მამაკაცის კუჭიდან ლითონის 38 ნივთი ამოიღეს
სახელად ჯაიაკუმარს, ლითონის საგნების გადაყლაპვის ჩვევა ჰქონდა.
მამაკაცს ფსიქიკური დაავადება აწუხებს და კუჭში ლითონის არსებობა შემთხვევით აღმოაჩინეს ტვინის მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფიის დროს, წერს The Daily Mail.
ერთხელ ტომოგრაფიული კვლევისას, მაგნიტურ ველში, პაციენტმა დაიწყო ჩივილი მუცლის არეში მწვავე ტკივილზე. CT სკანირებამ აჩვენა, რომ მის მუცელში უამრავი ლითონის ნივთი იყო. ასევე გაირკვა, რომ ჯაიაკუმარმა გადაყლაპა მაგნიტი და ამ ობიექტების უმეტესობა მასზე ეწებებოდა.
პაციენტის კუჭიდან უცხო სხეულების მოსაშორებლად საჭირო იყო ორი 45 წუთიანი გასტროსკოპიული პროცედურა. პირველ დღეს ჯაიაკუმარიდან 20 ობიექტი ამოიღეს, მეორე დღეს კი კიდევ 18. მათგან ყველაზე პატარას დიამეტრი ორი სანტიმეტრი იყო. გადაყლაპულ ნივთებს შორის იყო ველოსიპედის გასაღებები, მონეტები, ლურსმნები, ფანქრის სათლელი საპარსი და SIM ბარათი.
ექიმების თქმით, თუკი ამ საგნებს დროულად არ აღმოჩენდნენ და არ ამოიღებდნენ პაციენტს კუჭიდან, შესაძლოა განვითარებულიყო შინაგანი სისხლდენა და სეფსისი, რაც სიკვდილამდე მიიყვანდა. თუმცა არცერთ ამ ბასრ საგანს, საბედნიეროდ, ჯაიაკუმარის ორგანიზმში შინაგანი დაზიანებები არ გამოუწვევია და ის ახლა საავადმყოფოდან გაწერეს და თავს კარგად გრძნობს.