რუბრიკები

    სამკურნალო წერილები

    ხველების დროს ჯანჯაფილი გიშველით
    ხველების დროს ჯანჯაფილი გიშველით
    გთავაზობთ მკითხველის მიერ გამოგზავნილ სამკურნალო რეცეპტს, რომელიც ხველის დროს გამოგადგებათ.
    სრულად

    სამკურნალო წერილები

    კვლიავისა და კამის თესლის ნაყენი ყაბზობის წამალია
    კვლიავისა და კამის თესლის ნაყენი ყაბზობის წამალია
    სრულად

    სამკურნალო წერილები

    პროსტატიტის დროს კაკლის უღლების ნაყენი მოგგვრით შვებას
    პროსტატიტის დროს კაკლის უღლების ნაყენი მოგგვრით შვებას
    გთავაზობთ მკითხველების მიერ გამოგზავნილ სამკურნალო რეცეპტს.
    სრულად

    პასუხები პრეპარატ ბიფლაზიმთან დაკავშირებულ კითხვებზე - მკურნალი.გე

    ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

    პასუხები პრეპარატ ბიფლაზიმთან დაკავშირებულ კითხვებზე

    ბიფლაზიმი სხეულში მიმდინარე ანთებითი პროცესების, ამით გამოწვეული ტკივილისა და შეშუპების უებარი წამალია. იგი III ჯგუფის ფარმაცევტული პროდუქტია, რომელიც რეცეპტის გარეშე გაიცემა.ბიფლაზიმის ერთ კოლოფში წამლის 2 ფირფიტაა, თითოეულში კი 10 აბია.

    როგორ მიიღება? — ბიფლაზიმი ორალური გზით მიიღება. გარსის მქონე ეს აბები ორგანიზმში პირის ღრუდან უნდა მოხვდეს, ჭიქა წყლის დახმარებით. მისი დაღეჭვა საჭირო არაა, არამედ პირდაპირ იყლაპება. როგორც წესი, ექიმები პაციენტებს დღეში სამჯერ 1-2 აბს უნიშნავენ, მაგრამ საჭიროების მიხედვით შესაძლებელია, სპეციალისტმა დოზები შეცვალოს. თვითნებური მკურნალობა რეკომენდებული არაა.

    რისგან შედგება? — ბიფლაზიმში ორი მთავარი აქტიური კომპონენტი გვხვდება: ქიმოტრიფსინი და ტრიფსინი. დამხმარე ნივთიერებებია: აეროსილი, დექსტრატი, მაგნიუმის სტეარატი, პრეჟელატინიზირებული სახამებელი, სტეარინის მჟავა, აცეტონი, ცელაცეფატი, დიეთილფტალატი და სეპისპერსი ცისფერი K1009.

    როდის გამოიყენება? — ეს პრეპარატი ნებისმიერი მიზეზით გამოწვეულ ანთებას, მის თანმდევ ტკივილსა და შეშუპებას ებრძვის, ამიტომ სხვადასხვა სამედიცინო პრობლემისას გამოიყენება. მათ შორის:

    • ტრავმის მიღების, ოპერაციის შემდგომი შეშუპების ან ჰემატომების, დაჭიმულობისა და მოტეხილობისას;
    • ფარინგიტის, ლარინგიტის, სინუსიტის, ოტიტისა და ევსტაქიიტის დროს;
    • თვალის დაზიანების ან თვალის მიმდებარედ გამოვლენილი სისხლჩაქცევისას;
    • ბრონქებსა და ფილტვებში მიმდინარე ანთებისას;
    • კბილის ამოღების, პერიონდიტის, ღრძილის ანთების ან ყბა-სახის ქირურგიული ოპერაციისას;
    • მასტიტის, პერინეალური შეშუპებისა და მცირე მენჯის ღრუში მდებარე ორგანოების ანთებისას.

    როგორ მოქმედებს? — ბიფლაზიმი ანთებით პროცესებსა და შეშუპებას ქიმოტრიფსინისა და ტრიფსინის მეშვეობით ეწინააღმდეგება, რომლებიც საჭმლის მომნელებელი სისტემის ფერმენტებია. ისინი რამდენიმე სახის პრობლემას ებრძვის:

    • ორგანიზმის შემადგენელ ქსოვილებსა და ღრუ ადგილებში ანთებითი პროცესებისთვის დამახასიათებელი სითხის, ექსუდატის, დაგროვებისას ეს კომპონენტები ერთობლივად მოქმედებს. ამის წყალობით, პრობლემურ კერაში ცირკულაცია უმჯობესდება და ექსუდატი განიდევნება;
    • ქიმოტრიფსინისა და ტრიფსინის სინერგიული მოქმედებით ანთებით პროცესებთან ასოცირებული პეპტიდური კავშირები იშლება;
    • ბიფლაზიმი ცილებსა და პეპტიდებს ხლეჩს, რასაც პროტეოლოზი ეწოდება;
    • აქტიური კომპონენტები სხეულიდან ანთების გამო დაზიანებულ ან მკვდარ უჯრედებსაც აშორებს, რითაც შეხორცების პროცესი უმჯობესდება.

    სად შეიწოვება? — ბიფლაზიმის ტაბლეტები გასტრორეზისტენტულია. ისინი სხეულში მოხვედრის შემდეგ ნაწლავში იხსნება და მხოლოდ იქ შეიწოვება. შედეგად, მასში არსებული აქტიური კომპონენტები ანთების კერას აცხრობს.

    როგორი უკუჩვენებები აქვს? — ბიფლაზიმს სერიოზული უკუჩვენებები არ ახასიათებს. შესაძლებელია, ზოგიერთ პაციენტს ამ პრეპარატში შემავალი ქიმოტრიფსინისა და ტრიფსინის მიმართ განსაკუთრებული მგრძნობელობა გამოუვლინდეს. ასევე, იშვიათად: ალერგიული რეაქცია, მუცლის ტკივილი, დიარეა და შებერილობა.

    თუკი ადამიანს მკურნალობის დროს ინფექციაც აქვს, ბიფლაზიმთან ერთად ანტიბიოტიკის მიღებაა რეკომენდებული. ეს მედიკამენტი ანთების კერაში ანტიბიოტიკების გახსნას აუმჯობესებს, ყველაზე კარგი შედეგები კი ყელ-ყურ ცხვირის მიმდებარედ, ფილტვებში, ბრონქებსა და პირის ღრუში შეინიშნება.

    R