სასუნთქი გზების სეზონური ინფექციები
ზამთარში გაცილებით მეტი დროის გატარება გვიწევს დახურულ სივრცეებში, რაც რესპირაციული ინფექციების გავრცელების ერთ-ერთი მთავარი წინაპირობაა. სასუნთქი გზების ინფექციებს თან ახლავს უსიამოვნო სიმპტომები: სხეულის ტემპერატურის მომატება, ხველა, სურდო, ყელის ტკივილი. ზათრის პერიოდში სეზონური ინფექციების რისკი, განსაკუთრებით ბავშვებსა და ასაკოვან პაციენტებში იზრდება. სადღეისოდ, არსებობს ბევრი პროფილაქტიკური საშუალება, რომელიც იმუნიტეტის გაძლიერებასა და რესპირაციული ინფექციების დაავადების თავიდან აცილებაში დაგვეხმარება.
რესპირაციული ინფექციების გავრცელებასა და პრევენციაზე ალერგოლოგი მადონა დევიძე გვესაუბრა.
ქალბატონო მადონა, როგორ შევხვდეთ სასუნთქი გზების სეზონური ინფექციების პერიოდს?
სასუნთქი გზების იმუნური სისტემა წარმოდგენილია ცხვირის, პირის ღრუს, ენისქვეშა და ბრონქული ლორწოვანი გარსის ზედაპირებით. ამ ლორწოვან გარსებში თანდაყოლილი და სპეციფიკური იმუნიტეტის უჯრედები მნიშვნელოვან როლს ასრულებენ იმუნომეთვალყურეობაში, რომელიც იცავს სასუნთქ გზებს პათოგენების შეჭრისგან და ინფექციებისგან.
თანდაყოლილი იმუნური უჯრედები ჩვენი იმუნური დაცვის პირველ ხაზს წარმოადგენენ. მათ შორისაა მაკროფაგები, ლანგერჰანსის უჯრედები და დენდრიტული უჯრედები, რომლებიც ლორწოვან გარსზე მყოფ პათოგენებს აკონტროლებენ. პათოგენების შეჭრისას, ისინი იჭერენ და წარადგენენ მათ ლიმფოციტებთან, რაც სპეციფიკური იმუნიტეტის გააქტიურებას და იმუნური კასკადის ჩართვას იწვევს.
მწვავე რესპირაციული ინფექციები ფართოდ არის გავრცელებული როგორც ბავშვებში, ასევე მოზრდილებში და სერიოზულ პრობლემას წარმოადგენს ჯანდაცვის სისტემისთვის. მწვავე რესპირაციული ინფექციები (მრი) ინფექციური დაავადებების საერთო რაოდენობის 85-90%-ს შეადგენს და ამბულატორიულ პრაქტიკაში ყველაზე გავრცელებული დაავადებაა.
რომელი მდგომარეობები მიეკუთვნებიან მწვავე რესპირაციულ ინფექციებს?
მწვავე რესპირაციული ინფექციები იყოფა ზედა და ქვედა სასუნთქი გზების ინფექციებად. ზედა სასუნთქი გზების ინფექციებით გამოწვეული მდგომარეობებია: რინოსინუსიტი, ოტიტი, ლარინგიტი და ეპიგლოტიტი. ქვედა სასუნთქი გზების ინფექციებით გამოწვეული მდგომარეობებია: ბრონქიტი და პნევმონია. მწვავე რესპირაციული ინფექციები ასევე იწვევს სასუნთქი გზების ქრონიკული დაავადებების გამწვავებას, როგორიცაა ბრონქული ასთმა და ფილტვის ქრონიკული ობსტრუქციული დაავადება (COPD).
რა წარმოადგენს სასუნთქი გზების მწვავე ინფექციების განვითარების რისკ ფაქტორებს?
სასუნთქი გზების ინფექციების გავრცელების რისკ-ფაქტორებს წარმოადგენს: ასაკი (ბავშვები ან მოხუცები), მწეველობა, ალკოჰოლიზმი, იმუნოსუპრესიული მდგომარებები (სუსტი იმუნური სტატუსი) და თანმხლები დაავადებების არსებობა. რესპირატორული ინფექციები ჰაერ-წვეთოვანი გზით ვრცელდება. ბავშვები უფრო ხშირად ხდებიან ავად, ვიდრე მოზრდილები.
