ბოხუას სახელობის კარდიოვასკულურ ცენტრში რეგიონში პირველი წარმატებული გულის გადანერგვის ალტერნატიული ჩარევა, გულის პარკუჭოვანი სისტემის იმპლანტაცია ჩატ - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

ბოხუას სახელობის კარდიოვასკულურ ცენტრში რეგიონში პირველი წარმატებული გულის გადანერგვის ალტერნატიული ჩარევა, გულის პარკუჭოვანი სისტემის იმპლანტაცია ჩატარდა

რა არის გულის უკმარისობაგულის მთავარი ფუნქციაა ორგანიზმის ყველა ორგანოსა და ქსოვილის მომარაგება ჟაგბადითა და საკვები ელემენტებით.იმის მიხედვით, ისვენებს თუ აქტიურად მუშაობს, ორგანიზმს სისხლის განსხვავებული რაოდენობა ესაჭიროება. აღნიშნული მოთხოვნილების ადეკვატურად უზრუნველსაყოფად იცვლება როგორც გულის შეკუმშვათა ძალა და სიხშირე, ასევე სისხლძარღვთა სანათურის ზომა.

გულის უკმარისობა კომპლექსური სინდრომია, როცა გულს აღარ ძალუძს სხეულში ორგანიზმისა თუ ორგანოების ადეკვატური ფუნციობისათვის საჭირო მოცულობის სისხლის გადასროლა. აღნიშნული სინდრომი გულის სტრუქტურული თუ ფუნქციური დაზიანებით შეიძლება იყოს გამოწვეული.. სამწუხაროდ, ამ დიაგნოზის მქონე პაციენტთა რიცხვი ყოველწლიურად მატულობს და მთელს მსოფლიოში ათეულობით მილიონი ადამიანის შემთვევაში დიაგნოსტირებულია სვადასვა ფორმის გულის უკმარისობა. რიგ შემთხვევაში ის განპირობებულია მარცხენა პარკუჭის სისტოლური დისფუნქციით და მარცხენა პარკუჭის განდევნის ფრაქციის დაქვეითებით ხასიათდება. სხვა შემთხვევაში გულის უკმარისობა შენარჩუნებული განდევნის ფრაქციის ფონზე ვითარდება.მიმდინარეობისა და კლინიკური გამოვლინების მიხედვით, განასხვავებენ გულის მწვავე და ქრონიკულ უკმარისობას.

99394d97-4dc2-4f23-9449-77e191d06325-1731587156.jpg

გულის ქრონიკული უკმარისობა ძალზე გავრცელებულია, განსაკუთრებით შედარებით ასაკოვან პოპულაციაში.გულის უკმარისობის განვითარების ძირითადი მიზეზები და რისკის უხშირესი ფაქტორებია:

  • გულის იშემიური დაავადება,
  • გულის სარქვლების დაავადება,
  • გულის კუნთის არაიშემიური დაზიანება ან ანთება,
  • არტერიული ჰიპერტენზია,
  • ზოგიერთი სახის არითმია,
  • კარდიომიოპათიები,
  • ძილის ობსტრუქციული აპნოე,
  • შაქრიანი დიაბეტი,
  • დისლიპიდემია,
  • ზოგიერთი მედიკამენტის გამოყენება (ანტიდიაბეტური, სიმსივნისა და ანთების საწინააღმდეგო).

რისკის ფაქტორებად შეიძლება განიხილებოდეს:

  • ასაკის მატება ანუ დაბერება,
  • სიმსუქნე,
  • ალკოჰოლიზმი,
  • მწეველობა,
  • ზოგიერთი აკრძალული ნაერთის გამოყენება (მათზე ქცევითი დამოკიდებულება),
  • ანემია,
  • თირეოიდული (ფარისებრი ჯირკვლის) დაავადებები.

