საზოგადოებრივ ჯანდაცვასთან დაკავშირებული ათობით პროექტი, რომელზეც საქართველო ამერიკის შეერთებულ შტატებთან პარტნიორობის ფარგლებში მუშაობდა, ამ ეტაპზე დ - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

საზოგადოებრივ ჯანდაცვასთან დაკავშირებული ათობით პროექტი, რომელზეც საქართველო ამერიკის შეერთებულ შტატებთან პარტნიორობის ფარგლებში მუშაობდა, ამ ეტაპზე დაპაუზებულია

საზოგადოებრივ ჯანდაცვასთან დაკავშირებული ათობით პროექტი, რომელზეც საქართველო ამერიკის შეერთებულ შტატებთან პარტნიორობის ფარგლებში მუშაობდა, ამ ეტაპზე დაპაუზებულია.

საქართველო-ამერიკის შეერთებული შტატების ურთიერთობაში ამჟამად არსებულ დინამიკაზე ამირან გამყრელიძემ „ინტერპრესნიუსთან“ ისაუბრა და განმარტა, რომ ის, რაც დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ირგვლივ ახლა ხდება „კარგი არ არის“.

„რაც დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ირგვლივ ხდება, სამწუხაროდ, არ არის კარგი. არ წაადგება და ადგება ქართულ-ამერიკულ ურთიერთობებს. ვისურვებდი, ამ ურთიერთობებში ხინჯი არ შესულიყო. გიდასტურებთ, რომ შეჩერდა CDC-ს პროექტები, ათობით პროექტი იყო, რაც დაპაუზდა. სხვა პარტნიორებთან, როგორიც არის საფრთხის შემცირების სააგენტოს პროექტები გრძელდება, მას შორის აშშ-ს კერძო სექტორის მიერ განხორციელებული პროექტები.

ის, რომ ათობით პროექტი დაპაუზდა, კარგი არ არის. ეს ყველაფერი პოლიტიკურ სიტუაციაზეა დამოკიდებული. მნიშვნელოვანია სწრაფად იყოს აღდგენილი. სახელმწიფო შედარებით ძლიერია, ვიდრე 90-იან წლებში ვიყავით. 2 მილიონი სერიოზული ციფრია, მაგრამ ურთიერთობები ფულში არ გამოიხატებოდა. ისინი აღგვიქვამდნენ სტრატეგიულ პარტნიორებად, ამიტომ განხორციელდა არაერთი პროექტი. ჩემს ყოფილ თანამშრომლებს აღარ ეძლევათ კონფერენციებზე სიარულის და ტრენინგებზე დასწრების საშუალება. ამის შენელებას ვანიჭებ მნიშვნელობას, ვიდრე თანხობრივ ნაწილს. სახელმწიფოს შეუძლია კომპენსირებით ამის გაკეთება და როგორც ვიცი, ნაწილს აკეთებს.

მნიშვნელოვანია ის ურთიერთობები, რაც CDC-სთან იყო და დაპაუზებულია. ვისურვებდი, სწრაფად აღდგენილიყო ურთიერთობები აშშ-თან. მთლიანად ქვეყანას განვითარება ამერიკის შეერთებული შტატების გარეშე გაგვიჭირდება. ვისურვებდი, ჯანდაცვის სფეროში ეს პროექტები მალე აღდგენილიყო“,- აღნიშნა ამირან გამყრელიძემ.

წყარო: ipn.ge