/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.left */ ado.slave('adoceanadvertlinegemlehhvkgtg', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Right */ ado.slave('adoceanadvertlinegezllnkselsb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.header */ ado.slave('adoceanadvertlinegewmceopopnw', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Top */ ado.slave('adoceanadvertlinegeldphnqspnx', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.C1 */ ado.slave('adoceanadvertlinegerbrkgwogih', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

რუბრიკები

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeuakedjfski', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

ოჯახის მკურნალის ანონსი

ჟურნალის გამოწერა შეგიძლიათ საიტიდან
www.elva.ge
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A2 */ ado.slave('adoceanadvertlinegelpqjfspjnr', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeocirjtildc', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

სამკურნალო მცენარეები

ფინიკის პალმის ნაყოფი - სამკურნალო ნუგბარი

ფინიკის პალმის ნაყოფი - სამკურნალო ნუგბარი
ფინიკის პალმის ნაყოფი ჩირის სახით ფართოდ გავრცელებული საკვები პროდუქტია. ის მეტად

სასარგებლო და ბევრისათვის საყვარელი ნუგბარია. ზოგს მიაჩნია, რომ მხოლოდ ფინიკისა და წყლის მიღებით ადამიანმა შესაძლოა რამდენიმე წელი იცოცხლოს, იმიტომ რომ ფინიკის ნაყოფი (ჩირი) შეიცავს ყველა ნივთიერებას, რომელიც კი ადამიანის ორგანიზმს სჭირდება.

  • შემადგენლობა

ფინიკი სხვა ხილზე გაცილებით დიდი რაოდენობით შეიცავს ნახშირწყლებს - დაახლოებით 65%-ს. მდიდარია რკინით, მაგნიუმით, თუთიით, სპილენძით, კალციუმით, კალიუმით, მანგანუმით, ფოსფორით, ნატრიუმით, ალუმინით, კადმიუმით, კობალტით, გოგირდითა და სხვა ძვირფასი ელემენტებით.

ფინიკის ჩირი განსაკუთრებულია იმით, რომ შეიცავს 23 ამინმჟავას, რომელთა უმრავლესობა სხვა ხილის შემადგენლობაში არ შედის. ფინიკში უხვად არის A, C და B ჯგუფის ვიტამინები, ნიაცინი, პანტოთენის მჟავა და რიბოფლავინი.

ფინიკის ჩირი საერთოდ არ შეიცავს ქოლესტერინს, ამიტომ დაბალკალორიულ საკვებს წარმოადგენს. რაც მთავარია, ის რეკომენდებულია დიეტური კვებისას მათთვის, ვისაც ტკბილეული ეკრძალება.

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ */ ado.slave('adoceanadvertlinegelpmmhkfobb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

ფინიკის შაქარი გაცილებით სასარგებლოა, ვიდრე ჭარხლისა, ამიტომ მას წარმატებით იყენებენ საკონდიტრო წარმოებაში.

100 გრამი ფინიკი საშუალოდ 270 კკალორიას შეიცავს.

  • სამკურნალო თვისებები

შეკითხვა ექიმს
<p>-გამარჯობა ერთი კვირის წინ დავიწყე გინკო ბილობას დალევა.ვიცავ დოზირების წესს მაგრამ შევამჩნიე რომ დამეწყო თავბრუსხვევა და გული მიჩქარდება.მაინტერესებს შეიძლება თუ არა ექიმის დანიშნულების გარეშე ამ ვიტამინის მიღება ან საერთოდ ამის ბრალია თუ არა? მადლობა წინასწარ</p>

ფინიკის სამკურნალო თვისებები უძველესი დროიდან არის ცნობილი. ფინიკის პალმის ნაყოფს ოდითგანვე იყენებდნენ ისეთი დაავადებების სამკურნალოდ, როგორებიცაა კიბო, ტუბერკულოზი და სხვადასხვა ინფექციური სნეულება.

პექტინის, სელენისა და საკვები ბოჭკოების შემცველობის წყალობით ფინიკი ონკოლოგიური პათოლოგიის შემაფერხებელ საკვებად გვევლინება.

