„დაიცავით თქვენი შვილი ზამთრის ინფექციებისგან: ჯანმრთელობის შენარჩუნების საიდუმლო, ფაგიოს დახმარებით“
თუმცა ამ სეზონს, განსაკუთრებით პატარებში, თან სდევს გაციებისა და სასუნთქი გზების ინფექციებით ავადობის ზრდა. მშობლებს კი კარგად ესმით, რამდენად რთულია ამ პერიოდში ბავშვების ჯანმრთელობის დაცვა.რა იქნება, თუ გეტყვით, რომ არსებობს ინფექციებისგან დაცვის უსაფრთხო და ეფექტური გზა? წარმოგიდგენთ ფაგიოს - ბუნებრივ და ინოვაციურ საშუალებას, რომელიც, ანადგურებს მხოლოდ დაავადების გამომწვევ მავნე ბაქტერიებს და არ აზიანებს სასარგებლო მიკროფლორას. ფაგიო არის საქართველოში ერთადერთი ფაგებზე დაფუძნებული სამკურნალო საშუალება (მედიკამენტი), რომელიც ავტორიზებულია ჯანდაცვის სამინისტროს მიერ და იწარმოება ნაციონალურ სტანდარდად აღიარებული ევროკავშირის GMP სტანდარტის შესაბამისად, რაც განაპირობებს მის მაღალ ხარისხსა და უპრეცედენტო უსაფრთხოებას. გამოდის მხოლოდ ორი ფორმით - ფაგიო® (20 მლ 4 ფლაკონი კოლოფში) და ფაგიო სპრეი® (20 მლ ერთი ფლაკონი კოლოფში);
ფაგიოს ძალა
ფაგიო არ არის ჩვეულებრივი სამკურნალო საშუალება - ეს არის ნამდვილი აღმოჩენა, რომელიც თქვენს შვილს დაიცავს სასუნთქი გზების ინფექციების გამომწვევი მავნე ბაქტერიებისგან. განსხვავებით ანტიბიოტიკებისგან, რომლებმაც შესაძლოა დააზიანონ სასარგებლო მიკროფლორა სხვა გვერდით მოვლენებთან ერთად, ფაგიო მოქმედებს ფრთხილად, მაგრამ ეფექტურად. ის ხელს უწყობს იმუნიტეტის გაძლიერებას. რეგულარული გამოყენების შემთხვევაში კი - ქმნის გარემოს, სადაც გაციებისა და ინფექციების რისკი მნიშველოვნად მცირდება. ფაგიო გამოიყენება გაციებისა და ინფექციების პრევენციის მიზნით, დღეში ერთხელ, 5-10 დღის განმავლობაში (ფაგიო სპრეის შემთხვევაში, 8 შესხურება დღეში 2-ჯერ პირის ღრუში)
შექმენით გრიპისადმი მდგრადი რუტინა
ზამთარში ინფექციებისგან მაქსიმალური თავდაცვისთვის, ფაგიოს გამოყენებასთან ერთად, მნიშვნელოვანია თქვენი შვილის ყოველდღიურ რუტინაში მითითებული რჩევების გათვალისწინება:
პრიორიტეტია ჰიგიენა: მიუთითეთ თქვენს შვილს, ხშირად დაიბანოს ხელები, ასევე მოერიდოს ხელის სახეზე მოკიდებას.
- გააძლიერეთ კვება: უზრუნველყავით ბავშვის კვების ბალანსირებული რაციონი, რომელიც მდიდარი იქნება ხილით, ბოსტნეულითა და იმუნიტეტის გამაძლიერებელი ვიტამინებით (C და D ვიტამინები).
- გაააქტიურეთ: მათი იმუნიტეტის გასაძლიერებლად წაახალისეთ ფიზიკურ აქტივობასა და ღია სივრცეში თამაშზე.
- ჰიდრატაცია: ცივი თვეების მიუხედავად, ჯანსაღი ჰიდრატაცია მნიშვნელოვანია ჯანმრთელობისთვის. შეეცადეთ ბავშვმა ხშირად მიიღოს სითხე.
გარდა რუტინული რჩევებისა მნიშვნელოვანია შექმნათ ჯანსაღი გარემო:
- რეგულარულად გაანიავეთ ოთახი: ხშირად გააღეთ ფანჯრები, თუნდაც ზამთარში, რათა მუდმივად სუფთა ჰაერმა იტრიალოს.
- დაამუშავეთ ზედაპირები: ყურადღება მიაქციეთ ხშირი შეხების ადგილებს, როგორიცაა კარის სახელურები, სათამაშოები და ელექტრონიკა.
- უზრუნველყავით ბავშვის სითბო, მაგრამ არა ზედმეტად: ჩააცვით თქვენს შვილს, რამდენიმე ფენა სამოსი, რათა სხეულის ტემპერატურის რეგულირება მოხდეს გადახურების გარეშე.
ფაგიო: პრევენციის გასაღები
ის რაც ფაგიოს გამოარჩევს სხვა პრეპარატებისგან, არის ბუნებრივი დაცვისა და სპეციფიკურ ბაქტერიებთან ბრძოლის უნარი. სწორედ ამიტომ ფაგიო იმ მშობლების ერთგული მეგობარია, ვინც არამხოლოდ სამკურნალო, არამედ პრევენციული საშუალებების ძიებაშია. უსაფრთხო და ეფექტური პრეპარატი ფაგიო გამოიყენება სიცოცხლის პირველივე დღეებიდან. პრევენციის მიზნით მიღებისას ამცირებს დაინფიცირების სიხშირეს და გაციების შემთხვევაში, ავადმყოფობის ხანგრძლივობა დაჰყავს მინიმუმამდე, რაც ხელს უწყობს თქვენი პატარას ჯანმრთელობისა და სიხარულის შენარჩუნებას მთელი სეზონის განმავლობაში.
იმოქმედეთ ახლა და იყავით მუდმივად მშვიდად მომავალშიროგორც ამბობენ, პრევენცია სჯობს მკურნალობას. ფაგიოს ზამთრის რუტინაში გამოყენება, უზრუნველყოფს ბავშვის დაცვას სეზონური დაავადებებისგან. დაიწყეთ დღესვე და უზრუნველყავით, რომ მოახლოვებული ზამთარი იყოს ბედნიერების დრო, და არა სურდოსა და გაციების.
R