30 წელი სიყვარულით - „ავერსი“!
სწორედ ამ აფთიაქით დაიწყო კომპანია „ავერსის“ სპირალური აღმასვლის ისტორია („ავერსი“ ლათინური სიტყვაა და სპირალურ აღმასვლას ნიშნავს).
ამჟამად „ავერსი“ მთელ სამხრეთ კავკასიაში ერთ-ერთი ყველაზე მძლავრი და სტაბილური კომპანიაა. საქართველოში ის 350 აფთიაქს, საერთაშორისო სტანდარტების ფარმაცევტულ საწარმო „ავერსი-რაციონალს“, მსოფლიო დონის კლინიკათა ქსელ „ავერსის კლინიკას“, აკადემიკოს ვახტანგ ბოჭორიშვილის კლინიკას, ქირურგიის ეროვნულ ცენტრს, ჰოსპიტალურ ქსელ „მედალფას“ და სადაზღვევო კომპანია „ალფას“ აერთიანებს.
კომპანიაში 12000-ზე მეტი ადამიანია დასაქმებული და ის ერთ-ერთი ყველაზე დიდი გადამხდელია ქვეყნის ბიუჯეტში.
„ავერსის“ სააფთიაქო ქსელი დღეს ყველაზე თანამედროვე სააფთიაქო ქსელია დაბალი ფასებით.
ავერსის აფთიაქებში დაგხვდებათ:
- თვითმომსახურების აპარატები, რომელთა საშუალებითაც მომხმარებელს სწრაფად, მარტივად და ურიგოდ შეუძლია დარბაზში განთავსებული პროდუქციის შეძენა;
- წნევის გასაზომი სივრცე, სადაც მომხმარებელს შეუძლია, თავად მოემსახუროს საკუთარ თავს;
- საბავშვო სივრცე, სადაც ბავშვები ელექტრონული თამაშებით ერთობიან.
- ერთ-ერთ ფილიალში უკვე ფუნქციობს სააფთიაქო რობოტიც, რომელიც ფარმაცევტის დამხმარის როლს ასრულებს. ის აგროვებს მედიკამენტებს და ზოგავს როგორც ფარმაცევტების, ისე მომხმარებლების დროს.
თავის დაბადების დღეს „ავერსი“ საქართველოს მოსახლეობას სთავაზობს შემდეგ აქციებს:
- 14 ნოემბერი ცხადდება ფასდაკლების დღედ. იმოქმედებს ფასდაკლება როგორც მედიკამენტებზე, ისე არამედიკამენტებზეც.
- 14-დან 23 ნოემბრის ჩათვლით სახისა და სხეულის მოვლის ევროპული და აზიური პრემიუმკლასის ბრენდების პროდუქცია გაიყიდება 50%-იანი ფასდაკლებით.
- 14-დან 30 ნოემბრის ჩათვლით ყველაზე გაყიდვად 40 პროდუქტზე იმოქმედებს წლის საუკეთესო ფასი.
- 14-დან 30 ნოემბრის ჩათვლით მყიდველს ელის საუკეთესო შეთავაზებები ბავშვთა კვების ყველა ბრენდზე. გარდა ამისა, 50 ლარის ოდენობის შენაძენზე მომხმარებელი დასაჩუქრდება.
- 13 და 15 ნოემბერს ბავშვთა საფენებზე ცხადდება წლის საუკეთესო აქციები.
- 14 ნოემბერს გაიმართება „ავერსისა“ და თი-ბი-სის ერთობლივი აქცია: კომპანიის 30 წლის იუბილესთან დაკავშირებით „ავერსის“ აფთიაქებში თი-ბი-სი ბანკის ნებისმიერი ბარათის გატარებისას 30-ლარიან შენაძენზე მომხმარებელი მიიღებს 30%-იან ქეშბექს, მაქსიმუმ 30 ლარს.
„ავერსის“ მთავარი ღირებულება ადამიანია და კომპანიის ყოველი ნაბიჯი მისი სიყვარულით არის შთაგონებული.
30 წელი სიყვარულით - „ავერსი“!
https://www.youtube.com/watch?v=VzXUPgxEEHs
R