შარდსასქესო სისტემის ბაქტერიული ინფექციების ეფექტური საშუალებები - გინეკოლოგი ნინო ოდიშელიძე - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

შარდსასქესო სისტემის ბაქტერიული ინფექციების ეფექტური საშუალებები - გინეკოლოგი ნინო ოდიშელიძე

საშარდე სისტემა მოიცავს თირკმელებს, შარდსაწვეთს (ურეთერს), შარდის ბუშტს და შარდსადენს (ურეთრა). აღნიშნულის მიხედვით განსხვავდება ინფექციების ტიპებიც.

შარდსასქესო სისტემის ბაქტერიული ინფექციები საკმაოდ გავრცელებული პრობლემაა, რომელიც უამრავ ქალს აწუხებს. ის, როგორც წესი ვლინდება კლინიკურად და ახასიათებს წვა, ხშირი შარდვა, შარდის შეუკავებლობა და შარდის ბუშტის დაუცლელობის შეგრძნება.

სამწუხაროდ, ხშირია ინფექციების თვითნებური, არასწორი მკურნალობის შემთხვევევბი, რაც შედეგის დადგომას ახანგრძლივებს და რიგ შემთხვევაში, პრობლემის გამწვავებას იწვევს.

როგორც ელიავას ფაგოთერაპიული კლინიკის გინეკოლოგი ნინო ოდიშელიძე განმარტავს, შარდსასქესო სისტემის ბაქტერიული ინფექციები, უმეტესად 18-40 წლის ქალბატონებში ვლინდება, თუმცა, მომართვიანობა გვხვდება ბავშვთა ასაკშიც.

რომელი მიკრობია ყველაზე ხშირად შარდსასქესო სისტემის დაავადებების გამომწვევი?

ბაქტერიებიდან, სასშარდე სისტემის დაავადებებს ეშერიხია კოლი იწვევს, რომელიც ნაწლავის ნორმალური ფლორის ნაწილია და ხშირად ანუსის მიდამოდან შარდსადენში ხვდება. ქალებში ეს მოვლენა უფრო ხშირია, რადგან შარდსადენი მოკლეა და ანუსთან ახლოს მდებარეობს, რაც ბაქტერიებს უფრო უადვილებს შარდსასქესო სისტემაში მოხვედრას.

საშარდე სისტემის დაავადებებს ასევე იწვევს ენტეროკოკები, კლებსიელა. ასევე ზიანდება სისტემა სქესობრივი გზით გადამდები დაავადებების დროს.

რომელი რისკ-ფაქტორები უწყობს ხელს დაავადების განვითარებას?

ბაქტერიების შეღწევის ხელშემწყობი უპირველესი ფაქტორი ჰიგიენის ნაკლებობაა. ასევე აღსანიშნავია მდგომარეობები, როგორიც არის მაგალითად: შარდის ბუშტის არასრულად დაცლა, რომლის დროს, დარჩენილი შარდი იძლევა იდეალურ გარემოს ბაქტერიების გამრავლებისთვის; ასევე გასათვალისწინებელია ჰორმონალური ცვლილებები, როგორიცაა მაგალიტად - ორსულობა, მენოპაუზა ან ჰორმონალური დისბალანსი. ხელშემწყობ ფაქტორებს მიეკუთვნება ასევე შარდის შეკავება ან არასაკმარისი სითხის მიღება, რომელიც იწვევს შარდის ნაკადის შემცირებას და ამით, ხელს უწყობს ბაქტერიების გამრავლებას შარდსასქესო გზებში და ა.შ.

ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი რისკფაქტორი კი დაქვეითებული იმუნური სისტემაა. ორგანიზმის თავდაცვითი მექანიზმების შესუსტება ბაქტერიების გამრავლების შანსს ზრდის. ეს ხშირია დიაბეტის, ონკოლოგიური დაავადებების, შიდსის ან იმუნოსუპრესიული მედიკამენტების მიღების შემთხვევაში.

დაავადების მაპროვოცირებელია ასევე სქესობრივი აქტიურობა. ხშირი სქესობრივი კავშირი და არაჰიგიენური პირობები სქესობრივი აქტის დროს ზრდის ბაქტერიების მოხვედრის ალბათობას შარდსადენში.

