კარგი განათლება გვიხსნის გულის შეტევისგან - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

კარგი განათლება გვიხსნის გულის შეტევისგან

სავარაუდოდ, ეს დამოკიდებულება განპირობებულია დაბალი შემოსავლითა და მაღალი დატვირთვით.

დანიის, შვედეთისა და ფინეთის მეცნიერთა ჯგუფის მიერ ჩატარებული კვლევის შედეგები გამოქვეყნდა გამოცემაში „European Heart Journal“.

მკვლევარებმა 2000 წელს გააანალიზეს 1,5 მილიონზე მეტი 30-დან 59 წლამდე ასაკის დანიელი მოქალაქის მონაცემები. ყველა ამ ადამიანს იმ დროს არ აწუხებდა გულ-სისხლძარღვთა ან მეტაბოლური დაავადებები, როგორიცაა მაგალითად შაქრიანი დიაბეტი. გარდა ამისა, გაანალიზდა თითქმის 42 ათასი ადამიანის მონაცემები, რომლებსაც მსგავსი დაავადებების დიაგნოზი დაუსვეს. ამ ადამიანების სიცოცხლისა და ჯანმრთელობის შესახებ ინფორმაცია 2014 წლამდე გროვდებოდა. მონაცემთა ანალიზი ითვალისწინებდა მონაწილეთა განათლებისა და შემოსავლის დონეს, ასევე სტრესის დონეს, რომელსაც ისინი განიცდიდნენ სამსახურში.

  • შედეგებმა აჩვენა, რომ კვლევის დასაწყისისთვის ჯანმრთელ მონაწილეებს შორის, დროთა განმავლობაში გულ-სისხლძარღვთა დაავადების განვითარების რისკი გაცილებით მაღალი იყო დაბალი განათლების დონის მქონე ადამიანებში.

ასე რომ, თუ ათი ათასი დაბალი დონის განათლების მქონე მამრობითი სქესის წარმომადგენელს ავიღებთ, მაშინ ერთი წლის განმავლობაში მათგან 61 ადამიანს გულის სხვადასხვა დაავადების დიაგნოზი დაუდგინდა. და იმავე რაოდენობის მაღალი განათლების დონის მქონე მამაკაცებს შორის, მხოლოდ 34 ადამიანს აღენიშნებოდა ასეთი დიაგნოზი იმავე პერიოდის განმავლობაში, განმარტა კვლევის წამყვანმა ავტორმა, მეცნიერმა ელიზაბეტ ფრემკემ.

ეს ნიშნავს, რომ დაბალი დონის განათლების მქონე მამაკაცებს 1,62-ჯერ აქვთ გაზრდილი დაავადების რისკი.

მდედრობითი სქესის წარმოამდგენლებში მსგავსი სურათი შეინიშნება, თუმცა შრომისუნარიან ასაკში მათი გულ-სისხლძარღვთა დაავადებების რისკი საშუალოდ უფრო დაბალია, ვიდრე მამაკაცებში.

ერთი წლის განმავლობაში, დაბალი დონის განათლების მქონე ათი ათასი ქალიდან 32 დაავადების შემთხვევა აღინიშნა, ხოლო კარგი განათლების დონის მქონე ქალებიდან ავადობის მხოლოდ 16 შემთხვევა, რაც ნიშნავს რისკის 1,66-ჯერ ზრდას, განმარტა კვლევის ავტორმა, მეცნიერმა ელიზაბეტ ფრამკემ. მეცნიერებმა იგივე სცენარი გამოავლინეს კვლევის დაწყებისას უკვე დაავადებულ ადამიანებში - დაბალი განათლების დონის მქონე მამაკაცებსა და ქალებს აქვთ 1,52–2,18-ჯერ უფრო მაღალი რისკი, რომ დაიღუპონ თავიანთი ავადმყოფობისგან, ვიდრე კარგი განათლების დონის მქონე ადამიანებს.

უფრო მეტიც, თუ დაბალი დონის განათლების მქონე მონაწილეთა შემოსავლები გაიზარდა და დატვირთვა შემცირდა, ასეთი შედეგის ალბათობა გარკვეულწილად შემცირდა.

რა მიანიშნებს გულის შეტევაზე?

გავრცელებული სიმპტომია ტკივილი გულმკერდის არეში, რაც გამოწვეულია გულის კუნთისთვის ჟანგბადის მიწოდების ნაკლებობით. პაციენტები ტკივილს აღწერენ როგორც ზეწოლას ან მოჭერითი ხასიათის ტკივილს მკერდის არეში, რომელიც შეიძლება გავრცელდეს მარცხენა ხელში, ყბაში, გვერდში ან მუცელში. თუმცა ეს ყოველთვის უცბად, დრმატულად, კლასიკურად არ ხდება. ზოგჯერ გამოხატულია გულისრევის შეგრძნება და ქოშინი.

სიმპტომები შეიძლება ნაკლებად გამოხატული იყოს ქალებში და მოხუცებში.