თოდუას კლინიკის ფილიალი ახლა უკვე დიღომშიც - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

თოდუას კლინიკის ფილიალი ახლა უკვე დიღომშიც

ამჯერად ჩვენი სტუმრობის მიზანი კლინიკის ახალი, დიღმის ფილიალია.

ეს არის დახვეწილი ინფრასტრუქტურისა და ესთეტიკურად გამორჩეული გარემო, რომელიც ქმნის ატმოსფეროს, სადაც სამედიცინო მომსახურება იქცევა კომფორტულ და სასიამოვნო გამოცდილებად. დიღმის ფილიალის გახსნით თოდუას კლინიკა არა მხოლოდ აძლიერებს თავის წამყვან პოზიციას ქართული ჯანდაცვის სისტემაში, არამედ ქმნის სრულიად ახალ სტანდარტს - სადაც ინოვაცია, პროფესიონალიზმი და პაციენტზე ზრუნვა ერთ მთლიანობად იკვრება.

unknown-18-1735209427.jpg

გთავაზობთ ინტერვიუსდიღმის ფილიალის გენერალურ მენეჯერთან, ქ-ნ მაკა მაღლაკელიძესთან.

მოგვიყევით თოდუას კლინიკის ახალი ფილიალის შესახებ, როდის გაიხსნა, რა მიმართულებებს აერთიანებს?

თოდუას კლინიკის დიღმის ფილიალი სულ რამდენიმე თვის წინ, ლუბლიანას N21-ში გაიხსნა. ეს არის თანამედროვე, მრავალპროფილური, ამბულატორიული ტიპის კლინიკა, რომელიც სთავაზობს პაციენტს დიაგნოსტიკური და სამკურნალო სერვისების პრაქტიკულად სრულ სპექტრს, მათ შორის: კარდიოლოგია, ნევროლოგია, ენდოკრინოლოგია, გასტროენტეროლოგია, ჰეპატოლოგია, უროლოგია, გინეკოლოგია, ალერგოლოგია, ფსიქიატრია და მრავალი სხვა. ასევე, ფილიალში ფუნქციონირებს ენდოსკოპიისა და ენდოქირურგიიის დეპარტამენტი, სადაც ტარდება ნებისმიერი სირთულის დიაგნოსტიკური და სამკურნალო ჩარევები - გასტროკოლონოსკოპია, ბრონქოსკოპია, ლარინგოსკოპია, და სხვა, მათ შორის ენდოსკოპიური ოპერაციები და მანიპულაციები ანესთეზიური მხარდაჭერით. ფუნქციონირებს უახლესი აპარატურით აღჭურვილი კლინიკური ლაბორატორია, რაც კიდევ უფრო მრავალფეროვანს ხდის ჩვენს შესაძლებლობებს.

unknown-15-1735209457.jpg

თოდუას კლინიკა მაღალტექნოლოგიური აპარატურით არის ცნობილი. რამდენად მაღალტექნოლოგიურად არის აღჭურვილი ახალი ფილიალი? რომელი დიაგნოსტიკური კვლევების ჩატარებაა შესაძლებელი?

უახლესი ტექნოლოგიური აღჭურვილობა ყოველთვის იყო და არის თოდუას კლინიკის ძლიერი მხარე. დიღმის ფილიალიც, რასაკვირველია, აღჭურვილია უახლესი სამედიცინო აპარატურით, რომელიც უზრუნველყოფს მაღალი სიზუსტით დიაგნოსტიკას და ეფექტურ მკურნალობას. კლინიკაში წარმოდგენილია ორი 3-ტესლა სიმენსის ფირმის მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფი; მრავალშრიანი კომპიუტერული ტომოგრაფი; თანამედროვე ჯენერალ ელექტრიკსის ულტრაბგერითი აპარატები, რომლებიც სრულიად ახალი სიტყვაა ექოლოგიური ვიზუალიზაციის თვალსაზრისით; ციფრული რენტგენოგრაფია, მამოგრაფია, დენსიტომეტრია. ეს ტექნოლოგიები მნიშვნელოვნად ამცირებს კვლევის დროს და ზრდის დიაგნოსტიკური შედეგების სიზუსტეს.

