატონ გრანდ თბილისი მეტეხი პალასში გამართულ ღონისძიებაზე გადაეცათ. ორგანიზატორთა განმარტებით, ღონისძიება გასული წლის დეკემბრის ბოლოს გახლდათ დაგეგმილი, მაგრამ ქვეყანაში განვითარებული მოვლენების გამო, 2024-ის გამარჯვებულთა გამოვლენამ 2025 წლის თებერვლისთვის გადმოიწია.

desktop-1740137651.jpg

დაჯილდოების წარმდგენი გახლდათ ფარმაციის ლიდერი PSP, სპონსორი - BTL Georgia, მასპინძელი კი ბრენდი „შატო მანავი“ KTW ჯგუფისგან. Med Award წელს უკვე მეორედ ჩატარდა და GMTG-ის დამფუძნებლის ნატალია დოლიძის განცხადებით, აღნიშნული ღონისძიება 2025 წელსაც გახლავთ დაგეგმილი, რადგან მისივე განმარტებით Med Award წარმოადგენს უპრეცედენტო შესაძლებლობას, საზოგადოებამ აღიაროს სამედიცინო სფეროში მოღვაწე პროფესიონალები და მათი მიღწევები.

desktop-1740137687.jpg

დაჯილდოების მიზანია სამედიცინო სექტორის წარმომადგენლების წარმატებული საქმიანობის, ფასდაუდებელი შრომისმოყვარეობის, მათ მიერ დარგის გაუმჯობესებაში შეტანილი წვლილისა და პროფესიული მიღწევების დაფასება და აღიარება. ჯილდო ასახავს იმ ძალისხმევას, რომელიც ექიმებმა, სამედიცინო დაწესებულებებმა და სამედიცინო სფეროს სხვა პროფესიონალებმა გაწიეს იმისათვის, რომ გააუმჯობესონ პაციენტების სიცოცხლის ხარისხი და ქვეყნის ჯანმრთელობის სისტემა.

desktop-1740137718.jpg

დაჯილდოება ხელს უწყობს წაახალისოს და მოტივაცია მისცეს როგორც მრავალწლიანი გამოცდილების მქონე, ისე ახალგაზრდა ექიმებს. მისი მიზანი არა მხოლოდ მიღწევების აღიარებაა, არამედ წახალისებაც, რომ ექიმებმა, სამედიცინო დაწესებულებებმა და კვლევითმა ინსტიტუტებმა გააგრძელონ მუშაობა ახალი, ინოვაციური სამკურნალო მეთოდების დანერგვისა და სამედიცინო ტექნოლოგიების განვითარებისთვის.

desktop-1740137749.jpg

Med Award 2024-ის წარმატებით განხორციელებაში ორგანოზატორებთან ერთად დიდი წვლილი შეიტანეს ღონისძიების სპონსორებმა : ,,ქართულ-ესპანური სამშენებლო დეველოპერული კომპანია GSDC”, „მთაწმინდა პანორამა“, „ჯინო აკვა პარკი“, „ბაკურიანი 0+“, „ყვარლის ტბა“, „პალიტრა მედია ჰოლდინგი “ და „რადიო იმედი“.

R