როგორ შევივსოთ ორგანიზმი ვიტამინებით შემოდგომის სეზონზე?
შემოდგომის დადგომასთან ერთად იცვლება გარემო პირობები: დღის ხანგრძლივობა მცირდება, ტემპერატურა ეცემა, შესაბამისად,
ადამიანის ორგანიზმს უწევს სეზონთან ადაპტაცია. აღნიშნული ცვლილებები კი მნიშვნელოვან გავლენას ახდენს ორგანიზმის ფიზიოლოგიურ პროცესებზე. კლიმატური ცვლილებების პარალელურად, იცვლება კვებითი ჩვევებიც. ზაფხულში, როდესაც ორგანიზმი მრავალფეროვანი საკვებიდან იღებდა საჭირო ნუტრიენტებს, ვიტამინებსა და მინერალებს, შემოდგომაზე იცვლება სეზონური პროდუქტები და შესაბამისად, ორგანიზმისთვის საჭირო მიკროელემენტებიც. მნიშვნელოვანია გავითვალისწინოთ, თუ რომელი ნივთიერებების დეფიციტს განიცდის ორგანიზმი ამ სეზონზე და რა ზომები უნდა მივიღოთ დეფიციტის თავიდან ასაცილებლად.
რკინა
რკინა წარმოადგენს ადამიანის ორგანიზმისთვის სასიცოცხლოდ აუცილებელ მიკროელემენტს. მიუხედავად იმისა, რომ რკინა ორგანიზმში მცირე რაოდენობით გვხვდება, მისი დეფიციტი იწვევს ისეთ მნიშვნელოვან ფიზიოლოგიურ ცვლილებებს, როგორებიცაა: ქრონიკული დაღლილობა და სისუსტე, სწრაფი გადაღლა და ჰიპერსომნია. რკინა შემოდგომის პერიოდში განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს, რადგან ამ სეზონზე, ამინდის გაუარესებასთან ერთად, ორგანიზმს თერმორეგულაციისთვის მეტი ენერგია ესაჭიროება.
ორგანიზმში რკინის ათვისება შემდეგი საკვები ნივთიერებებისგან ხდება: ღვიძლი, წითელი ხორცი, ლობიო (წითელი ლობიო, კუჭშავა, ბათუმელა, გურულა), მარცვლეული (ოსპი, მუხუდო), თხილეული (ნუში, ფსტა) და ჩირეული (გარგარი, ლიმონი, ნესვი, ხურმა).
თუთია
თუთია წარმოადგენს კიდევ ერთ აუცილებელ მიკროელემენტს, რომლის მნიშვნელობა შემოდგომის პერიოდში განსაკუთრებით იზრდება, ვინაიდან ამ დროს იმუნური სისტემა გაძლიერებული დატვირთვის ქვეშ იმყოფება. რადგან ადამიანის ორგანიზმს არ გააჩნია ამ მიკროელემენტის დამოუკიდებლად სინთეზის უნარი, აუცილებელია მისი რეგულარული მიღება საკვების სახით. მიუხედავად იმისა, რომ შემოდგომაზე იცვლება კვებითი ჩვევები, მნიშვნელოვანია ყოველდღიურ რაციონში გათვალისწინებულ იქნას თუთიის შემცველი პროდუქტები. მისი დეფიციტი იწვევს მეტაბოლიზმის შენელებას, საჭმლის მომნელებელი სისტემის ფუნქციის და ნერვული სისტემის გაუარესებას.
თუთიას ორგანიზმი ითვისებს: ცხოველური საკვებიდან (40%) - თევზი, საქონლის, ფრინველის ხორცი და მცენარეული საკვებიდან (20%) - თხილეული (ნუში, ქეშიუ) თესლეული (გოგრის გული, სელი), პარკოსნები (ლობიო, ოსპი, ბარდა) კარტოფილი, ტოფუ, მთლიანი მარცვლოვანი პროდუქტები (შვრია).