რას გვეტყვით სამედიცინო პერსონალზე? რამდენად ჩართულია კლინიკა პერსონალის კვალიფიკაციის მუდმივი ზრდის პროცესში?

ცხადია, მხოლოდ ტექნოლოგიაები, რაოდენ ახალი და დახვეწილი, პროგრამული უზრუნველყოფით თუ ხელოვნური ინტელექტით აღჭურვილი არ უნდა იყოს, -არაფერია მაღალკვალიფიციური ექიმის გარეშე. ჩვენთვის პრიორიტეტია, რომ ტექნოლოგიურ პროგრესს დავახვედროთ ინტელექტუალური და პროფესიონალური სიძლიერე. ამიტომ განსაკუთრებით გვიხარია, რომ დიღმის ფილიალი ხვდება პაციენტს გამოჩეულად ძლიერი სამედიცინო გუნდით. კლინიკა აქტიურად თანამშრომლობს წამყვან საერთაშორისო სამედიცინო დაწესებულებებთან და უზრუნველყოფს ექიმებისთვის უწყვეტი პროფესიული განვითარების შესაძლებლობას.

ზოგადად, როგორია სამედიცინო დაწესებულების ხარისხის სტანდარტი? რომელი 3 ძირითადი კრიტერიუმი განსაზღვრავს მას? რამდენად აკმაყოფილებს ამ სტანდარტებს დიღმის ფილიალი?

პროფესიონალი ექიმები, უახლესი ტექნოლოგიები და პაციენტზე ორიენტირებული სერვისები – ეს არის სამი ძირითადი ფაქტორი, რომელიც თოდუას კლინიკის წარმატების ფუნდამენტურ საფუძველს წარმოადგენს და მრავალი წელია განსაზღვრავს პაციენტების ნდობასა და კლინიკის პოზიციონირებას. ახალი ფილიალის შექმნაც სწორედ ამ პრინციპებზეა დამყარებული. დიღმის ფილიალის შექმნისას, ჩვენ არა მხოლოდ ამ პრინციპების შენარჩუნებაზე ვკონცენტრირდით, არამედ მიზნად დავისახეთ მათი კიდევ უფრო გაუმჯობესება. ფილიალი აერთიანებს ინოვაციურ ტექნოლოგიებს, მაღალკვალიფიციურ ექიმებს და პაციენტის კომფორტზე მორგებულ სერვისებს. ამასთან, განსაკუთრებული ყურადღება დავუთმეთ გარემოს ესთეტიკურ და ფუნქციურ გამართულობას, რათა თითოეულ პაციენტს მივაწოდოთ არა მხოლოდ ეფექტური სამედიცინო მომსახურება, არამედ განსაკუთრებული გამოცდილება, რომელიც ზრდის როგორც პაციენტის, ისე სამედიცინო პერსონალის კმაყოფილებას.

unknown-17-1735209500.jpg

თანამედროვე ადამიანისთვის, სამედიცინო სერვისებზე მარტივი ხელმისაწვდომობა ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია. თოდუას კლინიკაში რამდენად მარტივია ეს პროცესი?

ჩვენი მიზანია, რომ პაციენტის თითოეული ვიზიტი იყოს მაქსიმალურად კომფორტული, შედეგზე ორიენტირებული და დროში ეფექტური. სპეციალურად ჩვენს მოთხოვნილებებს მორგებულისისტემური უზრუნველყოფა, ძლიერი პროგრამული მხარდაჭერა, პერსონალური მენეჯერების სისტემა, რომლებიც პაციენტებს ეხმარებიან რეგისტრაციაში, დოკუმენტაციის მოწესრიგებაში და საჭირო სერვისებზე დროულად წვდომაში - ყოველივე ეს განაპირობებს მაქსიმალურად სწრაფ და ეფექტიან მომსახურებას. განსაკუთრებით აღსანიშნავია, ე.წ. "ჩექაფის" სერვისი, რომელიც მეტად მნიშვნელოვანია თანამედროვე დაკავებული ადამიანის ცხოვრებაში. აქ სამედიცინო სერვისები წინასწარ, სტუმრის ინდივიდუალური საჭიროების მიხედვით იგეგმება და სპეციალურად მოწყობილ ლაუნჯის ტიპის სივრცეებში ხორციელდება, რაც დამატებით კომფორტს უქმნის პაციენტს.

R