საუკეთესო ჩირეული შემოდგომაზე იმუნიტეტის გასაძლიერებლად - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

საუკეთესო ჩირეული შემოდგომაზე იმუნიტეტის გასაძლიერებლად

ამ დროს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ძლიერი იმუნური სისტემის არსებობა, რომელიც ორგანიზმს ვირუსებთან და ბაქტერიებთან ბრძოლაში, ბუნებრივ მცველად ევლინება. იმუნიტეტის გასაძლიერებლად აუცილებელი ვიტამინები და მინერალები მრავალ საკვებ პროდუქტში მოიპოვება. მათ შორის მნიშვნელოვანი ადგილი უკავია ჩირეულს, რომელიც მდიდარია იმ ყველა საჭირო ანტიოქსიდანტით, ვიტამინითა და მინერალით, რომელიც აძლიერებს იმუნიტეტს და ამასთან ერთად წარმოადგენს ჯანსაღ სასუსნავს.

რომელია იმუნიტეტის გასაძლიერებელი ჩირეული, რომელიც აუცილებლად უნდა ჩართოთ კვების რაციონში?

გოჯი ბერი

ეს უნიკალური გამომშრალი კენკრის მარცვლები, სამკურნალო თვისებების წყალობით, საუკუნეების განმავლობაში ნამდვილ საგანძურად ითვლებოდა. გოჯი ბერის შემადგენლობაში შედის მრავალი სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ვიტამინი და მიკროელემენტი: C და A ვიტამინები, კალციუმი, რკინა და თუთია. მათი არსებობა აუცილებელია ძლიერი იმუნური სისტემისა და ჯანმრთელობის შესანარჩუნებლად, რათა ორგანიზმი წარმატებით გაუმკლავდეს სეზონურ ვირუსებს.

გოჯი ბერის გამოყენება მრავალმხრივ არის შესაძლებელი: შეგიძლიათ მიირთვათ ჩირის სახით, დაამატოთ მარცვლეულის ფაფებს, გამოიყენოთ საკონდიტრო ნაწარმში ან მოამზადოთ სამკურნალო ნაყენი. განსაკუთრებით პოპულარულია გოჯი ბერით დამზადებული სმუზები. ასევე უხდება ბრინჯისა და ქინოას სალათებს.

unknown-38-1730283556.jpg

მოცვის ჩირი

უმაღლესი ხარისხის მოცვის ჩირი გემრიელი და სასარგებლო პროდუქტია, რომელიც სრულად ინარჩუნებს ახალი კენკრის ყველა სასარგებლო თვისებას. მასში არსებული ანტიოქსიდანტები განსაკუთრებით ეფექტურია ვირუსებსა და ბაქტერიებთან ბრძოლაში. ამასთან ერთად, მოცვის ჩირი მდიდარია C ვიტამინით, რომელიც შემოდგომის სეზონზე განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს. რადგან ადამიანის ორგანიზმი ვერ ახერხებს ამ ვიტამინის დამოუკიდებლად გამომუშავებას, მისი მიღება საკვების სახით აუცილებელია. მოცვის ჩირი კი ერთ-ერთი ჯანსაღი და გემრიელი საშუალებაა ორგანიზმში C ვიტამინის შესავსებად.

მოცვის ჩირისგან მზადდება უგემრიელესი ფაფები. მას ამატებენ სალათებში, დესერტებსა და ნამცხვრებში. ასევე მოცვის ჩირისგან შეგიძლიათ მოამზადოთ არომატული ჩაი და კომპოტი.

unknown-39-1730283596.jpg

შტოშის ჩირი

C ვიტამინის ასევე უმდიდრესი წყაროა შტოშის ჩირი, რომელიც ბუნებრივ ანტიბიოტიკს წარმოადგენს და იმუნიტეტის გასაძლიერებლად საუკეთესო საშუალებაა. მას ხშირად იყენებენ გაციების დროს და აქვს სიცხის დამწევი ეფექტი. შტოშის სასარგებლო თვისებები განპირობებულია მისი მრავალფეროვანი შემადგენლობით - ასკორბინის მჟავასთან (C ვიტამინი) ერთად, ის მდიდარია B ჯგუფის ვიტამინებით, კალიუმით, იოდითა და მაგნიუმით.