ზოგადად, გულის ნებისმიერი დაავადება, მოვლენების არასასურველი გზით განვითარების შემთხვევაში, შეიძლება გულის უკმარისობით დასრულდეს, თუმცა, ამ სინდრომის განვითარება შეიძლება მრავალ არაკარდიულ დაავადებასაც მოჰყვეს.გულის უკმარისობის დროს ყველაზე ტიპური და მთავარი ჩივილებია:

  • ქოშინი,
  • ორთოპნე,
  • ღამის პაროქსიზმული ქოშინი,
  • ადვილად დაღლა,
  • კოჭ-წვივის შეშუპება,
  • სასთუმლის ამაღლების საჭიროება.

დაავადების სიმძიმის დასახასიათებლად, სადღეისოდ ყველაზე ხშირად გამოიყენება ნიუ-იორკის გულის ასოციაციის (NYHA) ფუნქციური და AHA-ს კლასიფიკაცია , ორივე კლასიფიკაცია ოთხ კლასს მოიცავს. რაც უფრო მაღალია ფუნქციური კლასი, მით უარესია პაციენტის მდგომარეობა და დაავადების პროგნოზი. მაგალითად, დაავადების IV ფუნქციურ კლასში და AHA-ს კლასიფიკაციით მეოთხე D საფეხურზე მყოფი პაციენტს გამოხატული აქვს მძიმე სიმპტომები (ქოშინი, შეშუპება, დაღლა) უმცირეს ფიზიკურ დატვირტვაზე და მოსვვენებულ მდგომარეობაშიც.

89d8c73d-e17f-42fe-8f32-827c5bdda242-1731587182.jpg

ასეთი პაციენტები რეზისტენტული ხდებიან მედიკამენტური თერაპიის მიმართ, დაავადება კი პროგრესირებს. გულის ტერმინალური უკმარისობის შემთხვევაში დღის წესრიგში დგება გულის ტრანსპლანტაცია (გადანერგვია), თუმცა დონორთა დეფიციტის გამო მსოფლიოს განვითარებული ქვეყნებშიც კი პაციენტთა მხოლოდ 15%-ს უტარდება გულის ტრანსპლანტაციის ოპერაცია.

რა არის LVAD?მარცხენა პარკუჭის დამხმარე მოწყობილობა (LVAD) არის მექანიკური მოწყობილობა, რომელიც ეხმარება გულს სისხლის მთელ სხეულში გადატუმბვაში. მას ქირურგიულად ჩანერგავენ და ნაწილობრივ თავის თავზე იღებს მარცხენა პარკუჭის ფუნქციას, რომელიც დაქვეითებულია გულის უკმარისობის გამო. LVAD-ს შეუძლია მნიშვნელოვნად გააუმჯობესოს პაციენტების ცხოვრების ხარისხი, გაახანგრძლივოს იგი და გახდეს „ხიდი“ გულის გადანერგვისკენ.

ვის სჭირდება LVAD?LVAD განკუთვნილია გულის მძიმე უკმარისობის მქონე პაციენტებისთვის, როდესაც სახეზეა რეზისტენტობა მედიკამენტური თერაპიის მიმართ და ბოლო 6 თვის მანძილზე ორჯერ ან მეტჯერ იყვნენ ჰოსპიტალიზირებული გულის უკმარისობის გამო. LVAD შეიძლება განხილულ იქნას როგორც ხიდი ტრანსპლანტაციამდე, ისევე როგორც მთელ რიგ შემთხვევებში როგორც პერმანენტული საბოლოო თერაპია.

როგორ მუშაობს LVAD?LVAD შედგება რამდენიმე კომპონენტისგან:ტუმბო: ის გადატუმბავს სისხლს მარცხენა პარკუჭიდან აორტაში.მილები: ისინი ტუმბოს გულსა და სისხლძარღვებთან აკავშირებს.ენერგიის წყარო: ტუმბოს ენერგიით უზრუნველყოფს.მაკონტროლებელი: მართავს მოწყობილობის მუშაობას.LVAD-ის იმპლანტაციის შემდეგ, მარცხენა პარკუჭიდან სისხლი შედის ტუმბოში და შემდეგ გადაიტუმბება აორტაში, საიდანაც ნაწილდება მთელ სხეულში.

