როგორ დავეხმაროთ ჩვენს ორგანიზმს საკვების ადვილად მონელებაში - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

როგორ დავეხმაროთ ჩვენს ორგანიზმს საკვების ადვილად მონელებაში

ჯანსაღი საკვები პროდუქტი ორგანიზმის ნორმალური ფუნქციონირებისთვის აუცილებელი მინერალების, ვიტამინებისა და ენერგიის წყაროა. თანამედროვე სამყაროში სწორი კვება ერთ-ერთ გამოწვევად რჩება. ცხოვრების აჩქარებული ტემპი, სწრაფი კვების პოპულარულობა, რთული სამუშაო გარემო, ზედმეტად ცხიმიანი, არაჯანსაღი საკვების მიღება და დროის სიმცირე - ხშირ შემთხვევაში კვების არასწორი რაციონისა და რეჟიმის მიზეზი ხდება და შესაბამისად, ჯანმრთელობის ქვაკუთხედს საფრთხეს უქმნის. კერძოდ, მოუწესრიგებელი კვება შესაძლოა კუჭ-ნაწლავის არაერთი დაავადებისა და მასთან დაკავშირებული ისეთი სიმპტომების გამომწვევი მიზეზი გახდეს, როგორიცაა შებერილობა, ტკივილი, სიმძიმე და დისკომფორტი მუცლის არეში და სხვა. დაავადებადა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის მონაცემებით, საქართველოში გავრცელების მიხედვით, საჭმლის მომნელებელი სისტემის დაავადებები მესამე ადგილს იკავებს (დაახლოებით 15-17% საერთო ავადობაში), ხოლო ახალი შემთხვევების სიხშირის მიხედვით - მეორე ადგილზეა. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ბოლო მონაცემებით კი, უკანასკნელი 2 წლის მანძილზე, საჭმლის მომნელებელი სისტემის დაავადებების სიხშირე 20%-ით გაიზარდა.

საჭმლის მომნელებელი ტრაქტის გამართული მუშაობის შესახებ ექიმი გასტროენტეროლოგი, თსსუ-ის პროფესორი გიგა სორდია გვესაუბრება.

საჭმლის მონელება რთული ფიზიოლოგიური პროცესია, რომელიც საკვების დაქუცმაცებას, ცილების, ცხიმების, ნახშირწყლებისა და მცენარეული უჯრედისის ფერმენტულ გადამუშავებას და ვიტამინებისა და მინერალების ათვისებას გულისხმობს.

მონელების პროცესი საკვების პირში მოხვედრისთანავე იწყება. პირის ღრუში ხდება მისი მექანიკური და ნაწილობრივ ფერმენტული დამუშავება, ღეჭვის შედეგად ლუკმა ფორმირდება, საყლაპავი მილის გავლით კუჭში გადაადგილდება და კუჭის წვენს ერევა. კუჭიდან საკვების ულუფა ხვდება თორმეტგოჯა ნაწლავში, სადაც მიმდინარეობს ცილების, ცხიმებისა და ნახშირწყლების მონელება ნაღვლის მჟავებისა და პანკრეასის ფერმენტების საშუალებით. საკვები კუჭისა და წვრილი ნაწლავის გავლას 6-დან 8 საათამდე ანდომებს, ხოლო ამის შემდეგ მსხვილ ნაწლავში გადადის. საჭმლის მონელების პროცესში კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ყველა ორგანო შეთანხმებულად მუშაობს, თუმცა საკვების ფერმენტულ მონელებაზე პასუხისმგებელი ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ორგანოა პანკრეასი (კუჭქვეშა ჯირკვალი). იგი გამოიმუშავებს საჭმლის მომნელებელ ფერმენტებს - პროტეაზას, ლიპაზას და ამილაზას. ასევე მნიშვნელოვანია ნაღვლის წვენში შემავალი ნაღვლის მჟავების როლიც ცხიმების სრულყოფილი მონელებისთვის.

რა იწვევს არასასიამოვნო შეგრძნებებს, დისკომფორტსა და მუცლის შებერილობას?

შებერილობა შეიძლება იყოს მრავალი დაავადების და მდგომარეობის გამოვლენა, ამიტომ პრინციპულად მნიშვნელოვანია ამ პრობლემის ობიექტური და სრულყოფილი შეფასება. მიზეზებს მიეკუთვნება ორგანული და ფუნქციური დაავადებები, ფერმენტოპათიები, საკვები და მისი ფორმები, ნაწლავის მიკრობიოტა, სტრესი და ჰიპოდინამია.

