რატომ უნდა ჩაიტაროთ ულტრაბგერითი კვლევა 6 თვეში ერთხელ? - რადიოლოგი ლელა ბაინდურაშვილი - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

რატომ უნდა ჩაიტაროთ ულტრაბგერითი კვლევა 6 თვეში ერთხელ? - რადიოლოგი ლელა ბაინდურაშვილი

სამედიცინო დანიშნულებით ულტრაბგერები პირველად მე-20 საუკუნის შუა წლებში გამოიყენეს, რის შემდეგაც ის მალევე იქცა ერთ-ერთ სადიაგნოსტიკო საშუალებად. სამედიცინო დარგში პაციენტების ექოსკოპიური კვლევა პირველად მეორე მსოფლიო ომის შემდგომ პერიოდში დაინერგა. მთავარი როლი ექოსკოპიის დანერგვაში მიუძღვით იან დონალდსა და მის კოლეგებს გლაზგოში, გასული საუკუნის 50-იან წლებში. 60-იან წლებში უკვე მოხერხდა ულტრაბგერითი სკანერების მასიური წარმოება, რამაც ხელი შეუწყო მის ინტეგრირებას მედიცინაში. ამ ყველაფერს დაემატა ისიც, რომ ტექნოლოგია სწრაფი ტემპით ვითარდებოდა და შესაძლებელი გახდა ინოვაციების დანერგვა და აპარატების გაუმჯობესება. მისი განვითარების ადრეულ პერიოდში, ექოსკოპიის აპარატები მხოლოდ ერთგანზომილებიან, მოგვიანებით კი – ორგანზომილებიან გამოსახულებას ქმნიდა. დღეს კი თანამედროვე ულტრაბგერითი აპარატების საშუალებით მიიღება უმაღლესი ხარისხის და გარჩევადობის გამოსახულება, რაც კიდევ უფრო ღრმა სტრუქტურების შესწავლის შესაძლებლობას იძლევა.

ულტრაბგერითი კვლევის შესახებ დეტალურად “ნიუ ჰოსპიტალსის“ რადიოლოგი ლელა ბაინდურაშვილი გვესაუბრება.

რა ტიპის კვლევაა ულტრაბგერითი გამოკვლევა?

ულტრაბგერითი კვლევა არის მაღალი სიხშირის ტალღებზე დაფუძნებული კვლევა, რომელიც საშუალებას იძლევა შინაგანი ორგანოებიდან და რბილი ქსოვილებიდან მივიღოთ სტრუქტურული გამოსახულება, რისი მეშვეობითაც შეგვიძლია განვასხვაოთ ნორმა პათოლოგიისგან.

რომელი დაავადებების დიაგნოსტირების დროს მიმართავენ ულტრაბგერით კვლევას?

ულტრასონოგრაფიულ კვლევებს საკმაოდ ფართო გამოყენება აქვს მედიცინაში. თითქმის არ არის მედიცინის დარგი, რომელიც არ გამოიყენებს ექოსკოპიურ კვლევებს. ის მრავალი დაავადების დროს გამოიყენება, როგორებიცაა: თერაპიული, ქირურგიული, ენდოკრინოლოგიური, სამეანო-გინეკოლოგიური, ოფთალმოლოგიური, ნევროლოგიური, უროლოგიური, კარდიოლოგიური, ანგიოლოგიური, ონკოლოგიური, ტრავმატოლოგიური, რევმატოლოგიური დაავადებების დიაგნოსტირების დროს და ა.შ..

რას გვეტყვით აპარატის დასხივებაზე? არის თუ არა ის მავნე ადამიანის ჯანმრთელობისთვის?

ულტრასონოგრაფია არის არაინვაზიური კვლევის მეთოდი. მისი გამოსხივება არ არის მაიონიზებელი და შესაბამისად არ ახდენს უარყოფით გავლენას გამოსაკვლევ ობიექტზე. მისი ჩატარება თავისუფლადაა შესაძლებელი ბავშვებსა და მოზარდებზე. ამასთანავე, ის არ იწვევს უარყოფით ემოციებს პაციენტებში, ვინაიდან კვლევა უმტკივნეულოდ ტარდება. მინდა აღვნიშნო ის ფაქტიც, რომ ულტრასონოგრაფია ფინანსურად საკმაოდ ხელმისაწვდომია.

რა მომსახურებას სთავაზობს „ნიუ ჰოსპიტალსი“ პაციენტებს ულტრაბგერითი კვლევების მიმართულებით? რომელი აპარატით ხდება კვლევები?

