/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.left */ ado.slave('adoceanadvertlinegemlehhvkgtg', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Right */ ado.slave('adoceanadvertlinegezllnkselsb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.header */ ado.slave('adoceanadvertlinegewmceopopnw', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Top */ ado.slave('adoceanadvertlinegeldphnqspnx', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
Online Mkurnali
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.C1 */ ado.slave('adoceanadvertlinegerbrkgwogih', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

რუბრიკები

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeuakedjfski', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

ოჯახის მკურნალის ანონსი

ჟურნალის გამოწერა შეგიძლიათ საიტიდან
www.elva.ge

გამარჯობათ, ესეთი რამე მაინტერესებს, ჩემი ძმისშვილი არის 4 წლის ვაჟი. თავის ტოლებთან შედარებით ასერომვთქვათ ოდნავ ჩამორჩება მათ მენტალურად. დაგვყავს ბაღში, ასევე სახელმწიფო პროგრამაზე ბავშვთა განვითარების ცენტრში. აქვს პრობლემა იმასთან დაკავშირებით რომ, არის ნერვიული, არის ძალიან ჯინიანი. თუ ვეტყვით ასე ნუ გაააკეთებ ეს ცუდია მაინც იმას აკეთებს. ლაპარაკითაც თავის ტოლებს ჩამორჩება. არ თამაშობს არავისთან, ურჩევნია იყოს თავისთვის, ანუ ვერ შედის კონტაქტში. ლოგოპეტი გვყავდა რომელიც სახლში აკითხავდა და მის დანახვაზე ტირილს იწყებდა ახლოს არ ეკარებოდა, იმიტომ რომ ის უთითებდა ქცევებზე და ეს ჩვენი ბავშვი ამას ვერ იტანდა, ანუ მისი ვერ გაქონდა ლოგოპედთან და მთლად შეძულდა იმ ქალის მოსვლა. ადვილად იმახსოვრებს ყველაფერს, განსაკუთრებით აქვს თვალის მეხსიერება კარგი. დავაკვირდით იმასაც რომ მისი ბაღის ამხანაგებს შეუძლიათ ბაღში ნანახი მის მშობლებს მიუტანონ ენით ანუ მოუყვნენ რა მოხდა იმ დღეს. ამას კიდევ ასეთები არ ახასიათებს, არასდროს არაფერს ამბობს ბაღში რა ხდებოდა ან რამე. გვეუბნებიან რომ აქვს ქცევის პრობლემები რომლის გამოსწორებას სჭირდება სპეციფიკური მიდგომა... გვეშინია რომ მენტალურად ვერ განვითარდება როგორც მისი ტოლები. თერაპევტმა გვითხრა როგორც უნდა მოვიქცეთ, ანუ ბავშვი უნდა ჩავრთოდ საზოგადოებრივ აქტივობებში. ვასეირნოთ სუფთა ჰაერზე, ვუყიდოთ რამე შინაური ცხოველი და ა.შ. მას ასევე ჰყავს 1 წლის დაიკო, ექიმმა გვითხრა რომ ისიც რისკის ჯგუფშია იმიტომ რომ ქცევა არის გადამდები და შეიძლება მისი ძმისგან გადაიღოსო. ვცდილობთ ეკრანთან და ტელეფონთან არ მივუშვათ. იმიტომ რომ ბიჭს ყოველთვის მულტფილმებს ვაყურებინებდით ტელეფონში და იმანაც გავლენა მოახდინა მის ტვინზე. რა უნდა ვქნათ და რა მოვიმოქმედოთ რომ 4 წლის ბიჭმა თავის თანატოლებს დაეწიოს ქცევითი განვითარებაში. და რა იყოს მათზე უკან დახეული მენტალურად. გვირჩიეთ კიდევ დამატებით რამე. მადლობა