ასევე დაგაინტერესებთ
დღეში 10 ცალი ფინიკის ჩირი სავსებით უკმაყოფილებს ორგანიზმს მაგნიუმის, სპილენძისა და გოგირდის მოთხოვნილებას

სელენი, რომელიც ფინიკში უხვად არის წარმოდგენილი, აფერხებს აგრეთვე გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადებათა განვითარებას, აძლიერებს იმუნურ სისტემას.

ფინიკის ნაყოფის უნიკალური თვისებაა აგრეთვე სიცოცხლის გახანგრძლივება და კეთილისმყოფელი გავლენა მამაკაცურ პოტენციაზე. თუ იმასაც გავითვალისწინებთ, რომ ფინიკის ჩირი აუმჯობესებს თავის ტვინისა და შინაგან ორგანოთა ფუნქციას, გასაგები გახდება, რაოდენ დიდი მნიშვნელობა აქვს მას ადამიანის ჯანმრთელობისთვის.

ექიმები ფინიკით რეგულარულად კვებას ურჩევენ იმ პაციენტებს, რომელთაც აღენიშნებათ გულის პრობლემები, სახის ნერვის დამბლა, სისუსტე და სასიცოცხლო ძალთა განლევა გახანგრძლივებული მძიმე დაავადებების შემდეგ.

დისტროფიის დროს მეტად სასარგებლოა ფინიკის ნახარშის მიღება ბრინჯთან ერთად.

რა უნდა გაითვალისწინოთ:

  • ფინიკის ჩირი სასარგებლოა ორსულებისა და მეძუძური დედებისათვის.
  • უნიკალური შემცველობის წყალობით ფინიკის ნაყოფი სწრაფად ანაყრებს და, ამასთან, ავსებს ორგანიზმს ყველა საჭირო ნივთიერებით.
  • სიმსუქნითა და შაქრიანი დიაბეტით დაავადებულებმა ფინიკი სიფრთხილით უნდა მიირთვან.
  • ფინიკი რამდენადმე მძიმე საკვებია, ამიტომაც საჭმლის მონელების დარღვევათა დროს მისმა ჭარბმა მიღებამ შესაძლოა მდგომარეობა დაამძიმოს.
კომენტარები (0)
გააკეთე კომენტარი
სახელი *
კომენტარი *
*კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ 2 */ ado.slave('adoceanadvertlinegexcihqsorul', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B2 */ ado.slave('adoceanadvertlinegezonfnieurf', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

კატეგორიის სხვა სტატიები

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.b3_desktop */ ado.slave('adoceanadvertlinegerbhlkrglvj', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

სამკურნალო წერილები

ხველების დროს ჯანჯაფილი გიშველით
ხველების დროს ჯანჯაფილი გიშველით
გთავაზობთ მკითხველის მიერ გამოგზავნილ სამკურნალო რეცეპტს, რომელიც ხველის დროს გამოგადგებათ.
სრულად

სამკურნალო წერილები

კვლიავისა და კამის თესლის ნაყენი ყაბზობის წამალია
კვლიავისა და კამის თესლის ნაყენი ყაბზობის წამალია
სრულად

სამკურნალო წერილები

პროსტატიტის დროს კაკლის უღლების ნაყენი მოგგვრით შვებას
პროსტატიტის დროს კაკლის უღლების ნაყენი მოგგვრით შვებას
გთავაზობთ მკითხველების მიერ გამოგზავნილ სამკურნალო რეცეპტს.
სრულად

როგორ ავარჩიოთ ყველაზე კარგი ჯანმრთელობის დაზღვევა - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

როგორ ავარჩიოთ ყველაზე კარგი ჯანმრთელობის დაზღვევა

ჯანმრთელობაზე ზრუნვის ერთ-ერთი მთავარი კომპონენტი ჯანსაღი ცხოვრების წესია, რომლის შემადგენელი ნაწილია: სწორი კვება, ვარჯიში, სტრესის მართვა და ექიმთან რეგულარული ვიზიტი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესამოწმებლად. ასევე გასათვალისწინებელია ისიც, რომ ნებისმიერ დაავადებისა თუ ჯანმრთელობასთან დაკავშირებით წარმოქმნილ პრობლემას დროული მკურნალობა სჭირდება, რაც გარკვეულ ფინანსურ ხარჯებთან არის დაკავშირებული და ხშირ შემთხვევაში ეს ხარჯები საკმაოდ მაღალია, გამოსავალი ამ ხარჯების შესამცირებლად კი ჯანმრთელობის დაზღვევაა. სადაზღვევო კომპანიას სწორად შერჩევა სჭირდება, ბლოგში ავხსნი რა კრიტერიუმების გათვალისწინებით შეძლებთ შეარჩიოთ ყველაზე კარგი ჯანმრთელობის დაზღვევა.

