ფრჩხილის სოკოს ლაზერული მეთოდით მკურნალობა კლინიკა „ჰელსი ლუქ”-ში
სადაც ადამიანებს ეხმარებიან ესთეტიკური სილამაზისა და ჯანმრთელობის შენარჩუნებაში. კლინიკის მთავარი პრიორიტეტი მომხმარებელი და მისი უსაფრთხოებაა, ამიტომ პროცედურები მორგებულია თითოეული პაციენტის საჭიროებებზე და დანერგილია ინდივიდუალური მიდგომა. უსაფრთხოების და კმაყოფილების გარანტიას კი კლინიკაში დასაქმებული მაღალკვალიფიციური ექიმები და უახლესი, ორიგინალი აპარატურა იძლევა, რაც მომხმარებლის ნდობას ყოველთვის ამართლებს.
კლინიკა მომხმარებელს სთავაზობს სხვადასხვა სახის პროცედურებს. აქ ყველა სერვისია ახალგაზრდობის შესანარჩუნებლად და ცხოვრების დონის გასაუმჯობესებლად.
გვესაუბრება კლინიკა ჰელსი ლუქის დერმატოლოგი - მაკა სირბილაძე
ესთეტიკური მედიცინა საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე მზარდი და განვითარებადი დარგია. სასიხარულოა, რომ სულ უფრო მეტი ადამიანი ზრუნავს საკუთარ გარეგნობაზე.
ზაფხულის სეზონის შემდეგ ხშირად აღინიშნება სოკოვანი ინფექციები, განსაკუთრებით ფრჩხილის სოკოვანი ინფექცია - ონიქომიკოზი, რომლის მკურნალობაც საკმაოდ რთული და ხანგრძლივი პროცესია. რას სთავაზობს კლინიკა ჰელსი ლუქი პაციენტებს ამ პრობლემის მოსაგვარებლად?
ონიქომიკოზი სოკოვანი ინფექციით გამოწვეული ფრჩხილის დაზიანებაა. სოკოვანმა აგენტმა შესაძლოა დააზიანოს ფრჩხილის საწოლი და ფირფიტა. ონიქომიკოზის დროს ფრჩხილი იცვლის ფერს - აქვს მოყვითალო, მოყავისფრო, მოთეთრო შეფერილობა. ამ დროს ფრჩხილი არის გასქელებული და მსხვრევადი. აუცილებელია გავითვალისწინოთ, რომ ონიქომიკოზი გადამდები დაავადება, ამიტომ მას დროული მკურნალობა სჭირდება.
მკურნალობის თვალსაზრისით, კლინიკა ჰელსი ლუქი პაციენტებს სთავაზობს ახალ, ინოვაციურ პროცედურას - ეს არის ფრჩხილის სოკოს ლაზერული მკურნალობა დეკას Nd:YAG ლაზერით, რომელიც დღესდღეობით ითვლება ყველაზე ეფექტურ, უმტკივნეულო და უსაფრთხო მეთოდად, არ საჭიროებს რეაბილიტაციას, პროცედურებს შორის ხანგრძლივობა შეადგენს 3-4 კვირას.
რამდენ პროცედურას მოიცავს ონიქომიკოზის მკურნალობა?
პროცედურების რაოდენობა, ბუნებრივია, დამოკიდებულია დაავადების სიმძიმეზე. უპირველესად ხდება დერმატოლოგის მიერ დერმატოსკოპიული გამოკვლევით დაზიანების შეფასება, რის მიხედვითაც განისაზღვრება პროცედურების რაოდენობა. შეიძლება იყოს საჭირო 1-დან 7 პროცედურამდე.
რამდენადაა დასაშვები ეს პროცედურები ბავშვებისთვის?
როგორც ვიცით, ფრჩხილების დაზიანება, ონიქომიკოზის განვითარება ბავშვებში საკმაოდ ხშირია. თუმცა, 12 წლამდე აღნიშნული პროცედურის ჩატარება არ არის რეკომენდებული. ამ შემთხვევაში, როდესაც საქმე ეხება ბავშვებს, ძირითადად ვნიშნავთ ადგილობრივად - ანტიფუნგალურ (ანტიმიკოზურ) პრეპარატებს.
რეციდივის განვითარების რისკი რამდენადაა ამ პროცედურების შემდეგ?