-მოგესალმებიᲗ მყავს ბიᲭი ამა წლის აგცისტოᲨი გახდა 20 Თვის, დადის კერᲫო ბაᲦᲨი, ამ ბოლო სამი Თვის განმავლობაᲨი უკვე რამოდენიმეჯერ ჰქონდა ბაქტერია ყელის, ტესტი გავუკეᲗეᲗ და ყელᲨი ბაქტერია ჰქონდა , ნუ საზᲦვარგარეᲗ ვცხოვრობᲗ და სახელს ვერ გადავᲗარგმნი, მოკლედ ეხლაც აქვს ყელის ინფექცია, მყავდა ექიმᲒან ყელი წიᲗელი აქვსო, გლანდები Შესიებულუ, ბავᲨვს ცივს არც ვაᲭმევ არც ვასნევ, ასევე ბაᲦᲨიც გაფრᲗხილებულდბი არიან და საიდან ემარᲗება ვერ გავიგე Თან 3 ან 4 სᲦე სუცხე აქვს ჯერ 37 იწყდბა მერე 38 და მერე 39 ადის, 39 რომ გქონდა სანტელი გავუკეᲗეᲗ უკანა ნაწილᲨი, ექიმმა როგორც გვიᲗხრა, გუᲨინ ვიყავიᲗ პედიატრᲗან ანტიბიოტიკი დაგვინიᲨნა ერᲗი კვირა კლამოქსი, დაიწყო სმა მაგფამ სიცხე ისევ აქვს 37.7 , რა მოვიმოქმედო რომ ბავᲨვს დაუწიოს სიცხემ? ამ ასაკᲨი Ძმრიანი ნასკები ᲨეიᲫლება? სულ წამლებს ვაᲫლსვᲗ და არ მინდა გაიᲭყიპოს, რა მოვიმოქმედო რომ ავარიდო ამ ბაქტერიას

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A2 */ ado.slave('adoceanadvertlinegelpqjfspjnr', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeocirjtildc', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

რჩევები

რა უნდა მიირთვათ, როდესაც დილით მადა არ გაქვთ

რა უნდა მიირთვათ, როდესაც დილით მადა არ გაქვთ
საუზმე დღის ყველაზე მნიშვნელოვანი კვებაა.

მაგრამ რა უნდა გააკეთოთ იმ შემთხვევაში, როცა არ გშიათ? საუზმის გამოტოვებით გამოწვეული შიმშილი და სისხლში შაქრის დაქვეითება იწვევს შფოთვას და აძლიერებს კვებითი აშლილობების განვითარების რისკს. საუზმის გამოტოვება ხშირად იწვევს მეტი საკვების მიღებას დღის განმავლობაში, რამაც შეიძლება წონაში მატება გამოიწვიოს.

არსებობს მრავალი მიზეზი, რის გამოც შეიძლება დილით არ იგრძნოთ შიმშილი, მაშინაც კი, თუ თქვენს სხეულს ენერგია სჭირდება:

ჰორმონების დარღვევამ შეიძლება გამოიწვიოს უმადობა დილით, მაშინ, როცა გრელინის(შიმშილის ჰორმონი) დონე უფრო დაბალია, ხოლო ლეპტინის (სისავსის ჰორმონი) უფრო მაღალი. ძილის დარღვევამ, მედიკამენტებმა და ჯანმრთელობის მდგომარეობამ შეიძლება გააძლიეროს უმადობა. შფოთვა, დეპრესია და სტრესი ასევე გავლენას ახდენს მადაზე. ყავა მადას თრგუნავს, ასე რომ, თუ გაღვიძების შემდეგ პირველს ყავას სვამთ, ამან შესაძლოა უმადობა გამოიწვიოს.

რა უნდა გააკეთოთ, როდესაც დილით მადა არ გაქვთ

მოიცადეთ - კარგია, რომ გაღვიძების შემდეგ ცოტა ხანს დაელოდოთ, უბრალოდ ეცადეთ, ძალიან დიდხანს არ დააყოვნოთ.

შეკითხვა ექიმს
<p>-გამარჯობა. ბოლო რამდენიმე თვეა სამსახურში ძალიან ვიღლები, ისე, რომ გონებრივად ვითიშები და თვალები მეხუჭება. სამსახურში კი მიწევს მძიმე ფიზიკური შრომა, თუმცა 2 წლის მანძილზე ასე არასდროს ვყოფილვარ. მაინტერესებს თქვენი რჩევა. ასევე რა ვიტამინები უნდა შევიმოწმო? ასევე ვარ რკინადეფიციტური ანემიისკენ მიდრეკილი და ექიმის დანიშნულებით ვსვამ გალფერს.</p>

დალიეთ ჯანჯაფილის ჩაი.

იმოძრავეთ - მცირე 5-10 წუთიანი მოძრაობა დაგეხმარებათ მადის სტიმულირებაში.

