2024 წლის 28 სექტემბერს საერთაშორისო სამედიცინო კონფერენცია - „სამედიცინო სიახლეები ქირურგიაში“ ჩატარება - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

2024 წლის 28 სექტემბერს საერთაშორისო სამედიცინო კონფერენცია - „სამედიცინო სიახლეები ქირურგიაში“ ჩატარება

ამიერკავკასიის ექიმთა ლიგა პერიოდულად სტუმრობს საქართველოს რეგიონებს, სადაც მუდმივად ატარებს ადგილობრივი მოსახლეობისთვის საქველმოქმედო, უფასო გასინჯვებსა და ჰუმანიტარულ აქციებს. მისი ხელმძღვანელობითა და ინიციატივით, ათი (10) წლის მანძილზე, უფასო სამედიცინო მომსახურება გაეწია დაახლოებით 500000-მდე ადამიანს; ჩატარდა ასობით ტრენინგი და სემინარი, კვალიფიკაცია აიმაღლა 3000-მდე ექიმმა.

საქველმოქმედო აქციების დროს, ლიგისთვის ზრუნვის საგანს წარმოადგენს: მარტოხელა და მრავალშვილიანი დედების, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე, სოციალურად დაუცველი, იძულებით გადაადგილებული, ძალადობის მსხვერპლი ადამიანების დახმარება - სამედიცინო და უფლებების დაცვის კუთხით. ლიგა ეხმარება მათ საყოფაცხოვრებო საშუალებებით, ზრუნავს მათ რეაბილიტაციასა და სოციუმში ჩართვაზე.

განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ლიგის აქტივისთვის, სასაზღვრე ზოლში და მაღალმთიან რეგიონებში მცხოვრები ქალბატონების დროული და სწორი სამედიცინო დახმარების გაწევა. სწორედ ამიტომ, უკვე არაერთი აქცია განხორციელდა, მათთვის პრევენციული გასინჯვების, დიაგნოსტირების და მკურნალობისთვის სხვადასხვა პათოლოგიების აღმოსაფხვრელად.

ამიერკავკასიის ექიმთა ლიგას ქ. თბილისის მერიასთან ერთად აქვს განხორციელებული არაერთი წარმატებული პროექტი შეზღუდული შესაძლებლობის პირთა საზოგადოებაში ინტეგრირებისა და მათი ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით, მაგალითად: „აქტივობა ცვლის“; „ერთმანეთისთვის“. ამასთან ქ. თბილისის მერიის მხარდაჭერით, ლიგის ხელმძღვანელობა ყოველწლიურად ატარებს გრანდიოზულ ღონისძიებებს, ქვეყნის მასშტაბით საუკეთესო მედიკოსების გამოსავლენად, ღვაწლმოსილი ექიმებისა და პარტნიორების დასაჯილდოებლად, სხვადასხვა ნომინაციაში.

აღსანიშნავია, რომ ამიერკავკასიის ექიმთა ლიგის ხელმძღვანელობა მჭიდროდ თანამშრომლობს სხვადასხვა ქვეყნებთან საქართველოში სამედიცინო სიახლეების დანერგვის მიზნით.

2024 წლის 28 სექტემბერს ამიერკავკასიის ექიმთა ლიგა გეგმავს საერთაშორისო სამედიცინო კონფერენციის - „სამედიცინო სიახლეები ქირურგიაში“ ჩატარებას. კონფერენციაში მონაწილეებს მიენიჭებათ უწყვეტი პროფესიული განვითარების კრედიტ-ქულები კონკრეტული სამედიცინო სპეციალობებისთვის (ქირურგები - 6 უპგ ქულა, მომხსენებლები - 12 უპგ ქულა). ღონისძიება გაიმართება სასტუმრო Holiday Inn-ის საკონფერენციო დარბაზსა და ლაუნჯში, ქალაქის ცენტრში, მისამართზე: 26 მაისი მოედანი 1, თბილისი 0171.

