კაცმა 11 წლის განმავლობაში თავი გალიაში გამოიკეტა, რათა მწეველობისთვის თავი დაეღწია - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

კაცმა 11 წლის განმავლობაში თავი გალიაში გამოიკეტა, რათა მწეველობისთვის თავი დაეღწია

თავი მრგვალ გალიაში გამოიკეტა და ცოლს ერთადერთი გასაღები მისცა.

მან გადაწყვიტა ამ მეთოდის გამოყენება, რადგან მამამისი გარდაიცვალა ფილტვის კიბოთი. იუსელიც დამოკიდებულებით იტანჯებოდა - დაახლოებით ოცი წელი ეწეოდა დღეში ორ კოლოფ სიგარეტს.

მოტოციკლეტის ჩაფხუტის ნახვის შემდეგ, თურქმა გადაწყვიტა, რომ ეს შესანიშნავი კარკასი იქნებოდა მისი იდეის განსახორციელებლად. სწორედ მაშინ აიღო 40 მეტრიანი სპილენძის მავთული და თავად გაიკეთა საკეტით აღჭურვილი გალია. თავი შიგნით ჩაიკეტა და გასაღები ცოლს მისცა. მას გალიის გახსნა მხოლოდ ერთი პირობით უწევდა - ჭამის დროს.

  • სპილენძის მავთულხლართებს შორის არსებული პაწაწინა ხვრელების გამო, იუსელმა შეძლო წყლის დალევა საწრუპით. მაგრამ ამ სივრცეში სიგარეტის მოთავსება, და შესაბამისად მოწევაც, უკვე შეუძლებელი იყო.

არავინ იცის დანამდვილებით, მუშაობს თუ არა მისი მოწყობილობა, რადგან იუსელისა და მისი ოჯახისგან პრაქტიკულად არანაირი სიახლე არ არის.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO3) მონაცემებით, თამბაქო ყოველწლიურად რვა მილიონ ადამიანს კლავს.

მათგან შვიდი მილიონი თამბაქოს მწეველია, ხოლო 1,2 მილიონი ადამიანის სიკვდილი გამოწვეულია პასიური მწეველობით.

ასევე დაგაინტერესებთ:

პასიურ მწეველობასთან დაკავშირებული რისკები

პასიური მწეველი ანუ მეორეული მწეველი არის ის ადამიანი, რომელიც შეისუნთქავს თამბაქოს მომხმარებლის მიერ ამოსუნთქულ კვამლს. ბევრს აინტერესებს, დგება თუ არა პასიური მწევლის ჯანმრთელობა საფრთხის წინაშე და ამ კითხვაზე მარტივი პასუხია - დიახ. მეორეული მწევლის ორგანიზმში ხვდება იგივე ტოქსიკური ნივთიერებები (ნიკოტინი, მხუთავი აირი, ბენზოლი, ფორმალინი, ციანიდი და სხვა სიმსივნის გამომწვევი სუბსტანციები), რომლებსაც ჩაისუნთქავს უშუალოდ სიგარეტის მომხმარებელი. აღნიშნული ქიმიური ნივთიერებების ცუდი ეფექტი უფრო ძლიერად გამოვლინდება, როდესაც იგი ორგანიზმში ხვდება თამბაქოს საშუალებით, თუმცა მისი გავლენა საკამრისად მომწამვლელი რჩება პასიური მწევლისთვისაც.

აქტიური მწევლის მიერ ამოსუნთქული მავნე ნივთიერებები ჰაერში რჩება 4 საათის განმავლობაში, ებღაუჭება თმებს, ტანსაცმელს და სხვა საგნებს, რომლებიც ასევე რისკის შემცველნი ხდებიან გარშემო მყოფებისათვის, განსაკუთრებით კი ბავშვებისთვის. გამჯდარი დალექილი ნივთიერებების მოქმედებას მესამეულ მწეველობას უწოდებენ.

პასიური მწევლობის ზუსტი რისკის განსაზღვრა რთულია, რადგან თამბაქოს ამოსუნთქული კვამლი წარმოადგენს დინამიკურ ნარევს, რომელიც ურთიერთქმედებს არსებულ გარემოსთან. მიუხედავად ამისა, ყველა ექიმი თუ მეცნიერი თანხმდება, რომ მეორეული მწევლობა არ არის უსაფრთხო ამოსუნთქული კვამლის ტოქსიკურობის გამო.

ადამიანისათვის 20–30%–ით იზრდება ფილტვის კიბოს წარმოქმნის საშიშროება თუ იგი არ არიდებს თავს პასიურ მწევლობას და ცხოვრობს თამბაქოს მომხმარებელ პირთან ერთად. ასევე ხსენებული ვითარება 20–30%–ით ზრდის გულ–სისხლძარღვთა დაავადებების რისკს და იწვევს სხვადასხვა ჯანმრთელობის პრობლემებს ბავშვებსა და ორსულებში.

რაც შეეხება აქტიურ მწევლებს, მათთვის საფრთხე მით უფრო იზრდება, რაც უფრო მეტია თამბაქოს მოხმარების ინტენსივობა და ხანგრძლივობა. სიგარეტის გამოყენების მოკლე პერიოდმაც კი შესაძლოა გამოიწვიოს ასთმა ან გულის დაავადებები.