რა უნდა გაითვალისწინოთ დაზღვევის არჩევისას?

იმისათვის, რომ შეარჩიოთ ჯანმრთელობის დაზღვევა, რომელიც მაქსიმალურად მორგებული იქნება თქვენს საჭიროებებს და სრულად დააკმაყოფილებს თქვენს მოთხოვნებს, აუცილებელია რამდენიმე მნიშვნელოვანი კრიტერიუმის გათვალისწინება, ქვემოთ ჩამოთვლილია ის ძირითადი ფაქტორები, რომლებიც დაზღვევის არჩევისას უნდა გაითვალისწინოთ:

  • სანდო სადაზღვევო კომპანია

კომპანიის სანდოობაზე პირველ რიგში მისი გამოცდილება მეტყველებს. აუცილებელია შეარჩიოთ კომპანია, რომელიც მრავალწლიანი გამოცდილებითა და მომხმარებელთა კმაყოფილებით გამოირჩევა. შერჩევის პროცესში განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიაქციოთ კომპანიის რეპუტაციას. მაგალითად, დაზღვევის საერთაშორისო კომპანია ირაო უკვე 20 წელია, რაც წარმატებით მოღვაწეობს ჩვენს ქვეყანაში, და 100%-ით “ვენის სადაზღვევო ჯგუფის” მფლობელობაშია. ეს კომპანიის სანდოობასა და რეპუტაციას კიდევ უფრო ამყარებს, რაც მომხმარებლებისთვის დამატებით სანდოობის გარანტიას წარმოადგენს.

  • სადაზღვევო კომპანიის არჩევა

სადაზღვევო კომპანიის არჩევისას, ერთ-ერთი მთავარი დეტალი არის იმ კომპანიის სადაზღვევო პირობების დეტალური გაცნობა, რომელსაც აირჩევთ. სადაზღვევო წესებსა და პირობებში დეტალურად არის აღწერილი ყველა პირობა, რომელიც მომხმარებლისთვის მნიშვნელოვანია. ეს მოიცავს ინფორმაციას სადაზღვევო პაკეტების მოცულობის, ლიმიტების, დაფარვების, მომსახურების პირობებისა და სხვა მნიშვნელოვანი დეტალების შესახებ. იმისათვის, რომ მომავალში თავიდან აიცილოთ შესაძლო გაურკვევლობა, რეკომენდებულია ყურადღებით შეისწავლოთ კომპანიის პირობები და დარწმუნდეთ, რომ ისინი თქვენს მოთხოვნებს შეესაბამება.

მაგალითად, სანამ ჯანმრთელობის დაზღვევას აირჩევთ, მნიშვნელოვანია, ყურადღებით გადახედოთ, გააანალიზოთ და შეაფასოთ თითოეული სადაზღვევო პაკეტი და მასში მოცემული პირობები. დარწმუნდით, რომ თქვენთვის აუცილებელი და სასურველი მომსახურებები შედის შერჩეულ პაკეტში.

  • მომსახურების მიწოდების ხარისხი

ბუნებრივია, რომ ყველა კომპანიას თავისი მიდგომა და მომსახურების ხარისხი აქვს. კომპანიასთან თანამშრომლობის დასაწყებად აუცილებელია, რომ გაერკვეთ თუ რა დონის უკუკავშირი აქვს კომპანიას მომხმარებლებთან. მაგალითად, ირაოს აქვს ბაზარზე ერთ-ერთი ყველაზე გამართული მობილური აპლიკაცია და ონლაინ პორტალი, რომლის მეშვეობითაც მომსახურების მიღება უფრო მარტივად და სწრაფად არის შესაძლებელი. მობილური აპლიკაციისა და პირადი სივრცის საშუალებით, მომხმარებელს შეუძლია დისტანციურად მიიღოს მომსახურება, ჩაეწეროს ექიმთან, მოითხოვოს ანაზღაურება ან მიმართვები და ა.შ. ირაო მაქსიმალურად ცდილობს, რომ მომხმარებლებს გაუადვილოს მათთვის სასურველი მომსახურების მიღება.

