მარტოხელა ადამიანები უფრო ხშირად ავადდებიან - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

მარტოხელა ადამიანები უფრო ხშირად ავადდებიან

მარტოობა და ცუდი ჯანმრთელობა ხშირად ერთმანეთან დაკავშირებულია: სოციოლოგები გვაძლევენ დამაჯერებელ მტკიცებულებებს, რომ ცუდი ჯანმრთელობის მქონე ადამიანები უფრო ხშირად მარტოსულები აღმოჩნდებიან, მაგრამ ექიმებმა დაადგინეს, რომ პირიქითაც არის: მარტოობა თავისთავად გავლენას ახდენს ადამიანის ჯანმრთელობაზე.

ბოლო დრომდე ეს კორელაცია ვერ დადასტურდა, მაგრამ კემბრიჯის უნივერსიტეტის ბოლო კვლევის წყალობით, მეცნიერებმა დაადგინეს, რომ ეს ყველაფერი სპეციალურ ცილებზეა დამოკიდებული. გაზეთმა Guardian-მა მეცნიერული სამუშაოს დეტალები გაავრცელა.

კვლევის ერთ-ერთი ავტორი, პროფესორი ბარბარა სააკიანი განმარტავს, თუ რატომ არის ეს აქტუალური: ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია თვლის, რომ მარტოობა და სოციალური იზოლაცია მალე გახდება ერთ-ერთი ყველაზე დიდი პრობლემა მსოფლიოში.

„მნიშვნელოვანია, რომ ადამიანებმა გაიგონ, რომ ეს გავლენას ახდენს არა მხოლოდ ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე, არამედ ფიზიკურ ჯანმრთელობაზეც“, - თქვა მკვლევარმა.

მეცნიერებმა შეაგროვეს მონაცემები 42 ათასი ბრიტანელისაგან, რომელთაგან 9.3% თავს სოციალურად იზოლირებულად თვლის, ხოლო 6.4% მარტოსულად და დაადგინეს, რომ ამ ადამიანების სისხლი ცილის შემადგენლობით მნიშვნელოვნად განსხვავდება მათგან, ვინც სოციალურ ცხოვრებას ეწევა.

მკვლევარებმა გაითვალისწინეს ისეთი ფაქტორები, როგორიცაა ასაკი, სქესი, განათლების დონე, სიგარეტისა და ალკოჰოლის მოხმარება და გამოავლინეს 175 ცილოვანი ჯაჭვი, რომელიც მხოლოდ სოციალურად იზოლირებულ ადამიანებში ჩნდება და 26 მათში, ვინც მარტოობაზე საუბრობს. ამ ცილების დონე მარტოხელათა სისხლში უფრო მაღალი იყო.

ეს ნაერთები დაკავშირებულია ანთებით პროცესებთან, ვირუსული ანტისხეულების წარმოქმნასთან და იმუნურ სისტემასთან და მიუთითებს იმაზე, რომ ორგანიზმი უფრო აქტიურად ექვემდებარება ყველა სახის საფრთხეს.

გარდა ამისა, ცილების ნახევარი ასევე დაკავშირებულია გულის დაავადებებთან, დიაბეტთან და ინფარქტთან, ეს ყველაფერი სტატისტიკაში გამოიყენება სიკვდილიანობის რისკის გამოსათვლელად (სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, შეიძლება დავასკვნათ, რომ მარტოხელა ადამიანებს აქვთ სიკვდილის უფრო მაღალი რისკი).

შემდეგ, მკვლევარებმა გამოიყენეს მენდელის რანდომიზაციის მეთოდი: მათ შეამოწმეს ზემოაღნიშნული ცილების მქონე ადამიანების შემთხვევითი ნიმუშები და შეისწავლეს მათი სოციალური სტატუსი, რათა დაედგინათ, იყო თუ არა ცილების არსებობა მარტოობის მიზეზი ან შედეგი.

შედეგები დამაჯერებელი იყო: რომელიმე ცილის უბრალო არსებობა არ ნიშნავს იმას, რომ ადამიანი განიცდის მარტოობას, მაგრამ მარტოხელა ადამიანებს თითქმის ყოველთვის აღენიშნებოდათ 5 ცილის ნაერთების მომატებული დონე, რომლებიც დაკავშირებულია ანთებასთან და მეტაბოლიზმთან, რაც იმაზე მეტყველებს, რომ სხეული ხშირად ავადდება.

რა თქმა უნდა, არ შეიძლება ითქვას, რომ მარტოობის ეფექტი დაჩრდილავს ყველაფერს, მაგრამ ის საკმაოდ მნიშვნელოვანია: მეცნიერები რისკ-ფაქტორად მიიჩნევენ დაახლოებით 7,5%-ს - დაახლოებით ამდენად მატულობს სიკვდილიანობის, დიაბეტის, გულ-სისხლძარღვთა დაავადებების და. სხვა რისკი, თუ ადამიანი მარტოსულია.

ჰელსინკის უნივერსიტეტის პროფესორი მარკო ელოვანიო, რომელიც არ იყო ჩართული კვლევაში, ადასტურებს არსებულ ჰიპოთეზებს მარტოობასა და ცუდ ჯანმრთელობას შორის კავშირის შესახებ, მაგრამ თვლის, რომ ამ კავშირის დიდი ნაწილი შეიძლება გამოწვეული იყოს მარტოხელა ადამიანების ცხოვრების წესით: უფრო ხშირად სვამენ ალკოჰოლს და ეწევიან სიგარეტს, ნაკლებად ზრუნავენ საკუთარ თავზე და განიცდიან მეტ სტრესს.

მთავარი კითხვა, რომელსაც მეცნიერი აქ ხედავს არის ის, თუ როგორ უნდა გადაჭრას საზოგადოებამ ეს პრობლემა და გაუმკლავდეს მარტოობით გამოწვეულ რისკებს.

„მეჩვენება, რომ ამ პრობლემის მოგვარება სოციალურ დონეზე და ადამიანების ქცევასთან გამკლავება უფრო ადვილია, ვიდრე მათი ცილების გადაკეთება“, - თვლის ის.

მარტოხელა ადამიანების ფსიქიკა განსხვავდება მათგან, ვინც ურთიერთობაშია.