D ვიტამინი და ცივი სეზონი - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

D ვიტამინი და ცივი სეზონი

D ვიტამინი კი იმუნური სისტემის მნიშვნელოვანი მოდულატორია. D ვიტამინის როლზე ექიმი-ენდოკრინოლოგი, საქართველოს ენდოკრინოლოგიისა და მეტაბოლიზმის ასოციაციის დამფუძნებელი და პრეზიდენტი ნათია ვაშაყმაძე გვესაუბრა.

D ვიტამინის აქტუალობა ცივი სეზონის მოახლოებასთან ერთად იზრდება, რაც ბუნებრივია - შემოდგომა-ზამთრის პერიოდი ხომ D ვიტამინის დეფიციტის განვითარების მთავარი რისკის ფაქტორია, რამდენადაც სწორედ მზე და მისი ულტრაიისფერი სხივებია საჭირო კანში D ვიტამინის წარმოსაქმნელად. წლის ცივ სეზონზე მზის სხივები ნაკლებია, სამოსი კი - დახურული, რაც კანს მზესთან ნაკლებ შემხებლობაში ამყოფებს და D ვიტამინის გამომუშავებასაც ხელს უშლის.

მაინც, რატომ არის მნიშვნელოვანი, რომ D ვიტამინი წელიწადის არც ერთ სეზონზე და მე ვიტყოდი, განსაკუთრებით შემოდგომა-ზამთრის პერიოდში არ გვაკლდეს?! მოდი, დავიწყოთ იმით, რომ D ვიტამინი უბრალო ვიტამინი კი არა, სერიოზული სტეროიდული ჰორმონია და როგორც ყველა ჰორმონს, მასაც ჩვენს ორგანიზმში მიმდინარე უამრავ ფიზიოლოგიურ პროცესზე აქვს გავლენა. თუმცა, ცივი სეზონის მოახლოებასთან ერთად, ლოგიკური იქნება ჩვენი ყურადღება მის იმუნომოდულაციურ როლზე შევაჩეროთ.

natia-vashaqmaze-1735043232.jpg

D ვიტამინი იმუნური სისტემის მნიშვნელოვანი მოდულატორია. ჩვენი იმუნური სისტემა მუშაობს შემდეგი პრინციპით - საკუთარ უჯრედებს ამოიცნობს და იცავს, უცხოსა და საზიანოს კი ებრძვის. D ვიტამინი აუცილებელია იმისთვის, რომ იმუნურმა სისტემამ უჯრედები სწორად ამოიცნოს, ანუ, გაარჩიოს საკუთარი უცხოსგან და საკუთარ ქსოვილებს თავს არ დაესხას, როგორც ეს ხდება მაგ.: აუტოიმუნური დაავადებების დროს. მეორე მხრივ, D ვიტამინი აძლიერებს იმუნურ სისტემას იმგვარად, რომ მან ბაქტერიებთან, ვირუსებთან და ორგანიზმისთვის საზიანო უცხო პათოგენებთან ბრძოლა შეძლოს. კერძოდ, D ვიტამინი ხელს უწყობს ორგანიზმში ბუნებრივი ანტიბიოტიკების, ცილების - კათელიციდინებისა და დეფენსინების წარმოქმნას, რომლებიც ებრძვის მიკრობებს და აძლიერებს ორგანიზმის დამცველობით ძალებს. ანუ, რომ შევაჯამოთ, D ვიტამინი ხელს უწყობს იმუნურ სისტემას, რომ ერთი მხრივ შემწყნარებელი იყოს საკუთარი ქსოვილების მიმართ და არ დააზიანოს ისინი, ხოლო მეორე მხრივ ებრძოლოს და გაანადგუროს ორგანიზმისთვის საზიანო პათოგენები.

ალბათ მიგიქცევიათ ყურადღება, რომ შემოდგომის ბოლოს და ზამთრის პერიოდში რესპირაციული ინფექციების ბუმია. ამ პერიოდში ვირუსებით ხშირად ავადობენ როგორც ზრდასრულები, ისე ბავშვები და მოხუცები. მეცნიერები ვარაუდობენ, რომ ამ ურთიერთკავშირის გასაღები შესაძლოა სწორედ მზის და შესაბამისად, „მზის ვიტამინის“ ნაკლებობა იყოს. D ვიტამინის დეფიციტი ორგანიზმს უცხო და მავნე პათოგენების მიმართ უფრო მეტად მოწყვლადს ხდის, იმუნური სისტემის პასუხი უფრო სუსტი და ნაკლებეფექტურია, ინფექციური პროცესებიც უფრო მძიმედ და ხანგრძლივად მიმდინარეობს. ამდენად, წლის ცივ სეზონზე, აუცილებელია ორგანიზმში D ვიტამინის ნორმალური დონის შენარჩუნება.