შტოშის ჩირი სრულად ინარჩუნებს ნედლი ნაყოფის სასარგებლო თვისებებს. ის კენკროვან გემოს სძენს დესერტებს, სალათებსა და საუზმეს. შტოშის ჩირს იყენებენ ხორციანი კერძების მარინადებში, ასევე შეგიძლიათ მიირთვათ როგორც ხემსი. შტოშის უნიკალური სამკურნალო თვისებებიდან გამომდინარე კი რეკომენდებულია პროდუქტის ჩართვა ყოველდღიურ კვების რაციონში.

unknown-41-1730283629.jpg

ლეღვის ჩირი

უგემრიელესი ლეღვის ჩირი არა მხოლოდ საოცარი გემოვნური მახასიათებლებით, არამედ სამკურნალო თვისებებითაც გამოირჩევა. მაგალითად, მასში რკინის შემცველობა უფრო მაღალია, ვიდრე ვაშლში. ეს მიკროელემენტი შემოდგომაზე სასიცოხლოდ მნიშვნელოვანი ხდება. მისი დეფიციტი იწვევს უამრავ ფიზიოლოგიურ ცვლილებას, მათ შორის, ქრონიკულ დაღლილობასა და სისუსტეს. ძლიერი იმუნური სისტემის შესანარჩუნებლად კი ორგანიზმს მეტი ენერგია ესაჭიროება. ამ შემთხვევაში, ლეღვის ჩირი წარმოადგენს რკინის შემცველ გემრიელ და ჯანსაღ ალტერნატივას, რომელიც ასევე მდიდარია C, K ვიტამინებით, კალიუმით, ფოსფორით, მაგნიუმითა და კალციუმით.

ლეღვის ჩირი იდეალურად ერგება როგორც ტკბილ, ასევე მლაშე საჭმელს. განსაკუთრებით გემრიელი გამოდის ლეღვის ჩირით დამზადებული ნამცხვრები და კექსები, ხოლო, თუ დააქუცმაცებთ, უგემრიელესი მიუსლის და გრანოლას შეგიძლიათ დაამატოთ.

unknown-40-1730283665.jpg

გარგრის ჩირი

გარგრის ჩირი განსაკუთრებული სამკურნალო თვისებებით გამორჩეული პროდუქტია. მასში არსებული ბეტა-კაროტინი (A ვიტამინი) და E ვიტამინი წარმოადგენს ძლიერ ანტიოქსიდანტებს, რომლებიც უჯრედებს ვირუსული ინფექციებისგან იცავენ. ჩირში არსებული A ვიტამინის მაღალი შემცველობა მნიშვნელოვანია სასუნთქი გზების დასაცავად, რომელიც ვირუსების შეღწევის ერთ-ერთი ძირითადი გზაა.

გარგრის ჩირი კალიუმის საბადოცაა, ასევე შეიცავს რკინასა და უჯრედისს, რაც იდეალურია გულ-სისხლძარღვთა სისტემის გასაუმჯობესებლად, იმუნური სისტემის გასაძლიერებლად და ენერგიის დონის ასამაღლებლად.

გარგრის ჩირი გამოიყენება ტკბილი ნამცხვრებისა და დესერტების მომზადებისას. ასევე უხდება აღმოსავლურ კერძებს - ბრინჯის ფლავს, ფახლავას და შემწვარ ხორცს.

unknown-35-1730283699.jpg

ფინიკი

შაქრის იდეალური ჩამნაცვლებელი, ფინიკი, ადამიანის ორგანიზმისთვის თითქმის ყველა საჭირო ვიტამინსა და მიკროელემენტს შეიცავს. მასში არსებული თუთია, სელენი და ანტიოქსიდანტები მნიშვნელოვან როლს ასრულებენ იმუნური სისტემის გაძლიერებაში. განსაკუთრებული აღნიშვნის ღირსია თუთია, რომელიც ანტივირუსული თვისებებით ხასიათდება და შემოდგომის სეზონზე ორგანიზმისთვის აუცილებელ მიკროელემენტს წარმოადგენს.

ფინიკი ხელს უწყობს ორგანიზმში ლეიკოციტების წარმოქმნას, რომლებიც უმთავრეს როლს ასრულებენ ინფექციებთან ბრძოლაში. ამიტომ, ფინიკის რეგულარული მოხმარება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია გრიპის სეზონზე.

ფინიკის ბუნებრივი სიტკბო მას რაფინირებული შაქრის ჯანსაღ ალტერნატივად გარდაქმნის. ის შეგიძლიათ გამოიყენოთ ტკბილი დესერტების, სმუზებისა და ენერგეტიკული ბურთების მოსამზადებლად. ფინიკი განსაკუთრებით უხდება კუსკუსით და ხორცით დამზადებულ კერძებს, სოუსებსა და პურის ცომს.

unknown-36-1730283734.jpg

ონლაინ მაღაზია „ჩემი მარაგი“ მომხმარებელს 250-მდე დასახელების მარცვლეულს, ბურღულეულს, ჩირეულს, თხილეულს, ხილსა და ბოსტნეულს სთავაზობს სხვადასხვა მომსახურებასთან ერთად. ასორტიმენტი მოიცავს სხვადასხვა კატეგორიის საუკეთესო ხარისხის პროდუქტებს ქვეყანაში უკონკურენტო ფასად. საუკეთესო ონლაინშეძენის გამოცდილება იქმნება ხელით ნარჩევი პროდუქტების სახლის კარამდე მიტანის სერვისით, რომელიც მოიცავს ნებისმიერი მოცულობის შეკვეთის შესაძლებლობასა და მთელი ქვეყნის მასშტაბით უფასო მიწოდებას.

R