LVAD-ის უპირატესობები:გაუმჯობესებული ცხოვრების ხარისხი: LVAD-გადანერგილ პაციენტებს შეუძლიათ დაუბრუნდნენ უფრო აქტიურ ცხოვრების წესს, განახორციელონ ყოველდღიური საქმიანობა.სიცოცხლის გახანგრძლივება: LVAD მნიშვნელოვნად ზრდის გულის მძიმე უკმარისობის მქონე პაციენტების სიცოცხლის ხანგრძლივობას და ცხოვრების ხარისხს.ხიდი ტრანსპლანტაციისკენ: LVAD შეიძლება იყოს დროებითი გამოსავალი, სანამ დონორი გული არ გახდება ხელმისაწვდომი.ტრანსპლანტაციის თავიდან აცილება: ზოგიერთ შემთხვევაში, LVAD-ს შეუძლია გააუმჯობესოს პაციენტის მდგომარეობა იმდენად, რომ ტრანსპლანტაცია აღარ იყოს საჭირო.

LVAD-ის იმპლანტაციის პროცედურა:LVAD იმპლანტაცია რთული ქირურგიული პროცედურაა, რომელიც მოითხოვს კარდიოქირურგთა მაღალ კვალიფიკაციას. ოპერაცია ტარდება ზოგადი ანესთეზიის ქვეშ და შეიძლება გაგრძელდეს რამდენიმე საათის განმავლობაში. ეს ოპერაციები ევროპაში მხოლოდ მაღალი დონის კარდიოლოგიურ კლინიკებში ტარდება. პარკუჭის დამხმარე მოწყობილობა LVAD ბოლო ათწლეულებში გამუდმებით იხვეწებოდა და შეიძლება ითქვას, რომ დღეისთვის გვაქვს სრულყოფილი, უნაკლო მოწყობილობა, რომელიც იდეალურად ასრულებს მასზე დაკისრებულ ფუნქციას.ტუმბოს მწარმოებელი ცდილობს, თანამშრომლობისთვის შეარჩიოს ისეთი კლინიკები, რომლებიც გაამართლებენ პაცინტთა მოლოდინს. იმისათვის, რომ ასეთი საპასუხისმგებლო, მძიმე ოპერაციები ჩატარდეს, კლინიკას უნდა ჰყავდეს კვალიფიციურ ქირურგთა და სხვა სპეციალისტთა მულტიდისციპლინური ჯგუფი.

8e302618-e8ff-4600-9759-701ca2ccfd7d-1731587206.jpg

პირველად საქართველოში!

რაოდენ სასიხარულოა, რომ საქართველოში პირველი წარმატებული მაღალტექნოლოგიური ჩარევა - გულის ხელოვნური დამხმარე სისტემის იმპლანტაცია - ნ. ბოხუას სახელობის კარდიოვასკულურ ცენტრში ჩაუტარდა რთული კარდიოლოგიური დიაგნოზის მქონე 68 წლის პაციენტს.

ბოხუას კლინიკამ დააკმაყოფილა მოწყობილობის მწარმოებლის ყველა მოთხოვნა და ქებაც დაიმსახურა წარმატებული ოპერაციის შემდეგ.

ჩარევა ჩატარადა ნ.ბოხუას სახელობის კარდიოვასკულური ცენტრის კარდიოქირურგების, კარდიოლოგების, ანესთეზიოლოგ-რეანიმატოლოგების და პერფუზიოლოგთა მაღალკვალიფიციური გუნდის მიერ.პაციენტი უკვე მოხსნილია ხელოვნური სუნთქვის აპარატიდან, სტაბილური აქვს ჰემოდინამიკური მაჩვენებლები და გადის რეაბილიტაციას. სულ მალე კი სახლში გააგრძელებს მკურნალობას. ეს მოვლენა დიდი წარმატებაა ქართულ კარდიოქირურგიასა და ბოხუას კლინიკის ისტორიაში.