გარდაიცვალა ცნობილი ოფთალმოლოგი ირინე ონიანი
საქართველოს ოფთალმოლოგთა ასოციაციისა და საქართველოს ოფთალმოლოგთა სამეცნიერო საზოგადოების წევრი ირინე ონიანი.
იგი ავტორია 62 სამეცნიერო ნაშრომისა გლაკუომის, ბადურის დისტროფიის, თვალის სისხლძარღვთა დაავადებების, ოფთალმოენერგომიკისა და ოფთალმოგერიატრიის პრობლემებზე. წლების განმავლობაში ხელმძღვანელობდა კლინიკური ორდინატორებისა და სტუდენტთა სამეცნიერო მუშაობას.
ქალბატონი ირინე აქტიურად თანამშრომლობდა და მეგობრობდა ჟურნალ "ოჯახის მკურნალთან". გამოირჩეოდა პროფესიონალიზმით და განსაკუთრებული ადამიანური თვისებებით. 15 იანვარს მას 90 წელი შეუსრულდებოდა.
"მკურნალი" მწუხარებას გამოთქვამს ირინე ონიანის გარდაცვალების გამო და თანაგრძნობას უცხადებს მის ოჯახს, მეგობრებს, კოლეგებს, პაციენტებს.