ნუ მიიღებთ ყავას უზმოზე - ვინაიდან ყავას შეუძლია მადას დათრგუნვა, ყავა მიიღეთ საუზმის შემდეგ.

მოძებნეთ უმადობის სხვა მიზეზები - ზოგჯერ უმადობა შეიძლება გამოწვეული იყოს ისეთი მიზეზების შედეგად, როგორიცაა შფოთვა, სტრესი, დაღლილობა.

რა უნდა მიირთვათ, როდესაც დილით მადა არ გაქვთ

აქ მოცემულია რამდენიმე იდეა, თუ რა უნდა მიირთვათ, როდესაც დილით მადა არ გაქვთ. ზოგიერთი მაგალითი მოიცავს:

სმუზი - შეეცადეთ დაბალანსებული საუზმისთვის თქვენს სმუზში შეიტანოთ ცხიმის, ცილების და ნახშირწყლების წყარო. მაგალითად, დაამატეთ კოვზი არაქისის კარაქი, ცოტა იოგურტი, შვრია გაყინულ ხილთან და რძესთან ერთად. შეგიძლიათ მიიღოთ ჭიქა წვენი ან რძე, მშრალი მარცვლეული, Ჩირი.

კომენტარები (0)
გააკეთე კომენტარი
სახელი *
კომენტარი *
*კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ 2 */ ado.slave('adoceanadvertlinegexcihqsorul', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B2 */ ado.slave('adoceanadvertlinegezonfnieurf', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

კატეგორიის სხვა სტატიები

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.b3_desktop */ ado.slave('adoceanadvertlinegerbhlkrglvj', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

სამკურნალო წერილები

ხველების დროს ჯანჯაფილი გიშველით
ხველების დროს ჯანჯაფილი გიშველით
გთავაზობთ მკითხველის მიერ გამოგზავნილ სამკურნალო რეცეპტს, რომელიც ხველის დროს გამოგადგებათ.
სრულად

სამკურნალო წერილები

კვლიავისა და კამის თესლის ნაყენი ყაბზობის წამალია
კვლიავისა და კამის თესლის ნაყენი ყაბზობის წამალია
სრულად

სამკურნალო წერილები

პროსტატიტის დროს კაკლის უღლების ნაყენი მოგგვრით შვებას
პროსტატიტის დროს კაკლის უღლების ნაყენი მოგგვრით შვებას
გთავაზობთ მკითხველების მიერ გამოგზავნილ სამკურნალო რეცეპტს.
სრულად

სამკურნალო და ესთეტიკური დერმატოლოგიის თანამედროვე მიდგომები, რომლებსაც საქართველოში მონოპროფილური კლინიკა „პანდერმა“ გთავაზობთ - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

სამკურნალო და ესთეტიკური დერმატოლოგიის თანამედროვე მიდგომები, რომლებსაც საქართველოში მონოპროფილური კლინიკა „პანდერმა“ გთავაზობთ

კანი ადამიანის ყველაზე დიდი ორგანოა, რომელიც არაერთ ფუნქციას ასრულებს. ის სხეულის დაცვის, შეგრძნების და ტემპერატურის რეგულაციის უნარს უზრუნველყოფს. კანი ასევე მნიშვნელოვანი ელემენტია ჯანმრთელობისა და ესთეტიკის თვალსაზრისით. სხვადასხვა დაავადება გავლენას ახდენს კანის, თმის ან ფრჩხილების ჯანმრთელობაზე. ეს დაავადებები შეიძლება იყოს მსუბუქი და დროებითი, თუმცა ზოგჯერ - ხანგრძლივი და სერიოზული ხასიათის. მათი წარმოშობა დაკავშირებულია ინფექციებთან, ალერგიებთან, გენეტიკასა და სხვა გარემო ფაქტორებთან.

„პანდერმა“ საქართველოში მონოპროფილური კლინიკაა, რომელიც კანის დაავადებებზე კონცენტრირდება და საქმიანობას სრულად დერმატოლოგიას უთმობს. კლინიკის დამფუძნებელია პროფესორი, დერმატო-ვენეროლოგი, ქირურგი ილია მესხი, რომელმაც კლინიკა მეუღლესთან დიანა თვალთვაძესთან ერთად შექმნა. „პანდერმა“ მაღალი დონის სპეციალისტებით დაკომპლექტებული სამედიცინო ცენტრია, რომელიც პაციენტებს ყველა მიმართულების დერმატოლოგიურ სერვისს, მათ შორის ესთეტიკურ დერმატოლოგიასაც სთავაზობს. კლინიკის შესახებ დეტალურად თავად მისი დამფუძნებელი ილია მესხი გვესაუბრება.

