მითი ბედნიერების ჰორმონის შესახებ მეცნიერებმა გააქარწყლეს
ეს აჩვენა კვლევამ, რომელიც გამოქვეყნდა ჟურნალ Nature Communications-ში.
კვლევაში 50 ადამიანი მონაწილეობდა. მათგან ნახევარს ანალიზების ჩატარებამდე სეროტონინის დონის ასამაღლებელი პრეპარატი მიეცა, დანარჩენს კი არა.
მათ მიეცათ დავალებები სწავლის, მეხსიერების და ემოციების შესაფასებლად.
სეროტონინის გაზრდილმა დონემ ადამიანებს საშუალება მისცა უკეთ გააკონტროლონ თავიანთი ქცევა, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც განიცდიან წარუმატებლობას (როგორიცაა, მაგალითად, თამაშში ფულის დაკარგვა). თუმცა, მათი რეაქცია დადებით მოვლენებზე (ფულის მოგებაზე) არ შეცვლილა.
სეროტონინის დონის მატებამ ასევე გააუმჯობესა სხვადასხვა ტიპის მეხსიერება. ნაშრომმა აჩვენა, რომ სეროტონინი მნიშვნელოვან როლს თამაშობს ნეგატიურ ინფორმაციაზე რეაგირებაში და არა პოზიტიური ინფორმაციის გაძლიერებაში.
მეცნიერთა შედეგები ხელს შეუწყობს დეპრესიის მიზეზების უკეთ გააზრებას.
"სეროტონინს ხშირად უწოდებენ "ბედნიერების ჰორმონს", მაგრამ, ალბათ, დროა ვიფიქროთ, როგორც "არც ისე ცუდ ჰორმონზე", - აღნიშნეს მეცნიერებმა.