  • მომხმარებელთა მიმოხილვები და უკუკავშირი

ჯანმრთელობის დაზღვევის არჩევამდე, გაეცანით მომხმარებელთა მიმოხილვებსა და შეფასებებს. გაიგეთ რამდენად კმაყოფილები არიან მოცემული დაზღვევით, რამდენად მოსწონთ კომპანიასთან თანამშრომლობა. ასევე გაეცანით მომხმარებელთა სანდოობას კომპანიასთან მიმართებით და ა.შ.

სანამ აირჩევთ ჯანმრთელობის დაზღვევის პაკეტს, როგორც ხედავთ, აუცილებელია რამდენიმე კრიტერიუმის გათვალისწინება, რათა აირჩიოთ მაქსიმალურად თქვენზე მორგებული დაზღვევა, სადაც თქვენთვის სასურველი სერვისები იქნება შესული. შესაბამისად, ამ ყოველივეს გათვალისწინების შემდეგ შეძლებთ უფრო ჭკვიანურად მიიღოთ გადაწყვეტილება და აირჩიოთ საუკეთესო ჯანმრთელობის დაზღვევა.

რატომ ირაო?

ირაო უკვე 20 წელია, რაც წარმატებით ოპერირებს საქართველოში. ამ წლების განმავლობაში ირაომ შეძლო ათასობით მომხმარებლის გულის მოგება და სანდოობის მოპოვება. ირაო საქმეს საკმაოდ გულმოდგინედ და პასუხისმგებლობიანად უდგება, ამ კომპანიისთვის მთავარი მომხმარებლების კეთილდღეობა და მათი მოთხოვნების გათვალისწინებაა. სწორედ მომხმარებლებთან ხშირი კომუნიკაციის წყალობით შექმნა ყველასათვის მოქნილი და მისაღები პირობები. შეიქმნა ერთი დიდი ოჯახი, სადაც გაერთიანებულები არიან პროფესიონალიზმითა და პასუხისმგებლობით აღსავსე თანამშრომლები.

“ირაო” 100%-ით “ვენის სადაზღვევო ჯგუფის” წევრია, რაც საკმაოდ მნიშვნელოვანი კომპონენტია სანდოობის საკითხის განხილვის დროს, რადგან “ვენის სადაზღვევო ჯგუფი” გახლავთ ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის წამყვანი სადაზღვევო ჯგუფი, რომელსაც სადაზღვევო ინდუსტრიაში წარმატების საფუძვლად 200 წლიანი გამოცდილება უდევს. მათთვის მთავარი მომხმარებლის სიმშვიდე და დაცულობაა.

ირაო გთავაზობთ ჯანმრთელობის ინდივიდუალური დაზღვევის ოთხ პაკეტს, ესენია: სტანდარტი, კომფორტი, კომფორტ+ და პრემიუმი, ოთხივე მათგანი თქვენს საჭიროებებზეა მორგებული. თანხის ანაზღაურება უსწრაფესად ხდება და შესაძლებელია, როგორც ონლაინ (ირაოს აპლიკაციის ან პირადი სივრცის მეშვეობით), ასევე ფილიალში მოსვლით.

ამრიგად, ჯანმრთელობის დაზღვევა თითოეული ადამიანისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, რათა თავიდან ავირიდოთ გაუთვალისწინებელი ხარჯები და მშვიდად მივხედოთ ჩვენს კეთილდღეობას. დაზღვევისთვის კი უნდა მიმართოთ კომპანია ირაოს, რადგან ის გთავაზობთ ყველა იმ პირობას, რომელიც თქვენთვის მნიშვნელოვანია.

R