როგორ გარდაქმნა Signify-მ დოკუმენტბრუნვა სამედიცინო სფეროში - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

როგორ გარდაქმნა Signify-მ დოკუმენტბრუნვა სამედიცინო სფეროში

საკანონმდებლო სტანდარტები უფრო და უფრო უახლოვდება დასავლურ მიდგომებს, რაც პაციენტების პერსონალური მონაცემების კანონის დაცვით დამუშავებასა და შენახვას გულისხმობს. ამავდროულად, საერთაშორისო აკრედიტაცია და სერტიფიცირება უდიდეს ძალისხმევას მოითხოვს საოპერაციო პროცესების სტანდარტიზაციის მიმართულებით.

შესაბამისად Signify-ს პლატფორმით დღითი დღე უფრო მეტი სამედიცინო დაწესებულება ინტერესდება, რომლებიც პროცესების გაციფრულებით ცდილობენ მომსახურების, საოპერაციო, ფინანსური თუ HR დოკუმენტბრუნვის გამარტივებას.

დოკუმენტბრუნვის გამარტივებისთვის კომპანიები Signify-ს ვებ-პლატფორმასა და ხელმოწერის ელექტრონულ პადებს, პლანშეტისმაგვარ ფიზიკურ მოწყობილობებს იყენებენ.

Signify პადები, როგორც პაციენტის რეგისტრაციის მარტივი და მოსახერხებელი გზა

Signify-ის მიერ დანერგილი ციფრული ხელმოწერის მეთოდოლოგია კი, რომელიც ახლა უკვე ფიზიკური მოწყობილობის, პადების, სახითაც არის ხელმისაწვდომი, სრულად ამარტივებს რეგისტრაციის პროცესს. წარმოიდგინეთ, რომ პაციენტი ყველა საჭირო დოკუმენტზე ხელს აღარ აწერს ათობით ფურცელზე, პერსონალს კი არ უწევს პაციენტთან, პრინტერთან და კომპიუტერთან ერთდროული “თანამშრომლობა”, რათა რეგისტრაცია დაასრულოს.

თამარ იოსელიანი , კლინიკა თიმის მთავარი საოპერაციო ოფიცერი

“საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით, სამედიცინო დაწესებულებაში ამბულატორიული ვიზიტის დროს პაციენტს უწევს ხელი მოაწეროს უამრავ თანხმობის დოკუმენტს. აღნიშნული დოკუმენტების რაოდენობა არის ძალიან ბევრი, ვინაიდან თანხმობების დიდ ნაწილზე ხელს აწერ ყოველი ვიზიტის დროს. რაც თავის მხრივ პრობლემას ქმნის კლინიკისათვის.

ყველაზე დიდი პრობლემა რაც იყო, არის ის რომ აღნიშულ დოკუმენტზე ხელის მოწერის დროს პაციენტის მხრიდან ისმებოდა უამრავი შეკითხვა, რაც აფერხებდა პაციენტების ნაკადის მოძრაობას და ქმნიდა რიგს. მეორე მნიშვნელოვანი პრობლემა იყო უამრავი ფურცლის არსებობა, რაც თავის მხრივ იყო დასამენეჯმენტებელი, დასალაგებელი და დასაარქივებელი.”

Signify-ს ხელმოწერის პადები უკვე ცვლის გამოცდილებას ისეთ წამყვან კლინიკებში, როგორებიცაა კურაციო, რიხტერი, კლინიკა თიმი, Eu Dent-ი, ტატიშვილის ჯანმრთელობის ცენტრი და სხვა. ამ კლინიკებმა უშუალოდ გამოსცადეს, თუ როგორ აუმჯობესებს Signify-ის პადები რეგისტრაციის პროცესს და საშუალებას აძლევს მათ პერსონალს ფოკუსირდნენ ხარისხიან სერვისზე და არა ჩახლართულ ადმინისტრაციულ პროცესებზე.

Signify საოპერაციო პროცესებში

რეგისტრატურის გარდა, Signify-ს პლატფორმას HR, ფინანსურ და სხვა საოპერაციო პროცესებშიც შეხვდებით. იქნება ეს შრომითი ხელშეკრულებები, მიღება-ჩაბარებები, შესყიდვის ფორმები, სატენდერო დოკუმენტაცია თუ სხვა - ყველაფერი გაციფრულებადია, თანაც ისე, რომ პროცესები გამარტივდეს და ინდივიდუალურად მოერგოს კლინიკის მოთხოვნებსა და სტანდარტებს.

ჯანდაცვის სფეროს განვითარებასთან ერთად იზრდება მოთხოვნა სწრაფ, მარტივ და იურიდიულ სტანდარტებთან შესაბამის დოკუმნეტბრუნვის პროცესებზე. Signify ამ მიმართულებით გთავაზობთ მრავალფუნქციურ პლატფორმას, რომელიც არა მხოლოდ აციფრულებს დოკუმენტბრუნვას, არამედ ამარტივებს საოპერაციო პროცესებს და კლინიკებს აძლევს საშუალებას კონცენტრირდნენ მთავარზე: ხარისხიან მომსახურებაზე. იქნება ეს პაციენტთა რეგისტრაციის გაუმჯობესება თუ ოპერაციული პროცესების სტანდარტიზება, Signify ცვლის ჯანდაცვის სფეროში მუშაობის პროცესებს.

R