კონფერენცია იწყება 9:30 რეგიტრაციით და გრძელდება 17:45 - მდე - სამეცნიერო ნაწილი ჯამურად 390 წუთი. მსვლელობისას გათვალსიწინებული ორი შესვენება კვებით: კოფი ბრეიქისა და ლანჩის სახით. მსმენელები და მომხსენებლები განთავსებულნი იქნებიან ერთ დიდ დარბაზში, ხოლო მიმდინარეობა დაყოფილი იქნება სამ სექციად, რომელთა ხელმძღვანელები იქნებიან ბატონები: დავით აბულაძე, ვლადიმერ გონჯილაშვილი, ხვიჩა ხაჯაველიძე. მისასალმებელი და დასამშვიდობებელი სიტყვით წარსდგებიან, ამიერკავკასიის ლიგის სახელით ქალბატონები: ბარბარე ბეზარაშვილი და მარი ბეზარაშვილი, ასევე სხვა მოწვეული საპატიო სტუმრები საქართველოს ჯანმრთელობის დაცვის სამინისტროდან და სხვა ოფიციალური სტრუქტურიდან. კონფერენციის მოდერატორია ქალბატონი მარიამ ბეზარაშვილი.

კონფერენციაზე მოხსენებით წარსდგებიან მომხსენებლები: დავით აბულაძე - მედიცინის აკადემიური დოქტორი, სამედიცინო ცენტრ „ინოვა“-ს ზოგადი და ბარიატრიული ქირურგიის განყოფილების ხელმძღვანელი, ასოციაციათა გაერთიანების ექსპერტი ზოგად ქირურგიაში; ვლადიმერ გონჯილაშვილი მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, ასოცირებული პროფესორი, თბილისის ცენტრსალური საავადმყოფოს დირექტორი; თურქული საუნივერსიტეტო კლინიკათა ქსელის „მედიკანას“ სპეციალისტი, რობოტული ქირურგიის ხელმძღვანელი, მსოფლიოში ცნობილი ზოგადი (ღია და დახურული მეთოდების) ქირურგი, მრავალი სამეცნიერო სტატიისა და მონოგრაფიის ავტორი, თურქეთის ქირურგთა ასოციაციის ბორდის წევრი, მედიცინის დოქტორი, პროფესორი ჰასან ბეკტასი; ასევე ოსმან კარა - მედიცინის დოქტორი, პროფესორი, თურქული საუნივერსიტეტო კლინიკათა ქსელის „მედიკანას“ წამყვანი ტრანსპლანტოლოგი, მრავალი ნაშრომისა და რეცენზიის ავტორი და სხვა წამყვანი სპეციალისტები.

კონფერენციის ფარგლებში განხილული ინფორმაცია ეფუძნება უახლეს საერთაშორისო გზამკლვლევებსა და ექსპერტთა რეკომენდაციებს. წარდგენილი მოხსენებები შეეხება ქირურგიის სხვადასხვა მიმართულების (ზოგადი, აბდომინალური, თორაკალური, ბარიატრიული, ონკოლოგიური და სხვ.) სიახლეებს, კერძო პრაქტიკიდან შემთხვევების განხილვას, პრე-, პერი და პოსტოპერაციული პერიოდის მართვას.

ამ კონფერენციის მიზანია ქირურგიის დარგში არსებული მკურნალობის უახლესი მეთოდების გაცნობა საქართველოს სამედიცინო საზოგადოებისათვის. აღნიშნული კონფერენცია არ ემსახურება ფარმაცევტული საშუალებებისა და სამედიცინო აღჭურვილობის რეკლამას, ის ხელს შეუწყობს ჩვენი ექიმების კვალიფიკაციის ამაღლებას, არის ინტერაქტიური, მოხდება კლინიკური შემთხვევბის, პაციენტთა დიაგნოსტიკისა და გამოკვლევის სქემის ალგორითმის განხილვა.

R