ალბათ ლოგიკური იქნება შემდეგი შეკითხვა, როგორ გავიგოთ გვაქვს თუ არა D ვიტამინის დეფიციტი? პასუხი ცალსახა და მარტივია: სისხლში D ვიტამინის დონის განსაზღვრით შეგვიძლია გავიგოთ გვაკლია თუ არა D ვიტამინი და გვჭირდება თუ არა D ვიტამინის დეფიციტის მკურნალობა. იმდენად, რამდენადაც დღიური მოთხოვნილების 80%-ზე მეტი მზის სხივების დახმარებით მიიღება და მხოლოდ 10-20% შეგვიძლია მივიღოთ საკვებით (თევზი, სოკო, კვერცხი), შემდგომა-ზამთრის პერიოდში D ვიტამინის დეფიციტის განვითარების მაღალი რისკია. 2020 წელს გამოცემული ერთობლივი განცხადების თანახმად, ამერიკის ენდოკრინული საზოგადოებისა (The endocrine society) და კიდევ 5 სხვადასხვა ავტორიტეტული ორგანიზაციის მიერ მოწოდებულია, რომ შემოდგომა-ზამთრის პერიოდში მოსახლეობამ D ვიტამინის 400-1000 IU საკვებით (რაც, ძირითადად, D ვიტამინით ხელოვნურად გამდიდრებულ ანუ ფორტიფიცირებულ საკვებს გულისხმობს) ან საკვები დანამატებით მიიღოს, რათა D ვიტამინის დეფიციტისა და მასთან დაკავშირებული ჯანმრთელობის პრობლემების რისკი მინიმუმამდე იქნას დაყვანილი.

საქართველოში, საბედნიეროდ, ხელმისაწვდომია ხარისხიანი და ეფექტური D ვიტამინის დანამატები. მინდა გამოვყო გერმანული ფარმაცევტული კომპანიის - ველტფარმას მიერ წარმოებული ბრენდი „დეტრივიტი“, რომელიც, პრაქტიკულად, ყველა საჭირო დოზით არის წარმოდგენილი დღეს ქართულ ფარმაცევტულ ბაზარზე. დეტრივიტს აქვს როგორც D ვიტამინის დეფიციტის საპროფილაქტიკო (1000 სე და 2000 სე ოდენობით), ასევე D ვიტამინის დეფიციტის შესავსები გამოშვების ფორმები (დეტრივიტი ფორტე 5000 სე და დეტრივიტი მაქსი 10000 სე). დეტრივიტი მაქსი განკუთვნილია მხოლოდ სპეციფიკური პოპულაციისთვის (მაგ.: პაციენტები სიმსუქნით, შეწოვის პრობლემებით და სხვ.). პროფილაქტიკური დოზები, როგორიცაა დეტრივიტი 1000 სე ან 2000 სე უსაფრთხოა გამოყენებულ იქნას ლაბორატორიული კვლევის გარეშეც, შემოდგომა-ზამთრის პერიოდში, D ვიტამინის დეფიციტის პრევენციის მიზნით. დეფიციტის შესავსები დოზები კი ინიშნება მხოლოდ ექიმის მიერ D ვიტამინის დეფიციტის დადასტურების შემთხვევაში და დაუშვებელია მისი თვითნებური მიღება.

იმ პირებისთვის კი, რომლებიც საკვებ რაციონში თევზს ნაკლებად მოიხმარენ, ველტფარმამ შექმნა კომბინირებული კაფსულები ომესამი D3-ის დასახელებით, რომელიც ომეგა 3-სა და D3 ვიტამინს აერთიანებს. ომესამი D3-იც წარმოდგენილია მრავალფეროვანი და მოსახერხებელი დოზირებებით (1000, 2000 და 5000 სე. გამოშვების ფორმები განსხვავდება D3 ვიტამინის შემცველობით), რაც იძლევა იმის შესაძლებლობას, რომ 1 კაფსულის საშუალებით შევძლოთ როგორც D ვიტამინის, ისე ომეგა-3-ის ბალანსის აღდგენა ორგანიზმში. ომესამი D3-ის შესაბამისი გამოშვების ფორმა შესაძლებელია გამოყენებულ იქნას როგორც D ვიტამინის დეფიციტის საპრევენციოდ (1000 სე, 2000 სე), ისე დეფიციტის შევსების მიზნით (5000 სე).

R