მოგვიყევით კლინიკა „პანდერმას“ შესახებ, რას აერთიანებს ის და რა მომსახურებას სთავაზობს პაციენტებს?

ჩვენ ვამაყობ, რომ დღეს საქართველოში ვართ მონოპროფილური კლინიკა, რომელიც მთლიანად უძღვნის თავს დერმატოლოგიას. კანის დაავადებები ძალიან მრავალფეროვანია. ეს შეიძლება იყოს წმინდა კანის პრობლემები, ალერგიული ან ავტოიმუნური დაავადებები, სიმსივნეები და თითოეულ მათგანს შესაბამისი მიმართულების ვიწრო სპეციალისტის ჩართულობა სჭირდება. ცალკე მიმართულებაა ესთეტიკური დერმატოლოგია და დერმატოქირურგია.

ჩვენი ხედვა კარგად ჩანს კლინიკის დასახელებაშიც. „პან“ ნიშნავს „ყოვლისმომცველს“ და დერმა „დერმატოლოგიას“. ჩვენი იდეა იყო, რომ შეგვექმნა სივრცე, სადაც ყველა მიმართულების დერმატოლოგია იქნებოდა ხელმისაწვდომი. მე და დიანამ წლების წინ „ჯანსაღი თმის ცენტრით“ დავიწყეთ, რომელიც შემდეგ თმისა და ფრჩხილის ცენტრი გახდა. დღეს კი პანდერმა აერთიანებს შემდეგ ცენტრებს:

  • აკნეს ცენტრი
  • დერმატო-ონკოლოგიის ცენტრი
  • თმის და ფრჩხილის ცენტრი
  • ესთეტიკური და რეგენერაციული მედიცინის ცენტრი

22-1740056523.jpg

რატომ არის მნიშვნელოვანი, რომ კანის სხვადასხვა დაავადების მართვაში თავისი ვიწრო სპეციალისტი ერთვებოდეს?

ზოგადად, უნდა დამკვიდრდეს მიდგომა, რომ პაციენტი კლინიკაში უნდა მივიდეს კონკრეტული პრობლემით და არა უბრალოდ დერმატოლოგთან. მაგალითად, თუ ადამიანს აწუხებს ფრჩხილის პრობლემა, უმჯობესია მივიდეს კლინიკაში, სადაც დახვდება ფრჩხილის დაავადებებზე კონცენტრირებული სპეციალისტი დერმატოლოგი და არა უბრალოდ დერმატო-ვენეროლოგი, რომელმაც სრულყოფილად არ იცის ფრჩხილის ყველა შესაძლო დაავადება, რადგან არ არის ფოკუსირებული მასზე.

სწორედ ეს მიდგომა და ხედვა დავნერგეთ ჩვენს კლინიკაში. ჩვენ გვყავს დერმატოლოგიის სხვადასხვა მიმართულების სპეციალისტები, რომლებიც თავიანთი ვიწრო ინტერესის სფეროში უმაღლეს კვალიფიკაციას ფლობენ. მეორე მხრივ, ეს იმიტომაცაა მნიშვნელოვანი, რომ ერთ ექიმს მაგალითად ონიქოლოგს, ყოველდღიურად უწევს მხოლოდ ფრჩხილზე, ხოლო ტრიქოლოგს _ თმაზე ფოკუსი. თავის მხრივ, დერმატო-ონკოლოგი ღებულობს მხოლოდ ისეთ პაციენტებს, რომლებსაც აქვთ ხალები ან სხვადასხვა წარმონაქმნი, ხოლო აკნესმაგვარი გამონაყარზე ფოკუსირებული სპეციალისტი _ უპირატესად აკნეს. ყოველდღიური მდიდარი პრაქტიკული საქმიანობა კიდევ უფრო მეტად უმაღლებს ექიმს კვალიფიკაციას.

