დიაბეტის გამარტივებული მენეჯმენტი: ინოვაციური გლუკომეტრის აპარატი პაციენტებისთვის
მაჩვენებელიც ყოველწლიურად საგრძნობლად იზრდება. სტატისტიკურად მსოფლიოში 422 მილიონი ადამიანია დიაბეტით დაავადებული და თანამედროვე სამყაროში, სადაც ჯანსაღი ცხოვრება იშვიათობად იქცა, მონაცემების მატებაც გარდაუვალია.
მიუხედავად იმისა, რომ ჩვენთან ჩამოყალიბებული კულტურით, ექიმთან ვიზიტი მხოლოდ კრიტიკულ სიტუაციებში ხდება და ჯერ კიდევ ვსწავლობთ სკრინინგის მნიშვნელობას, არსებობს ერთი მარტივი გამოსავალი იმისათვის, რომ პერიოდულად ვიკონტროლოთ სისხლში გლუკოზის შემცველობა და თავიდან ავირიდოთ სამომავლო გართულებები.
არა მხოლოდ დიაბეტით დაავადებულთათვის, არამედ ჯანმრთელი ადამიანისთვისაც კრიტიკულად მნიშვნელოვანია პერიოდული კონტროლი. ეს გვეხმარება, რომ საწყის ეტაპზევე აღმოვაჩინოთ პრე-დიაბეტის მდგომარეობა და სწრაფი რეაგირებით შევძლოთ მისი აღმოფხვრა.
სამედიცინო პროდუქციის და სერვისების პროვაიდერი კომპანია 4Hospitals, PSP-ს სააფთიაქო ქსელთან კოლაბორაციით, წარმოგიდგენთ Sinocare-ის Safe AQ Smart, უმაღლესი ხარისხის გლუკომეტრის აპარატს და ტესტ-ჩხირებს.
ბრენდი Sinocare მსოფლიოს წამყვან ხუთეულშია უმაღლესი ხარისხის გლუკომეტრის აპარატებისა და ტესტ-ჩხირების წარმოებით. კომპანიას ჰყავს 25 მილიონზე მეტი მომხმარებელი მთელ მსოფლიოში და ბიზნესს აწარმოებს 135 ქვეყანაში და რეგიონში 4300 თანამშრომლით.
Sinocare 2002 წლიდან ქმნის ჭკვიან, ხარისხიან და მაქსიმალურად ხელმისაწვდომ პროდუქციას, რადგან მისთვის მნიშვნელოვანია მაღალი ხარისხისა და დაბალი ფასის გაერთიანება.
აპარატის შეძენისას ისარგებლებთ:
- უვადო გარანტიით
- ტესტ-ჩხირების უწყვეტი მარაგით
- ხელმისაწვდომობით
- 24/7 ცხელი ხაზით
- მომსახურების ცენტრით
რატომ არის აუცილებელი სისხლში გლუკოზის დონის მონიტორინგი?
სისხლში გლუკოზის თვითკონტროლი დაგეხმარებათ თავი აარიდოთ მოსალოდნელ საფრთხეებს, როგორიცაა:
- გულ-სისხლძარღვთა დაავადებები
- თირკმელების დაავადება
- დიაბეტური ფეხი
- ვასკულოპათია
- რეტინოპათია
- ნეიროპათია და სხვა.
აუცილებელია სისხლში გლუკოზის მაღალი და დაბალი მაჩვენებლის დროული გამოვლენა, სწორი დიეტის, ფიზიკური დატვირთვისა და მედიკამენტის გეგმიური მიღება, გაუმჯობესებული ცხოვრების ხარისხი და ჯანსაღი განწყობის შენარჩუნება.
დიაბეტის თანმდევ სიმპტომებზე და დაავადებებზე დეტალური ინფორმაციის გასაგებად, შემოუერთდით Sinocare-ის ჯგუფს: დიაბეტი|დიაბეტის მართვა , გაგვიზიარეთ თქვენი გამოცდილებები და მიიღეთ უფასო რჩევები ექიმი-ენდოკრინოლოგისგან.
სიახლეები რომ არ გამოგრჩეთ, გამოგვყევით სინოქეას Facebook გვერდზე: https://www.facebook.com/profile.php?id=61551387686368
Sinocare- გაიტესტე ყველგან და ყოველთვის!
𝐒𝐢𝐧𝐨𝐜𝐚𝐫𝐞-ის ცხელი ხაზი: 𝟎𝟑𝟐 𝟐 𝟑𝟎𝟓 𝟏𝟐𝟎
მომსახურების ცენტრი: ლუბლიანას #28.
R