ბრიტანეთი აცხადებს, რომ კიბოს ვაქცინის შექმნაში შესაძლოა გარღვევა მოახდინოს 2025 წელს
ამის შესახებ ბრიტანული ჟურნალი The Economist მეცნიერებზე დაყრდნობით წერს.
ავტორებმა აღნიშნეს, რომ კიბოს ვაქცინის ტესტირება წარმატებული იყო. უახლესმა ნიმუშებმა აჩვენა ეფექტურობა.
ამჟამად მეცნიერები სწავლობენ პრეპარატის მოქმედებას კანის, თავის ტვინისა და ფილტვების სიმსივნეების წინააღმდეგ.
„იმედი გვაქვს, რომ კიბოს ვაქცინები მიაღწევს იმ დონეს, რომ მეტად შეამცირებს ისეთი ინვაზიური მკურნალობის საჭიროებას, როგორიცაა ქიმიოთერაპია ან ქირურგია“, - ნათქვამია მასალაში.
ჟურნალისტებმა აღნიშნეს, რომ ვაქცინის შესაქმნელად მეცნიერებს სიმსივნის ნიმუშები სჭირდებათ. ამის შემდეგ სპეციალისტები ადგენენ მის გენომს და ეძებენ გენეტიკური მუტაციების ყველა ვარიანტს.
დეკემბრის ბოლოს, ჩინეთის მეცნიერებათა აკადემიის ნანოტექნოლოგიის ეროვნული ცენტრის მეცნიერთა ჯგუფმა შეიმუშავა სიმსივნის მემბრანის ანტიგენებზე დაფუძნებული ნანოვაქცინა. პრეპარატმა აჩვენა მაღალი ეფექტურობა თაგვებზე ტესტირებისას.
2021 წელს დადასტურდა ამერიკული კიბოსსაწინააღმდეგო ვაქცინის NeoVax ეფექტურობა.
- კლინიკურმა კვლევებმა აჩვენა, რომ კანის კიბოს საწინააღმდეგო ამერიკული ვაქცინა აღმოჩნდა უსაფრთხო და მოხალისეებს იცავდა სიმსივნის ხელმეორედ გამოვლენისაგან. ვაქცინის საფუძველს წარმოადგენს იმუნოთერაპიის პრინციპი, როდესაც ადამიანის საკუთარი იმუნიტეტი მიმართულია კიბოს უჯრედებთან საბრძოლველად.
ახალი ვაქცინით შესაძლებელია მელანომის აგრესიული ფორმების განადგურება.
აღნიშნული საშუალება იქმნებოდა ნეოანტიგენების (ცილოვანი მოლეკულების ნაწილი, რომლებმაც კიბოს უჯრედების გენომში მუტაციის გამო, დაკარგეს თავისი ფორმა) საფუძველზე. ჯანმრთელ უჯრედებში ნეოანტიგენები არ არის. მათი საშუალებით მეცნიერები ვარაუდობენ იმუნურ სისტემას "გააცნონ" კიბო. ამგვარად, იმუნუტრი სისტემა შეუტევს მხოლოდ ნეოანტიგენებიან უჯრედებს და არ შეეხება ჯანმრთელ ქსოვილებს.
ანალიზი ჩაუტარდა რვა მოხალისედან გამოყოფილი მელანომის აგრესიული ფორმების უჯრედების ნეოანტიგენებს. თითოეული ადამიანისთვის მიღებულ იქნა საკუთარი, პერსონალიზირებული ვაქცინა. ვაქცინა შეჰყავდათ სიმსივნის მოშორებიდან რამოდენიმე თვის შემდეგ. დაკვირვების პერიოდი გრძელდებოდა 4 წელი. ამ დროის განმავლობაში არც ერთი მოხალისე არ გარდაცვლილა, ხოლო მათმა იმუნიტეტმა შეტევა განახორციელა კიბოზე.
კიბოს საწინააღმდეგო ვაქცინა არის ვაქცინა, რომელიც ან მკურნალობს კიბოს ან ხელს უშლის კიბოს განვითარებას. ვაქცინებს, რომლებიც მკურნალობენ კიბოს, ეწოდება კიბოს თერაპიული ვაქცინები.ბევრი ვაქცინა არის „აუტოლოგური“ - ისინი მზადდება პაციენტისგან აღებული ნიმუშებიდან და, შესაბამისად, სპეციფიკურია ამ პაციენტისთვის.ზოგიერთი მკვლევარი ამტკიცებს, რომ კიბოს უჯრედები მუდმივად ჩნდება ორგანიზმში და ნადგურდება იმუნური სისტემის მიერ, ხოლო სიმსივნე იწყებს ფორმირებას მაშინ, როდესაც იმუნური სისტემა ვერ ანადგურებს ამ უჯრედებს.