განვითარებული კუნთოვანი სისტემა ეხმარება ადამიანს ძუძუს კიბოს დამარცხებაში - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

განვითარებული კუნთოვანი სისტემა ეხმარება ადამიანს ძუძუს კიბოს დამარცხებაში

სამედიცინო კონსორციუმის Kaiser Permanente-სა და Dana Farber-ის კიბოს კვლევის ინსტიტუტის (აშშ) მეცნიერთა ჯგუფის კვლევის შედეგები გამოქვეყნდა ჟურნალში JAMA Oncology.

მკვლევარებმა შეაგროვეს ინფორმაცია სამი ათასი ქალის შესახებ, რომელთა საშუალო ასაკი 54 წელი იყო. 2000 წლის იანვრიდან 2013 წლის დეკემბრამდე მათ დაუსვეს მეორე ან მესამე სტადიის არამეტასტაზური სარძევე ჯირკვლის კიბოს დიაგნოზი. მეცნიერებმა შეაფასეს პაციენტების სხეულში ცხიმოვანი და კუნთოვანი ქსოვილის რაოდენობა დიაგნოზის დასმის დროს და ასევე შეადარეს ეს მონაცემები ინფორმაციას იმის შესახებ, შეძლეს თუ არა მათ კიბოს დაძლევა. დაავადების დაწყებისას პაციენტთა 34%-ს აღენიშნებოდა სარკოპენია, ასაკთან დაკავშირებული კუნთების მასის და სიძლიერის დაკარგვა, ხოლო სხვა 37%-ს ჰქონდა კუნთოვანი ქსოვილის სიმკვრივის შემცირება.

ანალიზმა აჩვენა, რომ სიკვდილიანობის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი სარკოპენიის მქონე პაციენტთა ჯგუფში ფიქსირდება. ამ ჯგუფის ქალები 41%-ით უფრო მეტად კვდებოდნენ კიბოთი, ვიდრე ნორმალურად განვითარებული კუნთოვანი ქსოვილისა და კუნთოვანი ძალის მქონე ქალები. გარდა ამისა, ცხიმოვანი ქსოვილის მაღალი მოცულობა უარყოფითად მოქმედებს კიბოს დამარცხების მაჩვენებელზე.

ჭარბი წონის მქონე პაციენტებში სიკვდილიანობის მაჩვენებელი 35%-ით მეტი იყო, ვიდრე ნორმალური მასის ინდექსის მქონე პაციენტებში.

ამავდროულად, მკვლევარები აღნიშნავენ, რომ სხეულის მასის ინდექსი თავისთავად არაფერ შუაშია კიბოს დამარცხების ან მის წინააღმდეგ ბრძოლაში გადარჩენის ალბათობასთან - ყველაფერი დამოკიდებულია სხვადასხვა ფაქტორების ერთობლიობაზე, კერძოდ, სხეულში ცხიმოვანი ქსოვილის განაწილებაზე. ამავდროულად, სიტუაცია ყველაზე რთულია, როდესაც სარკოპენია შერწყმულია სიმსუქნესთან, ამ შემთხვევაში ძუძუს კიბოსგან სიკვდილის შანსი 89%-ით იზრდება.

მოპოვებულ მონაცემებზე დაყრდნობით, ავტორებმა 30 წელს გადაცილებულ ქალებს მოუწოდეს, იზრუნონ არა მხოლოდ ჭარბი წონის დასაძლევად, არამედ კუნთებოვანი ქსოვილის განვითარებისათვის კუნთოვანი ძალის გაზრდისთვის. ცნობილია, რომ კუნთოვანი ქსოვილის პროგრესირებადი დაკარგვა ჩვეულებრივ იწყება 30 წლის შემდეგ. საშუალოდ, ადამიანები ყოველ ათ წელიწადში კარგავენ კუნთების მოცულობის სამიდან ხუთ პროცენტს.

კუნთოვანი ძალა ადამიანის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ფიზიკური თვისებაა.

კუნთოვანი ქსოვილის სიძლიერის მაღალი დონე მნიშვნელოვნად აუმჯობესებს ცხოვრების ხარისხს: ის საშუალებას გაძლევთ კომფორტულად იმოძრაოთ დღის განმავლობაში, შეასრულოთ ყოველდღიური დავალებები და ასევე შეინარჩუნოთ კუნთოვანი სისტემის ჯანმრთელობა.

ფიზიკური ძალა არის ადამიანის უნარი, გადალახოს გარეშე წინააღმდეგობა კუნთების ძალისხმევის საშუალებით. ის საშუალებას იძლევა, მაგალითად, გადაიტანოთ დივანი, ატაროთ მძიმე ჩანთები და ა.შ.

კუნთოვანი სიძლიერე განისაზღვრება, როგორც ადამიანის ერთ-ერთი ფიზიკური თვისება გამძლეობასთან, სიჩქარესთან, სისწრაფესა და მოქნილობასთან ერთად.