ამ მიდგომის სისწორეში მარტივად დარწმუნდებით, თუ გეტყვით, რომ მაგალითად, მხოლოდ ფრჩხილს 35 დაავადება აქვს. ვერც წარმოიდგენთ თმის იმდენი დაავადება არსებობს, ხოლო ბევრი წარმონაქმნი ძალიან ჰგავს გამონაყარს არადა თავისი შინაარსით არის სიმსივნე.

ანალოგიური მიდგომებით მუშაობს დერმატოლოგიური კლინიკები ავსტრალიაში, დიდ ბრიტანეთში, უკრაინაში და ბევრ ქვეყანაში. მათი საქმიანობა გვაჩვენებს, რომ ეს ხედვა ძალიან წარმატებულია და სწორედ ამიტომ ჩვენც ინტენსიურად ვნერგავთ მას.

აუცილებლად უნდა აღვნიშნოთ ისიც, რომ ბევრი დერმატოლოგიური დაავადება მჭიდრო კავშირშია მედიცინის სხვა მიმართულებებთან, მაგალითად ალერგოლოგიასთან, ენდოკრინოლოგიასა და რევმატოლოგიასთან. ამ შემთხვევაში ჩვენ ორივე სპეციალისტის ჩართულობას ვანიჭებთ უპირატესობას.

როგორ ხდება თქვენთან ჩაწერა? რადგან კლინიკა ცენტრების დონეზეა დაყოფილი, როგორ უნდა მიხვდეს პაციენტი, კონკრეტულად რომელ ექიმთან ჩაეწეროს?

ჩვენ გვყავს ტრენირებული თანამშრომელი, რომელიც თითოეული ადამიანის ჩაწერისას აკეთებს ერთგვარ დახარისხებას და მიღებული ინფორმაციის საფუძველზე წერს პაციენტს ამა თუ იმ ვიწრო სპეციალისტთან. ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რომ არ მოხდეს არასწორი გადამისამართება და ჩვენმა პაციენტებმა სპეციალისტის შერჩევაში დრო არ დაკარგონ.

მოგვიყევით იმ ბრენდებისა და კომპანიების შესახებ, რომლებსაც დღეს თქვენ წარმოადგენთ საქართველოში

დერმატოონკოლოგიაში ჩვენ აქტიურად ვიყენებთ ციფრულ დერმატოსკოპის. როდესაც პაციენტი შემოდის კლინიკაში მაგალითად, ხალებით ან თმის ცვენის პრობლემით, დერმატოსკოპის გამოყენება გაიდლაინის აუცილებელი ნაწილი ხდება. ამ მიმართულებით, ჩვენთვის ძალიან საამაყოა, რომ FotoFinder-ის ერთგვარი ელჩები ვართ საქართველოში. გერმანული მხარე გვაძლევს უფლებას, რომ ამ მიმართულებით ტრენინგებიც ჩავატაროთ.

პოდოლოგიის მიმართულებით, კომპანია „ბეას“ ოფიციალური წარმომადგენლები ვართ საქართველოში. „ბეა“ მსოფლიოში საუკეთესო პოდოლოგიური სისტემების მწარმოებელია. შესაბამისად ჩვენ, უკვე წლებია, ფრჩხილის მოვლის საუკეთესო აპარატებით ვმუშაობთ.

screenshot-2025-02-20-at-1645-1740055527.00.png

საქართველოში წარმოვადგენთ არაერთ გერმანულ და იტალიურ ბრენდს, რომლებიც შემავსებლებს აწარმოებენ. ზოგადად, ვცდილობთ ყველაფერი გვქონდეს ევროპული და პროგრესული.

screenshot-2025-02-20-at-1645-1740055571.48.png

რას სთავაზობთ პაციენტებს ონკო-დერმატოლოგიის მიმართულებით?

დერმატოსკოპიული კვლევის შემდეგ, თუ რომელიმე წარმონაქმნი ეჭვს იწვევს, ვაკეთებთ წარმონაქმნის ბიოფსიას. რომელიც არა მხოლოდ დიაგნოსტიკური, არამედ სამკურნალოცაა, რაც ნიშნავს, რომ ძირითადად პაციენტი ერთი ოპერაციით სრულად განკურნებულია. 2 კვირაში მოგვდის ბიოფსიის პასუხი და თუ საჭიროა, ხდება დამატებითი ჩარევა. ყველაფერი ხორციელდება ადგილზე, ადგილობრივი ანესთეზიით და პაციენტი არ ყოვნდება კლინიკაში.

