საქართველოში პირველი კლინიკური უნარების სიმულაციური სწავლების ცენტრი 20 წლისაა - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

საქართველოში პირველი კლინიკური უნარების სიმულაციური სწავლების ცენტრი 20 წლისაა

შეიქმნა “კლინიკური ჩვევების ცენტრალური ლაბორატორია”, რომელსაც შემდეგში შეეცვალა სახელი და დღეისათვის თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში ფუნქციონირებს როგორც „ კლინიკური უნარების და მულტიდისციპლინური სიმულაციის ცენტრი“. ეს ის პერიდი იყო, როცა ანალოგიური ცენტრები ევროპაშიც კი თითზე ჩამოსათვლელი იყო.

images-1729076387.jfif

კლინიკური უნარების და მულტიდისციპლინური სიმულაციის ცენტრის დაარსებიდან 20 წლისთავისადმი მიძღვნილი საზეიმო ღონისძიება გაიმართება 2024 წლის 16 ოქტომბერს, ხოლო სამეცნიერო პრაქტიკული კონფერენცია საქართვერლოს უნივერსიტეტების აკადემიური და მოწვეული პერსონალისა და სტუდენტების მონაწილეობით გაიმართება 2024 წლის 17 ოქტომბერს თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ადმინისტრაციული კორპუსის I საკონფერენციო დარბაზში .

კონფერენციას მიესალმებიან:

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის რექტორი პროფ. ირაკლი ნატროშვილი;

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამისნიტროს წარმოამდგენელები;

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს წარმომადგენლები.

კონფერენციას ვიდეო მიმართვით მიესალმება სიმულაციების ევროპული ასოციაციის- SESAM- პრეზიდენტის პიერ ლუიგი ინგრასიასი. ხოლო ექიმი ანესთეზიოლოგი ულუფერ სივრიკაია. Rahmi M. Koç ინტერვენციული მედიცინის, განათლებისა და სიმულაციის აკადემიის (RMK AIMES) სამედიცინო დირექტორი. SESAM -სიმულაციების ევროპული ასოციაციის აღმასრულებელი კომიტეტის ყოფილი წევრი ( 4 წლის განმავლობაში), პრეჰოსპიტალური პრაქტიკის საზოგადოების (CoP) ვიცე-პრეზიდენტი- წარმოადგენს ხედვას და კონცეფციას SESAM -ის ( სიმულაციების ევროპული ასოციაციის) პრაქტიკის საზოგადოების( CoP) ჩამოყალიბების შესახებ. აღნიშნული ინიციატივა კიდევ უფრო დააახლოებს თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის სიმულაციური პრაქტიკის ევროპულ სტანდარტებთან.

კონფერენციას მიესალმებიან და თავის მოსაზრებებს SESAM -ის ( სიმულაციების ევროპული ასოციაციის) პრაქტიკის საზოგადოების (CoP) ჩამოყალიბების შესახებ გამოთქვამენ საქართველოში უმაღლესი სამედიცინო განათლების აკრედიტებული პროგრამების ხელმძღვანელები.