განსაკუთრებით გამოვყოფდი აქვე ხანგრძლივ ანტიბიოტიკოთერაპიას, რომელმაც შეიძლება დაარღვიოს სხეულის ნორმალური მიკრობიომი და გამოიწვიოს ბაქტერიების ზედმეტი გამრავლება.

ძირითადად რომელ ასაკში გვხვდება ეს დაავადებები?

ძირითადად მომართვიანობა, როგორც უკვე აღვნიშნეთ არის 18-40 წლამდე ასაკის ადამიანებში, თუმცა ჰიგიენური პრობლემების გამო ის ბავშვთა ასაკშიც გვხვდება. აღნიშნულს პედიატრიულ ცისტიტს და ვაგინიტს უწოდებენ. ამ შემთხვევაშიც გამომწვევი უმთავრესი მიზეზი გახლავთ ნაწლავის ჩხირი - ეშერიხია კოლი.

როგორ ხდება შარდსასქესო სისტემის ბაქტერიული ინფექციების ლაბორატორიული დიაგნოსტირება?

ჩვენთან მოსულ პაციენტებს ორი ძირითადი ანალიზი ენიშნებათ. ესენია: შარდის საერთო ანალიზი და შარდის ბაქტერიული ანალიზი. ჩივილებიდან გამომდინარე, კვლევებს შეიძლება დავამატოთ ნაცხის ბაქტერიოლოგიური ანალიზიც. ფაგოგრამის გათვალისწინებით შემდგომ უკვე ინიშნება ფაგოთერაპია.

როგორ გამოიყენება ფაგები შარდსასქესო სისტემის ბაქტერიული ინფექციების სამკურნალოდ?

ჩვენთან მოსული პაციენტი ხშირად ხანგრძლივად არიან ნამკურნალები ანტიბიოტიკით, რაც მკურნალობის პროცესს ართულებს. ამ შემთხვევაში ზრუნვას ვიწყებთ ადგილობრივი ფლორის აღდგენაზე, რათა ფაგების მგრძნობელობა გავზარდოთ.

მდგომარეობის სპეციფიკიდან გამომდინარე ფაგს ვიყენებთ რექტალურად და/ან ორალურად, სანთლის სახით ან საფენების სახით- გაღიზიანებულ არეებზე.

როგორც წესი, დანიშნულებისას ვიყენებთ სერიულ ფაგებს. თუმცა გვაქვს შემთხვევები, როდესაც ინდივიდუალური ფაგის დამზადებაა საჭირო.

მკურნალობის პროცესში მაქსიმალურად ვცდილობთარ გამოვიყენოთ ანტიბიოტიკი.

ფაგებით მკურნალობას არ აქვს უკუჩვენება, რაც პაციენტისთვის ძალიან მნიშვნელოვანია.

რაში გამოიხატება საშარდე გზების ინფექციების პრევენცია? შესაძლებელია თუ არა, ფაგების გამოყენება პრევენციის მიზნით?

პრევენციისთვის რეგულარულად დღის განმავლობაში აუცილებელია 1.5 ლ წყლის მიღება.

ამ შემთხვევაში საშარდე სისტემა კარგად მუშაობს და ბაქტერიული ინფექციების ჩამოყალიბებისთვის სასურველი გარემოც აღარ ვითარდება.

პრევენციისთვის ძალიან მნიშვნელოვანია ჰიგიენის წესების დაცვა. დაბანა უნდა მოხდეს სწორი მიმართულებით (ანუსისკენ). საჭიროა ანტიბაქტერიული დასაბანი საშუალების გამოყენება, თუმცა, არარეგულარულად. სპეციფიკური ლოსიონების და მსგავსი საშუალებების ხმარება არ არის სასურველი. აქვე, აუცილებელია ნატურალური ბამბის საცვლების გამოყენება.

ფაგები საპრევენციოდ ეფექტურია, როდესაც ზღვაში ან აუზში ხშირი ბანაობა გვიწევს. დაბინძურებული წყალი ბაქტერიის გასამრავლებლად კარგ გარემოს ჰქმნის.

იმუნიტეტის გასაძლიერებლად კი აუცილებელია სუფთა ჰაერზე სეირნობა და დაბალანსებული კვება.

R