საბავშვო ბაღებსა და სკოლებში მყოფ ბავშვებში იზრდება ვირუსული ინფექციების სწრაფი გავრცელების ალბათობა. ეს გამოწვეულია მათი იმუნური სისტემის უმწიფრობით და მჭიდრო კონტაქტით. პოპულარული მოსაზრება, რომ ცივი კლიმატი ზრდის რესპირაციული დაავადებებისადმი მგრძნობელობას, არ არის მეცნიერულად დასაბუთებული. მაგალითად, ანტარქტიდაში მომუშავე მკვლევრებმა აღმოაჩინეს, რომ „გაციების“ სიხშირე მსგავსი იყო როგორც იმ მამაკაცებში, რომლებიც იქ ექვსი თვე მუშაობდნენ, ისე ახლადჩამოსულ პირებში. ასევე უნდა აღინიშნოს, რომ ზედა სასუნთქი გზების ინფექციების გაზრდილი რისკის ფაქტორებია: ქრონიკული დაავადებები, თანდაყოლილი იმუნოდეფიციტები, არასათანადო კვება, მწეველობა. ხოლო მწვავე რესპირაციული ინფექციების გახანგრძლივებული ან განმეორებითი მიმდინარეობის ძირითადი მიზეზებია: ფონური დაავადებების და კომორბიდული მდგომარეობების არსებობა (განსაკუთრებით ალერგიული დაავადებები), რაც მოსახლეობის 20-40%-ს მოიცავს, ანტიბიოტიკებისადმი მიკროფლორის რეზისტენტობის ზრდა, მეორადი იმუნოდეფიციტის ნიშნები, მუკოცილიარული დისფუნქცია (სასუნთქი გზების ლორწოვანი გარსის დაზიანებული ფუნქცია). ფსიქოლოგიური სტრესი ზრდის ინფიცირების რისკს, ხოლო ზომიერი ფიზიკური ვარჯიში ამცირებს მას. არასაკმარისი ძილი ან ძილის დარღვევები ასევე ზრდის ვირუსული ინფექციების მიმართ მგრძნობელობას. ეს მიზეზები ხშირად განაპირობებენ დაავადების ხანგრძლივ და მორეციდივე მიმდინარეობას.
როგორ ხდება მწვავე რესპირაციული ინფექციების გადაცემა?
ზედა სასუნთქი გზების ინფექციები უმეტესად გადადის ხელის კონტაქტით და ჰაერ-წვეთოვანი გზით. გაციების გამომწვევი ვირუსები ადამიანის კანზე სიცოცხლისუნარიანობას ინარჩუნებენ დაახლოებით ორი საათის განმავლობაში.
როგორია მწვავე რესპირაციული ინფექციების კლინიკური მახასიათებლები?
„გაციების“ სიმპტომები ძირითადად გამოწვეულია ორგანიზმის იმუნური პასუხით ინფექციაზე. ჩვეულებრივ, გაციება გრძელდება 3-დან 10 დღემდე, თუმცა კლინიკური დაავადება ზოგიერთ შემთხვევაში (პაციენტების 25%-ში) შეიძლება გაგრძელდეს ორი კვირის განმავლობაში. თუ გაციების სიმპტომები 2 კვირაზე მეტხანს გრძელდება, საჭიროა ალერგიის როგორც შესაძლო მიზეზის გამორიცხვა.
როგორ დავიცვათ თავი მრი-სგან და გავიუმჯობესოთ იმუნიტეტი?
მწვავე რესპირაციული ინფექციებისგან თავდაცვასა და იმუნიტეტის შენარჩუნებას კომპლექსური მიდგომა სჭირდება და აქ გადამწყვეტ როლს თამაშობს ჯანსაღი ცხოვრების წესის (სწორი კვება, ფიზიკური აქტივობა, საკმარისი ძილი, სტრესის თავიდან აცილება) დანერგვა, სეზონური ვაქცინაცია (ვაქცინაცია მძიმე რესპირაციული ინფექციების უხშირესი გამომწვევების საწინააღმდეგოდ რესპირაციული სეზონის დაწყებამდე), ბუნებრივი იმუნიტეტის გამაძლიერებელი საშუალებები, გარკვეულ შემთხვევებში, შესაძლებელია, იმუნიტეტი იმუნომოდულატორებით გაძლიერება.
რა არის იმუნომოდულატორები?
იმუნომოდულატორები - ეს არის წამლები, რომელთა თერაპიულ დოზებში გამოყენება უზრუნველყოფს იმუნური სისტემის ნორმალური ფუნქციონირების აღდგენას, სწორ ბალანსს, კერძოდ - ხელს უწყობს იმუნური დაცვის ეფექტურობას. ბაქტერიული ლიზატები იმუნომოდულატორების ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ჯგუფია.
ბაქტერიული ლიზატები ინაქტივირებული ბაქტერიების დაშლის/ლიზისის საბოლოო პროდუქტებია. ისინი ადამიანის ორგანიზმში არ იწვევეს არანაირ დაავადებას, მაგრამ იწვევენ იმუნური სისტემის ბალანსირებულ აქტივაციას და ანტისხეულების ბუნებრივად გამომუშავებას. ამის საუკეთესო მაგალითია შვეიცარული პრეპარატი ისმიჟენი, რომელიც წარმოადგენს შვეიცარიული კომპანია, “Lallemand Pharma“-ს მიერ წარმოებულ, მაღალი ხარისხის, ახალი თაობის იმუნომოდულატორს. ის პოლივალენტური, მექანიკური, ბაქტერიული წარმოშობის ლიზატია (PMBL).
