როგორ გამოიყენება ფაგები სასუნთქი გზების ინფექციების დროს - ის, რაც აუცილებლად უნდა იცოდეთ
ისყოველდღიურად ემსახურებაროგორც ქართველ, ისე უცხოელ პაციენტებს. კუჭ-ნაწლავის დაავადებების, შარდ-სასქესო სისტემის ინფექციების, ჩირქოვანი ჭრილობების, კანის ინფექციების, ყელ-ყურ ცხვირის დაავადებების და მრავალი სხვა ანთებითი პათოლოგიების დროსკლინიკის ექიმები მკურნალობის პროცესში აქტიურად იყენებენ ფაგებს.
თავისი არსებობის მანძილზე - ელიავას ფაგოთერაპიულმა ცენტრმა საკმაო პოპულარობა მოიხვეჭა როგორც სამშობლოში, ისე უცხოეთში. ყოველთვიურად კლინიკას სტუმრობენ პაციენტები ნიდერლანდებიდან, გერმანიიდან, აშშ-დან, საფრანგეთიდან, ინდოეთიდან და ა.შ.
ამჟამად ვისაუბრებთ ფაგოთერაპიის ეფექტურობაზე სასუნთქი სისტემის პათოლოგიების დროს.
კლინიკის თერაპევტი მარიამ დადიანი აღნიშნავს, რომ შემოდგომის დადგომასთან ერთად აქტუალური გახდა სასუნქი სისტემის დაავადებები, ფაგები კი განსაკუთრებულად ეფექტურია ამ დროს.
მარიამ, ყველაზე ხშირად რომელი სასუნთქი სისტემის დაავადებების დროს მოგმართავენ პაციენტები?
როგორც მოგეხსენებათ, შემოდგომა-ზამთარი რესპირატორული ინფექციების სეზონებია და ბუნებრივია, გრიპის გართულებებიც მრავლად გვხვდება. ამიტომაც, ყელის ტკივილი, გახანგრძლივებული ხველა, ჭარბი ნახველიდა ტემპერატურული რეაქციები ის სიმპტომებია, რომლითაც პაციენტები ჩვენ მოგვმართავენ. დიაგნოსტიკური კვლევების შემდგომ - კლინიკური საჭიროებებიდან გამომდინარე ჩვენ მკურნალობის დანიშნულებაში ფაგებსაც ვრთავთ, რაც დაავადების მორჩენის პროცესსგაცილებით ამარტივებს.
აქვე, უნდა აღინიშნოს, რომ კლინიკაშიისეთი პაციენტებიც მოდიან, რომელთაც ხანგრძლივად მიმდინარე ქრონიკული დაავადებები აწუხებთ, ასეთია მაგალითად - ბრონქოექსტაზია. ეს არის დაავადება,რომელსაც ახასიათებს ბრონქების შეუქცევადი ცილინდრული ან ტომრისებრი გაგანიერება და გაგანიერებული ბრონქ(ებ)ის ბაქტერიული ანთება. ასეთი პაციენტები წლობით იღებენ ანტიბაქტერიულ პრეპარატებს, რაცმოგეხსენებათ არ არის მარტივი, ვიცით რა, ამ პრეპარატების რთული გვერდითი ეფექტები.
ასეთი პაციენტებისთვის ანტიბიოტიკების ნაცვლად ფაგებზე გადასვლა დიდ შვებას წარმოადგენს. მათი ცხოვრების ხარისხი ამ დროს საგრძნობლად უმჯობესდება.
რა ეფექტს იძლევა ქრონიკული დაავადების დროს ფაგოთერაპია?
ქრონიკული დაავადების დროს ჩვენი ძირითადი ფოკუსი ინფექციებთან ბრძოლაა, რასაც ფაგოთერაპიის მეშვეობით ვაღწევთ. ამ დროს უმჯობესდება პაციენტის სუბიექტური მდგომარეობა, რესპირატორული ფუნქციები, მცირდება გართულებების რისკი, ჰოსპიტალიზაციის შემთხვევები. კიდევ ერთხელ აღვნიშნავ, რომ პაციენტს აღარ უწევს ანტიბიოტიკის ხანგრძლივი გამოყენება.
ჩვენი შედეგები ხშირად იბეჭდება მსოფლიოს მაღალგავლენიან სამეცნიერი ჟურნალებში, რასაც ყოველთვის დიდი გამოხმაურება მოჰყვება ხოლმე საერთაშორისო ასპარეზზე. თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ ჩვენ უკვე ყველაფერი ვიცით ფაგების შესახებ. კიდევ მეტი კვლევა და მუშაობაა საჭირო.
ქრონიკული დაავადების დროს რამდენად ხანგრძლივი პროცესია ფაგებით მკურნალობა?
სასუნთქი გზებისქრონიკული დაავადებების დროს პაციენტს ენიშნება დასალევი ფაგები და ინჰალაცია. მკურნალობის ხანგრძლივობა რა თქმა უნდა დამოკიდებულია დიაგნოზზე და სიმძიმის ხარისხზე.
აქვე, არსებობს გენეტიკურად განპირობებული დაავადებები, როცა თერაპია შეიძლება მთელი ცხოვრების მანძილზე გაგრძელდეს, რადგან პაციენტს მდგომარეობის შემსუბუქების მიუხედავად კვლავ რჩება პირველადი დაავადება. ამ დროს მთავარია მიღწეული იყოს მდგომარეობის გაუმჯობესება და ცხოვრების ხარისხის სასიკეთო ცვლილება.
ქრონიკულმა პაციენტმა კლინიკასწლის განმავლობაში მინიმუმ 2 ვიზიტითმაინც უნდა მიაკითხოს, რომ მკურნალობა ბოლომდე სწორად წარიმართოს. შუალედებში კი ჩვენ პაციენტებთან ტელემედიცინის საშუალებით ვახდენთ კომუნიკაციას. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია უცხოელი პაციენტებესთვის, რომლებიც მრავლად გვყავს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან.
ზოგადად, როგორია მსოფლიო მედიცინის დამოკიდებულება ფაგების მიმართ?
ელიავას ინსტიტუტის 100-წლიანი გამოცდილების საფუძველზე ფაგოთერაპიის მიმართულებით ლიდერები ვართ. უცხოელი კოლეგები ხშრად ინტერესდებიან ჩვენთან მიმდინარე სამუშაო პროცესით, სტატიებით, ბევრი შემოთავაზება გვაქვს თანამშრომლობებზე, გამოცდილების გაზიარებაზე.
მოგეხსენებათ, დღეს ანტიბაქტერიული რეზისტენტობის თემა იმდენად მზარდი ტენდენციით ხასიათება, რომ მსოფლიოში ძალიან გააქტიურებულია ფაგებზე კვლევებიც. განვითარებულ ქვეყნებს ჩვენთან შედარებით ბევრადმეტი ტექნოლოგიური შესაძლებლობა აქვთ, თუმცა ჩვენ მაინც ვინარჩუნებთ ლიდერის პოზიციას.
ჯერ კიდევ ბევრი კითხვაა ფაგების შესახებ პასუხგაუცემელი. სხვებთან შედარებით ჩვენ უფრო მეტი პასუხიც გვაქვს და წინაც ვართ, დარწმუნებული ვარ, ერთობლივი ძალისხმევით ძალიან ბევრ მნიშვნელოვან შედეგზე გავალთ.