დღეიდან მერიის 500-ლარიანი მედიკამენტების ვაუჩერების პროგრამა ამოქმედდება - ვინ მიიღებს ამ დახმარებას - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

დღეიდან მერიის 500-ლარიანი მედიკამენტების ვაუჩერების პროგრამა ამოქმედდება - ვინ მიიღებს ამ დახმარებას

ამ პროგრამის ბენეფიციარები იქნებიან მონაცემთა ერთიანი ბაზის მიხედვით თბილისში რეგისტრირებულ სოციალურად დაუცველი ოჯახებში მცხოვრები საპენსიო ასაკის პირები, რომელთა ოჯახების სოციალური სარეიტინგო ქულა 200 ათასს არ აღემატება.

როგორ უნდა გამოიყენოთ მიღებული 500-ლარიანი ვაუჩერი:

ვაუჩერის გამოსაყენებლად პროგრამის ბენეფიციარმა ან მისმა წარმომადგენელმა საჭირო მედიკამენტების განსაზღვრის მიზნით უნდა მიმართოს ექიმს. ექიმი პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობას განათავსებს პროგრამის ელექტრონულ მოდულში, რომელშიც მითითებული იქნება საჭირო მედიკამენტები და მათი რაოდენობა.

ამის შესახებ ბენეფიციარი ან მისი წარმომადგენელი მის მიერ მითითებულ ტელეფონის ნომერზე თბილისის მერიისგან სპეციალურ კოდს მიიღებს. ბენეფიციარს კოდის მეშვეობით მისთვის სასურველ აფთიაქში შეუძლია მედიკამენტების მიღება. იმ შემთხვევაში, თუ ბენეფიციარის მიერ შერჩეულ აფთიაქში სრულად არ არის ჯანმრთელობის ცნობაში მითითებული ყველა მედიკამენტი, მოქალაქეს შეუძლია დარჩენილი მედიკამენტი სხვა აფთიაქში აიღოს.

ბენეფიციარმა ან მისმა წარმომადგენელმა მედიკამენტები კოდის მიღებიდან 30 დღის განმავლობაში უნდა გამოიყენოს.

რაც შეეხება ვაუჩერის ხანგრძლივობას, მოქალაქეებს მისი გამოყენება 1 წლის განმავლობაში საკუთარი საჭიროების მიხედვით ნებისმიერ დროს შეუძლიათ. პირველ ეტაპზე 30 ლარი, შემდეგ 100 და ა.შ.