რეციდივის განვითარების რისკი საკმაოდ მაღალია. რა თქმა უნდა, ამის გარანტია არ არსებობს, რომ აღარ მოხდება ონიქომიკოზის განვითარება პროცედურის შემდეგ, თუმცა, თუ პაციენტი დაიცავს და გაითვალისწინებს ჩვენს რჩევებს და რეკომენდაციებს, რასაკვირველია, ნაკლები რისკია იმის, რომ კვლავ განვითარდეს ონიქომიკოზი.
ამ პროცედურით ონიქომიკოზის მკურნალობის დროს, რამდენადაა საჭირო მედიკამენტური თერაპია?
როგორც უკვე აღვნიშნე, ონიქომიკოზის (ფრჩხილის სოკოს) დაზიანების ხარისხის, სიმძიმის მიხედვით ინიშნება მკურნალობა. რა თქმა უნდა, ყოველთვის არ გვჭირდება მედიკამენტური მკურნალობა. სწორედ აღნიშნული ლაზერი გვეხმარება იმაში, რომ შეძლებისდაგვარად, ჩავანაცვლოთ მედიკამენტური თერაპია. ხშირ შემთხვევაში, თუ დაზიანება არ მოიცავს მთლიანად ფრჩხილებს, შესაძლებელია მხოლოდ ლაზერული მკურნალობით მისი განკურნება.
პროცედურის კურსის ჩატარებიდან რა პერიოდში უბრუნდება ფრჩხილს ნორმალური შესახედაობა?
ზოგადად, როგორც ვიცით, ფრჩხილის ზრდის პროცესი ძალიან ნელა მიმდინარეობს და მის სრულ გაზრდას 8 თვე მაინც სჭირდება. რაც შემიძლია გითხრათ - პირველივე პროცედურის შემდეგ შეგვიძლია დავინახოთ შედეგი. მარტივად გასარჩევია ჯანსაღი ფრჩხილის ზრდის პროცესი. თუმცა, როგორც აღვნიშნე, სრულ გაზრდას 8 თვე მაინც სჭირდება, ამიტომ თუ ფრჩხილი სრულად დაზიანებულია, ამ შემთხვევაში დაახლოებით აღნიშნული პერიოდი იქნება საჭირო. მცირე დაზიანებისას, ეს პერიოდი შედარებით ნაკლებია და 2-3 თვეს მოიცავს.
სხვა რა მომსახურებებს სთავაზობს მომხმარებელს ესთეტიკური კლინიკა „ჰელსი ლუქ“?
კლინიკა ჰელსი ლუქის მომსახურებაში შედის:
- დერმატოლოგია
- დერმატო-კოსმეტოლოგია
- ინექციური დერმატოლოგია
- კოსმეტოლოგია
- ენდოკრინოლოგია
- ნუტრიციოლოგია
- ალექსანდრიტის ლაზერი ბოლო თაობის ლაზერის აპარატით DEKA AGAIN, რომელიც გახლავთ გრან პრის მფლობელი და არის სრულიად უმტკივნეულო
- სხეულის აპარატურული მოდელირება და ცელულიტისა და ჭარბი ცხიმის სამკურნალო პროცედურები - LPG Alliance Medical
- KRF ლიფინტი და Dynamic Wave with Double Wave System, რომელიც უახლესი თაობის უნიკალური აპარატია ცელულიტის შესამცირებლად, კანის სტრუქტურის გასაუმჯობესელბად და ელასტიურობის გასაზრდელად
- პრესოთერაპია და სპა პროცედურები, სადაც სხეულის მასაჟების დიდი არჩევანია - ეს იქნება სამკურნალო და სარელაქსაციო მასაჟები, თუ საკორექციო, ტანის პილინგები და შეფუთვები სხვადასხვა პრობლემების მოსაგვარებლად
- Deka – IPL პროცედურები: აკნეს, როზაცეას თუ პიგმენტური ლაქების მკურნალობა, ასევე როგორც ფოტოგაახალგაზრდავება
- Deka – Nd:YAG პროცედურები: ონიქომიკოზის (ფრჩხილის სოკო), კაპილარებისა და ვარიკოზული ვენების მკურნალობა
- ცივი პლაზმა PlasmaGE_ის აპარატით - კანზე სხვადასხვა წარმონაქმნების დიაგნოსტიკა და მათი მოცილება
- არაინვაზიური პროცედურები, როგორიცაა, არაინვაზიური ბიორევიტალიზაცია, მეზოთერაპია, მიკროდერმააბრაზია. დამატებით კეთდება სხვადასხვა ქიმიური პილინგები, სახის მასაჟები და KRF ლიფტინგი
R