ესთეტიკური დერმატოლოგია დერმატოლოგიის შედარებით ახალი მიმართულებაა, რომელსაც ბევრი არასათანადოდ აფასებს და მხოლოდ კოსმეტოლოგიურ მიმართულებად მიიჩნევს. რეალურად რას გულისხმობს ესთეტიკური დერმატოლოგია და თქვენ რა სერვისები გაქვთ ამ მიმართულებით?

ჩვენ ღრმად გვწამს, რომ ესთეტიკა არ არის მხოლოდ კოსმეტიკური პროცედურა, რომელიც მაგალითად, ტუჩის მოცულობის ზრდას გულისხმობს. ესთეტიკური დერმატოლოგია არის მეცნიერება და არა უბრალოდ ინექციები. სწორედ ამიტომ აუცილებელია ამ მიმართულებით მომსახურება გაგიწიოთ მაღალკვალიფიციურმა სამედიცინო პერსონალმა, რომელმაც კარგად იცის ამა თუ იმ შემავსებლის ან ბოტულინური ტოქსინის მოქმედების მექანიზმი და სხვა მრავალი დეტალი.

შემავსებელი ანუ ე.წ. ფილერი არის თხევადი იმპლანტი, რომელიც სახის რეკონსტრუქციას აკეთებს და შესაბამისად აახალგაზრდავებს ან აუმჯობესებს გარეგნობას. ეს მიმართულება ჩვენთან ესთეტიკური მედიცინისა და რეგენერაციის ცენტრში ერთიანდება.

სტომატოლოგიამ მიაღწია განვითარების იმ დონეს, რომ მაგალითად, კარიესის გაჩენისთანავე ზედმეტი ფიქრის და კითხვების გარეშე ვიკეთებთ ბჟენს. ასე უნდა ვიქცეოდეთ ფილერთან მიმართებაშიც. როდესაც ვბერდებით და სახე კარგავს მოცულობას, უნდა მოხდეს დანაკლისის შევსება. არ მოგვწონს ნაოჭი ისევე როგორც კარიესი? უნდა მოხდეს მათი პრევენცია.

კლინიკაში რომელი მიმართულება უფრო მოთხოვნადია - ესთეტიკური თუ სამკურნალო?

გვინდა, ჩვენმა მომხმარებლებმა კარგად გააცნობიერონ, რომ ყველა მიმართულების დერმატოლოგიურ სერვისებს ვთავაზობთ. მაგალითად, თუ ჩემთან, ექიმ ილია მესხთან მოდიან ონკო-ქირურგიის მიმართულებით, მინდა მათ იცოდნენ, რომ მე ისევე ინტენსიურად ვმუშაობ ესთეტიკურ დერმატოლოგიაზეც და ჩემთან ბოტოქსსა და ფილერზე მოსვლაც შეუძლიათ.

ჯერ-ჯერობით ასე არ არის, პაციენტი გიცნობს ან ერთი ან მეორე კუთხით. მაგრამ ჩვენი მიზანია, რომ „პანდერმაში“ არსებულ ყველა ცენტრს თანაბარი რაოდენობის პაციენტები ჰყავდეს.

როგორია თქვენი სამომავლო გეგმები?

გვსურს გავფართოვდეთ და ჩვენს კლინიკაში არსებულ თითოეულ ცენტრს თავისი საკუთარი სივრცე ჰქონდეს, თუმცა ამ ეტაპზე ვართ ერთიან სივრცეში.

ასევე, ჩვენი მიზანია მივიღოთ ევროპის დერმატო-ქირურგიის ლიცენზია. ამისთვის გვჭირდება სპეციალური აპარატურა, რომელიც სწრაფი პათოლოგიური დიაგნოსტიკისთვისაა აუცილებელი. შემდეგ ეტაპზე ჩვენთან ჩამოვა სპეციალური კომისია, შეამოწმებენ სამუშაო პროცესს და ქულებით შეგვაფასებენ. მიღებული ქულები კი განსაზღვრავს ლიცენზიის საკითხს. ამ ეტაპზე საქართველოში აღნიშნული ლიცენზია არავის აქვს, პოსტ-საბჭოთა ქვეყნებიდან კი მხოლოდ უკრაინას, რომელმაც ლიცენზიის აღება ომის დაწყებამდე მოასწრო.

R