საჭმლის მომნელებელი სისტემის რომელიმე ერთი ორგანოს ფუნქციის დაქვეითება/დარღვევაც კი საკმარისია ისეთი სიმპტომების გამოსავლენად, როგორიცაა - მუცლის ტკივილი, შებერილობა, „ხმაურიანი მუცელი“, სიმძიმე და დისკომფორტი მუცლის არეში (განსაკუთრებით საკვების მიღების შემდგომ) და სხვა. ასეთ დროს რეკომენდებულია ბალანსირებული საკვების მიღება, კვება ნელი ტემპით, პატარა ულუფებით და ხშირ-ხშირად. საკვები რაციონიდან უნდა ამოვიღოთ ზედმეტად ცხიმიანი, ცხარე ან მჟავე პროდუქტები. მუცელში ჭარბი აირების დაგროვების საპრევენციოდ კი მნიშვნელოვანია შეიზღუდოს ასევე მეტეორიზმის მაპროვოცირებელი ისეთი პროდუქტები, როგორიცაა მაგალითად: პარკოსნები (ლობიო, ბარდა...), გაზიანი სასმელები, რაფინირებული ნახშირწყლები და სხვა.

სწორი კვების შესახებ რეკომენდაციებისა და ინფორმაციის ხელმისაწვდომობის მიუხედავად, საჭმლის მონელების დარღვევები და მასთან დაკავშირებული დისკომფორტი ჩვენი ყოველდღიურობა გახდა. როგორ შეიძლება დავეხმაროთ ორგანიზმს მსგავსი სიმპტომების თავიდან ასარიდებლად?

პირველ რიგში, რეკომენდებულია სპეციალისტის მიერ მოხდეს პაციენტის შეფასება მუცლის ტკივილის, შებერილობის ან დისკომფორტის წარმოშობის მიზეზების შესახებ, რათა გამოირიცხოს საჭმლის მომნელებელი სისტემის კლინიკურად მნიშვნელოვანი და სიცოცხლისთვის საფრთხის შემცველი დაავადებები.

reocon-03-1738155922.jpg

მუცლის ტკივილის, შებერილობის, და ზოგადად მუცლის არეში დისკომფორტის დროს გარკვეული საკვებისგან დროებით თავის შეკავების გარდა, ხშირად მნიშვნელოვანია ორგანიზმს დავეხმაროთ ფერმენტული საშუალებებით. სწორედ ასეთ ბიოლოგიურად აქტიურ დანამატს მიეკუთვნება კომპანია GM PHARMA-ს პროდუქტი რეოკონი - კომბინირებული, პოლიფერმენტული საშუალება, რომელიც საჭმლის მონელების დარღვევის რამდენიმე სიმპტომზე ერთდროულად მოქმედებს.

რეოკონი, ჩველებრივი პანკრეატინისგან განსხვავებით, საკვების მომნელებელ ფერმენტებთან ერთად (ლიპაზა, ამილაზა, პროტეაზა), დამატებით შეიცავს დიმეტიკონს მუცლის შებერილობის საწინააღმდეგოდ, ხარის ნაღვლის ექსტრაქტს - ცხიმების აბსორბციისთვის და ჰემიცელულაზას - მცენარეული ბოჭკოს ადვილად ასათვისებლად.

რა სიმპტომების დროს ინიშნება რეოკონი?

როგორც აღვნიშნე, უნიკალური კომბინაციის წყალობით, რეოკონი საჭმლის მონელების დარღვევის რამდენიმე სიმპტომზე ერთდროულად მოქმედებს და ხსნის შებერილობის, სიმძიმისა და დისკომფორტის შეგრძნებას მუცლის არეში, ამცირებს კუჭ-ნაწლავში დაგროვილი აირების რაოდენობას, ასევე ხელს უწყობს საკვებით მიღებული ცხიმების, ცილების, ნახშირწყლების გადამუშავებასა და მცენარეული უჯრედისის ათვისებას. რეოკონი მიიღება სიმპტომურად, 1 ან 2 ტაბლეტი სამჯერ დღეში, კვების შემდეგ ან უშუალოდ კვების დროს, მცირე რაოდენობის წყალთან ერთად. ტაბლეტი არ უნდა დაიღეჭოს.

...

შეგახსენებთ, რომ საერთაშორისო, მულტინაციონალური ფარმაცევტული კომპანია GM PHARMA უკვე 25 წელია მედიკამენტებსა და ბიოლოგიურად აქტიურ საკვებ დანამატებს (ბად) აწარმოებს დასავლეთ ევროპის ქვეყნებისა (გერმანია, ესპანეთი, იტალია, პორტუგალია, საბერძნეთი, შვედეთი, შვეიცარია) და საქართველოს GMP-სერტიფიცირებულ საწარმოებში.

GM PHARMA-ს მედიკამენტებით ყოველწლიურად 12 მილიონზე მეტი პაციენტი მკურნალობს საქართველოსა და კომპანიის საერთაშორისო, საექსპორტო ბაზრებზე, რაც მომხმარებლებისა და ჯანდაცვის სპეციალისტების მხრიდან კომპანიის აღიარებაზე მეტყველებს.

R