ვიტამინი D
D ვიტამინი ის ერთადერთი ვიტამინია, რომელსაც ორგანიზმი თავად გამოიმუშავებს, რისთვისაც მზის სხივებზე მეტი დროის გატარებაა საჭირო. ზოგადად, დღიური ნორმის 80-90% ამ გზით ივსება, დანარჩენს კი ორგანიზმი საკვები ნივთიერებებისგან იღებს. შესაბამისად, შემოდგომაზე მზის სხივების ნაკლებობასთან ერთად, ადამიანები D ვიტამინის დეფიციტსაც განიცდიან. ეს უკანასკნელი კი უარყოფითად აისახება არა მხოლოდ ძვლოვანი სისტემის ჯანმრთელობასა და იმუნურ ფუნქციაზე, არამედ ხელს უწყობს დეპრესიული მდგომარეობის განვითარებასაც.
შემოდგომა-ზამთრის პერიოდში D ვიტამინის ნორმის შევსება ორი გზით არის შესაძლებელი: საკვები პროდუქტების მიღება და სპეციალური საკვები დანამატების გამოყენება.
პროდუქტები, რომლებიც D ვიტამინს შეიცავს: თევზი, კვერცხის გული, წითელი ხორცი, ღვიძლი, ასევე ცხიმიანი რძის ნაწარმი და სოკო.
ვიტამინი C
C ვიტამინი, D ვიტამინისგან განსხვავებით, ადამიანის ორგანიზმში არ სინთეზირდება. შემოდგომის პერიოდში, ამინდის გაუარესებასთან ერთად, სეზონური რესპირატორული ინფექციებისა და გრიპის წინააღმდეგ ბრძოლაში ეს ვიტამინი განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს. ხოლო, მისი დეფიციტი კი სათავეა ისეთი სიმპტომების, როგორებიცაა: დაღლილობა, გაღიზიანებადობა, სახსრებისა და კუნთების ტკივილი.
რადგან ადამიანის ოგანიზმი ამ ვიტამინს ბუნებრივად ვერ გამოიმუშავებს, აუცილებელია მისი მიღება საკვების სახით.
C ვიტამინის შესანიშნავი წყარო ხილი და ბოსტნეულია. ციტრუსი, წითელი და მწვანე წიწაკა, კარტოფილი, ბროკოლი, ფორთოხლის წვენი - ეს კონკრეტული პროდუქტები შემოდგომა-ზამთრის სეზონზე მარტივად მოსაძიებელი და მოსამზადებელია.
ვიტამინი B12
ტემპერატურის ცვლილებასთან ერთად, შემოდგომაზე ვირუსული ინფექციების გავრცელების რისკი იზრდება, ორგანიზმს კი ამ დროს ყველაზე მეტად მტკიცე და ძლიერი იმუნური სისტემა სჭირდება. ვიტამინი B12 მნიშვნელოვან როლს ასრულებს იმუნური სისტემის გამართულ ფუნქციონირებაში, რაც ხელს უწყობს ორგანიზმის დაცვას სეზონური დაავადებებისგან. ამასთან ერთად, B12 უმნიშვნელოვანესია ნერვული სისტემის ჯანმრთელობისთვის.
ორგანზმში B12 საკვების ათვისება ძირითადად ცხოველური ნაწარმისგან ხდება, თუმცა ასევე მნიშვნელოვანია ბურღულეულიც: საქონლის, ფრინველის ხორცი, ზღვის პროდუქტები (ორაგული, თინუსი), კვერცხი, რძის პროდუქტები და ბურღულეული (წიწიბურა).
აღნიშნული პროდუქტების დიდი ნაწილის მომარაგება შესაძლებელია ონლაინ მაღაზიიდან „ჩემი მარაგი“, რომელიც მომხმარებელს 250 - მდე დასახელების მარცვლეულს, ბურღულეულს, ჩირეულსა და თხილეულს სთავაზობს სხვადასხვა მომსახურებებთან ერთად. ასორტიმენტი მოიცავს სხვადასხვა კატეგორიის საუკეთესო ხარისხის პროდუქტებს ქვეყანაში უკონკურენტო ფასად. საუკეთესო ონლაინ შეძენის გამოცდილება იქმნება ხელით ნარჩევი პროდუქტების სახლის კარამდე მიტანის სერვისით, რომელიც მოიცავს ნებისმიერი მოცულობის შეკვეთის შესაძლებლობასა და მთელი ქვეყნის მასშტაბით უფასო მიწოდებას.
- 032 2 42 47 97
- www.chemimaragi.ge
- www.facebook.com/chemimaragi