აღმოჩენილია კიბოსგან დამცავი იშვიათი მუტაცია
იშვიათ მუტაციას, რომელიც ხელს უწყობს სიცოცხლის ხანგრძლივობას, შეუძლია დაიცვას ადამიანები კიბოსა და გულის დაავადებებისგანაც.
კვლევის შედეგები გამოქვეყნდა ჟურნალში Med.
მუტაცია იწვევს დაავადებას, რომელიც ცნობილია როგორც ზრდის ჰორმონის რეცეპტორის დეფიციტი (GHRD), რომელსაც ასევე უწოდებენ ლარონის სინდრომს. მას ახასიათებს ორგანიზმის თავისი ზრდის ჰორმონის გამოყენების უნარის დაქვეითება და იწვევს ზრდის შეფერხებას. თუმცა, თაგვებს შორის მუტაცია უკავშირდებოდა სიცოცხლის ხანგრძლივობის რეკორდულ, 40-პროცენტიან ზრდას და ასაკობრივი სხვადასხვა დაავადების განვითარების რისკის შემცირებას.
GHRD გვხვდება მხოლოდ 400-დან 500-მდე ადამიანთან მთელ მსოფლიოში, მათ შორის, ეკვადორელთა ჯგუფის ჩათვლით, რომელთა წინაპრები გაიქცნენ ესპანეთიდან ინკვიზიციის დროს სამ საუკუნეზე მეტი ხნის წინ. მკვლევარებმა სულ 51 ადამიანთან ჩაატარეს გაზომვა ლოს-ანჯელესსა და ეკვადორში, რომელთაგან 24-ს დაუდგინდა GHRD-ის დიაგნოზი, 27 მათი ნათესავი კი GHRD-ის გარეშე წარმოადგენდა საკონტროლო ჯგუფს.
- მიუხედავად იმისა, რომ GHRD/Laron სინდრომი ანელებს ზრდას და ზრდის სიმსუქნის რისკს, ის ამცირებს ასაკთან დაკავშირებული ზოგიერთი დაავადების რისკს, მათ შორის, კიბოსა და ტიპი 2 დიაბეტის. პაციენტებს ჰქონდათ ასევე უფრო ჯანმრთელი ტვინი და უკეთესი ქულები შემეცნებისა და მეხსიერების ტესტებში.