ხვრინვა ხელს არ უშლის კარგად გამოძინებას - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

ხვრინვა ხელს არ უშლის კარგად გამოძინებას

არსებული წარმოდგენით, ხვრინვა იწვევს უხარისხო ძილს, მეორე დღეს დაღლილობისა და ძილიანობის შეგრძნებას, მაგრამ ჰიშამ ალშაერისა და კოლეგების ახალი მტკიცებულება ვარაუდობს, რომ ეს მხოლოდ მითია.

როგორც ავტორებმა განმარტეს, ამ თემაზე მრავალი წინა კვლევა არ განასხვავებდა ადამიანებს, რომლებიც უბრალოდ ხვრინავენ და მათ, ვისაც აწუხებს ძილის ობსტრუქციული აპნოე, ძილის მძიმე დარღვევა, რომლის დროსაც ხვრინვა მხოლოდ ერთ-ერთი სიმპტომია.

ძილის აპნოეს ახასიათებს ძილის დროს სუნთქვის დროებით შეწყვეტის პერიოდები სასუნთქი გზების შევიწროების გამო.

ალშაერმა და მისმა კოლეგებმა გამოიკვლიეს 235 ადამიანი. მეცნიერებმა დაადგინეს, თუ რამდენად ხშირად ხვრინავს თითოეული ეს ადამიანი ძილის დროს და ასევე გამორიცხეს ჯგუფიდან ისინი, ვისაც აწუხებდა ძილის აპნოე და ძილის სხვა დარღვევები.

შედეგად 74 ადამიანი დარჩა. ისინი დაყვეს სამ ქვეჯგუფად, იმის მიხედვით, თუ ხვრინვის დროს რამდენი ხმ გამოსცეს საათის განმავლობაში. პირველ ქვეჯგუფში შედიოდნენ ისინი, ვინც საათში ასზე ნაკლებს ხვრინავდა, მეორე - 100-350 ხვრინვას საათში, მესამეში - 350-ზე მეტ ხვრინვას. მონაწილეთა ძილის ხარისხი და რაოდენობა შეფასდა პოლისომნოგრაფიის გამოყენებით, რომელიც საშუალებას იძლევა დააკვირდეს ადამიანის ტვინის ელექტრული აქტივობის რყევებს, გულისცემას და თვალის მოძრაობას ძილის დროს.

გარდა ამისა, მონაწილეებს ჰკითხეს დღის განმავლობაში ძილიანობაზე - მათ უნდა შეეფასებინათ იმის ალბათობა, რომ დაიძინებდნენ სხვადასხვა სიტუაციებში ნულიდან 24-მდე.

  • შედეგად, მკვლევარებმა დაასკვნეს, რომ არ არსებობდა კავშირი ღამის ხვრინვასა და ძილის ხანგრძლივობას, ღამის გაღვიძების სიხშირესა და მეორე დღეს დაღლილობის შეგრძნებას შორის. იმ მონაწილეთა ძილის ხარისხი და რაოდენობა, ვინც ღამით ყველაზე მეტად ხვრინავდა, არაფრით განსხვავდებოდა იმ ადამიანებისგან, ვინც ნაკლებად ხვრინავდა. იგივე შეიძლება ითქვას დღის ძილიანობის დონეზეც.