როგორ შევინარჩუნოთ გონებრივი და ფიზიკური ჯანმრთელობა საახალწლო დღესასწაულის დროს
საახალწლო და საშობაო დღესასწაულებისა და არდადაგების დროს უნდა შეამციროთ ალკოჰოლისა და ტკბილეულის მოხმარება, რათა თავიდან აიცილოთ სისხლში შაქრის დონის უეცარი მატება. ეს კი როგორც ცნობილია ზედმეტი კილოგრამების დაგროვების საწინდარია. ასევე ღირს ყურადღების მიქცევა საკვების ხარისხიან თერმულ დამუშავებასა და ჰიგიენაზე. ამის შესახებ MedicalXpress-ს ლონდონის მაიოს კლინიკის ზოგადი პრაქტიკის და სტრესის მართვის ექსპერტი საფია დებარმა განუცხადა.
ექსპერტის აზრით, შობა-ახალი წლის სადღესასწაულო დღეები ორგანიზმისთვის ნამდვილი სტრესია, როგორც ემოციური ასევე ფიზიკური მდგომარეობის თვალსაზრისით. ასეთ დღეებში არსებობს ფიზიკური მდგომარეობის გაუარესების რისკი კვებითი მოწამვლისა და დაუბალანსებელი კვების რეჟიმის გამო. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ მთავრდება საშობაო მარხვა. საკვების ხსნილი ერთგვარი დატვირთვაა 40 დიდი ხნის განმავლობაში „დასვენებული“ კუჭ-ნაწლავის ტრაქტისთვის.
დებარი გვაფრთხილებს, რომ საშობაო დღესასწაულის და წვეულებების დროს მნიშვნელოვანია ყურადღებიანი მიდგომა საკვებისა და ალკოჰოლის მიმართ. ექიმი აღნიშნავს, რომ რისკები ასოცირდება საერთო ფურშეტებთან და დიდი ხნის განმავლობაში ნადებ საკვებთან. ის გვირჩევს ყურადღება გამოვიჩინოთ საკვების არჩევისას: თუ რაიმე ეჭვს იწვევს, უმჯობესია მოუსმინოთ თქვენს ინტუიციას და უარი თქვათ საეჭვო საკვებზე ან ღონისძიებაზე.
რაც შეეხება ალკოჰოლის დალევას, სპეციალისტი გვირჩევს წინასწარ იფიქროთ შედეგებზე – მაგალითად, შეიძლება თავი ცუდად იგრძნოთ მეორე დღეს.
ის გვირჩევს მეტი წყლის დალევას, უარი უნდა ვთქვათ უზმოზე ალკოჰოლის მიღებაზე და შეგნებულად განსაზღვროთ როდის და რამდენი დალიოთ ალკოჰოლური სასმელები.
ენერგიის შესანარჩუნებლად და ტკბილეულისადმი ლტოლვის თავიდან ასაცილებლად, მნიშვნელოვანია, რომ დღე დაიწყოთ ცილებითა და ჯანსაღი ცხიმებით, რათა თავიდან აიცილოთ სისხლში შაქრის დონის მატება. ექიმი დებარი ასევე გვახსენებს ხილისა და ბოსტნეულის მნიშვნელობას კვების რაციონში.
- ადამიანები, რომლებიც განიცდიან შფოთვას და დისკომფორტს სოციალურ სიტუაციებში, ის ურჩევს სხვებთან ურთიერთობის დაყოფას მცირე ნაბიჯებად, მაგალითად, სოციალურ საზეიმო ღონისძიებაზე დარჩენა დაახლოებით ხუთი წუთის განმავლობაში. ასევე შეიძლება სასარგებლო იყოს მეგობრებთან შეხვედრა და რელაქსაციის მეთოდების გამოყენება, როგორიცაა სუნთქვის ვარჯიშები სტრესის დონის შესამცირებლად.
- ექსპერტი ურჩევს ადამიანებს, რომლებიც აწყობენ საახალწლო და საშობაო ღონისძიებებსა თუ დღესასწაულებს, მართონ თავიანთი მოლოდინები.
დებარი გვირჩევს, გვახსოვდეს, რომ მხოლოდ ჩვენი ქმედებები ექვემდებარება კონტროლს და არა სხვისი ემოციები.