რა უნდა ვიცოდეთ ხერხემლის პირველ მალაზე!
კვლევებმა აჩვენა, რომ მსოფლიო მოსახლეობის 99%-ს, პირველი მალა – იგივე ატლასი არ აქვს სწორ, ანუ ბუნებრივ პოზიციაში, რაც იწვევს მთელ რიგ დარღვევებს,. როგორც ხერხემლის სვეტში, ასევე მთელ საყრდენ-მამოძრავებელ სისტემაში. შედეგად ვითარდება ისეთი დაავადებები, როგორიცაა სქოლიოზი, ოსტეოქონდროზი, ოსტეოართროზი, დისკოზი, ხერხემლის მალთაშორის დისკების თიაქარი და შაკიკი.
ია გორგილაძე. ატლას თერაპევტი: ხერხემლის დაავადებების ძირითადი მიზეზი არის პირველი მალის – ატლასის არასწორი მდებარეობა. ატლასის მდებარეობის შეცვლა სამედიცინო ენაზე ჟღერს, როგორც პირველი მალის როტაციული ქვეამოვარდილობა. ქვეამოვარდნილობის დროს პირველი მალა შემობრუნებულია მარცხნიდან მარჯვნივ (ან პირიქით) და გადახრილია გვერდზე.
- რა არის ატლასის მდებარეობის შეცვლის ძირითადი მიზეზი?
ძრითადი მიზეზი არის ტრავმა.: არასწორი და არათანაბარი ფიზიკური დატვირთვა. ვარჯიში. სამშობიარო ტრავმა-დაზიანებები,რომლებიც დაკავშირებულია მშობიარობასთან – შესაძლოა წარმოიქმნას ახალშობილებში პათოლოგიური მშობიარობის და არაკვალიფიციური სამეანო დახმარების გამო. ასეთ ტრავმას ახალშობილი იღებს არა მარტო ფიზიოლოგიური მშობიარობის, არამედ საკეისრო კვეთის დროსაც. ატლასის როტაციული ქვეამოვარდნილობა იწვევს სისტემურ ცვლილებებს ადამიანის ორგანიზმში, რაც უარყოფითად მოქმედებს, არა მარტო საყრდენ-მამოძრავებელ აპარატზე არამედ ნერვულ, გულ-სისხლძარღვოვან და შინაგან ორგანოთა სისტემებზე.
- და, ხშირად ხშირად ხერხემლის დაავადებების მკურნალობას იწყებენ მიზეზის მოგვარების გარეშე.
დიახ. სწორედ ასეა. თუ თქვენ გაწუხებთ ოსტეოქონდროზი, სქოლიოზი, დისკის თიაქარი ან შაკიკი, ეს იმას ნიშნავს, რომ თქვენ გესაჭიროებათ ატლასპროფილაქს-პროცედურა (ხერხემლის პირველი მალის-ატლანტის სწორ პოზიციაში დაბრუნება). კლინიკა ატლასპროფილაქსი ერთადერთი ქართულ-შვეიცარული კლინიკაა საქართველოში სადაც მხოლოდ ერთი პროცედურით ხდება ატლასის – პირველის მალის საწყის პოზიციაში დაბრუნება.
-
როცა პირველი მალა, ანუ ატლასი უბრუნდება საწყის პოზიციას, რა ხდება შემდეგ
ატლასთერაპიის შემდეგ საყრდენ-მამოძრავებელ სისტემაში იწყება თვითრეაბილიტაციის პროცესი, რაც იწვევს ცვლილებებს ხერხემალსა და კუნთოვან სისტემაში ატლასპროფილაქს–პროცედურის შემდგომ საჭიროა დრო და ექიმის მითითებების შესრულება, რათა სხეულმა შეძლოს ცვლილებების მოხდენა. რომელსაც უმეტეს შემთხვვევაში მოაქვს კარგი შედეგი. ეს არის:
- ტანდეგობის გაუმჯობესება
- ტკივილების სრულად, ან ნაწილობრივ მოხსნა
- სქოლიოზის (ხერხემლის გამრუდების) ხარისხის შემცირება
- ხერხემლის სახსრებში მოძრაობის გაუმჯობესება
- მალთაშორის დისკის თიაქრის ნაწილობრივ, ან სრულად გაწოვა
- თავის ტვინის სისხლით მომარაგების გაუმჯობესება
- ორგანიზმის ფიზიკური შესაძლებლობების გაზრდა
- საყრდენ-მამოძრავებელ სისტემაში კორდინაციისა და ბალანსის დარეგულირება
მცხეთის ქ. 6. Mtskheta street 6, Tbilisi, Georgia
599 48 44 52
R