რას წარმოადგენს პრეპარატი ისმიჟენი?
ისმიჟენი უზრუნველყოფს იმუნური სისტემის ნორმალური ფუნქციონირების აღდგენას, ორგანიზმის დაცვას სხვადასხვა ინფექციისგან, მასვე გააჩნიათ ვაქცინის მსგავსი მოქმედება, ბაქტერიული ლიზატები (PMBL) იმუნომოდულატორების ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ჯგუფია. მიიღება სპეციალურ კამერაში, ინაქტივირებული პათოგენური ბაქტერიების დაშლა/დაქუცმაცებით. უნდა აღინიშნოს, რომ წარმოადგენს ანტიგენების ნარევს, რის მიმართ ორგანიზმი ბუნებრივად გამოიმუშავებს მზა ანტისხეულებს. სწორედ ბაქტერიული ლიზატები უზრუნველყოფენ ორგანიზმის იმუნური სისტემის გაძლიერებას და სწორი იმუნური პასუხის გამომუშავებას ინფექციის გამომწვევების მიმართ. თანამედროვე მედიცინაში ბაქტერიულ ლიზატებს „პერორალურ ვაქცინებსაც უწოდებენ“. მათ აქვთ დადასტურებული დადებითი გავლენა ორივე სახის იმუნიტეტზე, როგორც თანდაყოლილზე და შეძენილზე.
ისმიჟენი, პოლივალენტური მექანიკური ბაქტერიული ლიზატი, წარმოადგენს ანტიგენების ერთობლიობას, რომელიც მიიღება რესპირაციული ტრაქტის ინფექციების ყველაზე ხშირი გამომწვევი 8 ბაქტერიისაგან (Staphylococcus aureus, Streptococcus pyogenes, Streptococcus viridans, Klebsiella pneumoniae, Klebsiella ozenae, Haemophilus influenzae, Moraxella catarrhalis, Streptococcus pneumoniae (ტიპი 1,2,3,5,8 და 47). კვლევებით დადასტურებულია, რომ ისმიჟენი ამცირებს ზედა და ქვედა სასუნთქი გზების ინფექციების სიხშირეს, სიმძიმეს და ხანგრძლივობას. ამცირებს ანტიბიოტიკებისა და ბრონქოდილატაციური საშუალებების მოხმარების საჭიროებას.
ისმიჟენი ზრდის ორგანიზმის დაცვით თვისებას იმ მიკროორგანიზმების მიმართ, რომლებიც უხშირესად სასუნთქი გზების ინფექციებს იწვევენ და გამოიყენება, როგორც იმუნომოდულაციური საშუალება სასუნტქი გზების ინფექციების საპროფილაქტიკოდ. ისმიჟენი-უზრუნველყოფს ორგანიზმის ორმაგ დაცვას სასუნთქი გზების ბაქტერიული და ვირუსული ინფექციებისგან.
ისმიჟენი მიიღება ორალური ტაბლეტების სახით. მოზრდილებსა და 12 წელზე მეტი ასაკის ბავშვებში ანტიგენები 7 მგ (1 ტაბლეტი) ენის ქვეშ (სუბლინგვურად); ბავშვებში 6 თვიდან 12 წლამდე - 3,5 მგ (1/2 ტაბლეტი) ენის ქვეშ. მცირე ასაკის ბავშვებში დასაშვებია დაფხვნილი ტაბლეტის გახსნა მცირე რაოდენობის სითხეში (ჩაი, წვენები).
მწვავე პროცესების მკურნალობის შემთხვევაში: დღეში ერთხელ 1 ტაბლეტი ენის ქვეშ. (პრეპარატის მიღების შემდეგ საჭიროა კვების შეზღუდვა არანაკლებ ნახევარი საათის განმავლობაში). ინიშნება ყოველ დღე, 10-30 დღის მანძილზე.
ხანგრძლივი სამკურნალო-პროფილაქტიკური გამოყენების შემთხვევაში: 1 ტაბლეტი ენის ქვეშ დღეში ერთხელ, 10 დღიანი სამი კურსის ფარგლებში, 20 დღიანი შესვენებით.
ისმიჟენი, იმუნომოდულატორული მოქმედების შედეგად, ამცირებს რესპირაციული დაავადებების სიხშირესა და ინტენსივობას. მიღება შესაძლებელია, როგორც მწვავე მდგომარეობის, ასევე პროფილაქტიკის დროს.
R