„ნიუ ჰოსპიტალსი“ აღჭურვილია უახლესი ულტრასონოგრაფიული აპარატურით, რომელიც უზრუნველყოფილია ინოვაციური სპეციფიკაციებით. ჩვენს კლინიკაში სრულდება ექოსკოპიური კვლევების ფართო სპექტრი, პრაქტიკულად ყველა სისტემის ჩათვლით. ვემსახურებით ნებისმიერი ასაკის პაციენტს. ჩვენთან კეთდება: მუცლის ღრუს პარენქიმული ორგანოების, ქალისა და მამაკაცის რეპროდუქციული სისტემის, სახსრების, პერიფერიული ნერვების, რბილი ქსოვილების, ფარისებრი, სანერწყვე , სარძევე ჯირკვლების, თვალის, გულ-სისხლძარღვთა სისტემის დეტალური კვლევები და ა.შ.

თავად მე ვმუშაობ უახლეს აპარატზე Canon aplio a, რომლის საშუალებითაც დიდი სიზუსტით და მგრძნობელობით შეიძლება აღმოჩენილ იქნას უმცირესი პათოლოგიაც კი, შეფასდეს მასში უმცირესი სისხლმომარაგება. მაღალტექნოლოგიური აპარატურის საშუალებით შესაძლებელია კიდევ უფრო დეტალურად გავარჩიოთ ერთმანეთისგან კეთილთვისებიანი და ავთვისებიანი პათოლოგიების პარამეტრები. აპარატს აქვს ელასტოგრაფიის ჩატარების შესაძლებლობა, როგორც Strain Elastography(SE), ასევე Shear Wave Elastography(SWE), რომელიც ქსოვილების სიმკვრივის შესაფასებლად განკუთვნილი ინოვაციური არაინვაზიური, სწრაფი, უსაფრთხო და უმტკივნეულო ტექნოლოგიაა. ის ემყარება არაერთგვაროვანი ქსოვილის სიმკვრივის გამოვლენას, შეფასებას და შედარებას ჯანმრთელ ქსოვილთან. ძირითადად ვიყენებთ ღვიძლის ქსოვილის სიმკვრივის შესაფასებლად და ფიბროზის ხარისხის დასადგენად (F0, F1, F2,F3, F4).

რა პერიოდულობითაა რეკომენდებული გეგმიურად ულტრაბგერითი კვლევების ჩატარება დაავადებების გამოვლენის და პრევენციის მიზნით?

ულტრაბგერითი დიაგნოსტიკის ჩატარება რეკომენდებულია 6 თვეში ან წელიწადში ერთხელ მაინც, როგორც პროფილაქტიკური კვლევა. ეს პათოლოგიის ადრეულ ეტაპზე აღმოჩენაში გვეხმარება.

ვისაუბროთ დროული დიაგნოსტიკის მნიშვნელობაზე, რატომ არის მნიშვნელოვანი პროფილაქტიკური კვლევები? რამდენად იცვლება პაციენტების მიდგომა და დამოკიდებულება პროფილაქტიკური კვლევების მიმართ?

დროული დიაგნოსტიკა უზრუნველყოფს სწორი სამკურნალო ტაქტიკის შერჩევას და შესაბამისად, ჩატარებული მკურნალობის ეფექტურობასა და გართულებების თავიდან აცილებას.

ბოლო წლებში სხვადასხვა ასაკის პაციენტის მომართვიანობა პროფილაქტიკის მიზნით გახშირდა. ბევრი ოჯახი რუტინულად მოგვმართავს ექოსკოპიურ კვლევებზე წელიწადში ორჯერ, რაც ძალიან გასახარია.

საინტერესოა ის იშვიათდიაგნოზები, რომელიც პრაქტიკულ საქმიანობაში აღმოგიჩენიათ

18 წლიანი პრაქტიკული საქმიანობის განმავლობაში ბევრი იშვიათი და საინტერესო შემთხვევა მქონია. პროფილაქტიკურ კვლევებზე მოსული სხვადასხვა ასაკის პაციენტებთან ხშირად აღმომიჩენია ავთვისებიანი სიმსივნეები, მაგალითად, ფარისებრი ჯირკვლის, სარძევე ჯირკვლის, ღვიძლის, ელენთის, თირკმლის, შარდის ბუშტის, საკვერცხეების და ა.შ.

მინდა გავიხსენო პაციენტი, რომელიც ჩემთან მუცლის ღრუს პროფილაქტიკურ კვლევაზე მოვიდა. სრულიად შემთხვევით პანკრეასის თავზე ვნახე 5მმ ზომის წარმონაქმნი. პაციენტი სასწრაფოდ მაგნიტო-რეზონანსულ ტომოგრაფიაზე გავუშვი, სადაც დიაგნოზი დადასტურდა. ბიოფსია ვერ გაკეთდა, რადგან სიმსივნე უმცირესი ზომის იყო. ჩაუტარდა ოპერაცია და დადგინდა, რომ საქმე გვქონდა ავთვისებიანი სიმსივნის ნულოვან სტადიასთან. პაციენტის გადარჩენა სასწაულებრივად მოხერხდა. ულტრაბგერითი კვლევით პანკრეასის თავის ავთვისებიანი სიმსივნის ნულოვან სტადიაზე აღმოჩენა კი მსოფლიოში უიშვიათესი შემთხვევაა.

R