ელიავას ფაგოთერაპიის ცენტრი - ბაქტერიოფაგის კლინიკის ექიმები ოქსფორდში, ფაგების საერთაშორისო კონფერენციაზე მოხსენებით წარდგნენ
2-3 სექტემბერს ოქსფორდში გამართულ საერთაშორისო კონფერენციაში Phages 2024 – 14th International Conference მიიღეს მონაწილეობა. ეს გახლავთ მსოფლიოს რანგის კონფერენცია, რომლის მონაწილეებიც ფაგების, მისი შესაძლებლობების, უახლესი კვლევების და კონკრეტული წარმატებული სამედიცინო შემთხვევების შესახებ მსჯელობენ და ერთმანეთს გამოცდილებას უზიარებენ. საქართველო აღნიშნულ ღონისძიებაში უკვე მეორე წელია მონაწილეობს. 2023 წელს ექიმებმა წარადგინებსელიავას ფაგოთერაპიის ცენტრის საქმიანობისზოგადი მიმოხილვა. მიმდინარე წელს კი მაღალი დაინტერესებიდან გამომდინარე ქართველმა ექიმებმა უცხოელ კოლეგებს მსოფლიოს უამრავი ქვეყნიდან კონკრეტული სამედიცინო შემთხვევები და მათი წარმატებული მართვის შედეგები გააცნეს.
,,ანტიმიკრობული რეზისტენტობის პრობლემატიკამ (რომელიც ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ 21-ე საუკუნის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს საფრთხედ გამოაცხადა), ფაგების პოპულარობა უფრო და უფრო გაზარდა, შესაბამისად, ფაგოთერაპია ძალიან აქტუალური გახდა და მთელი სამყარო ამ დარგის განვითარებასდიდი ინტერესით უყურებს. სწორედ ამფონზე ჩვენი ქვეყნისა და ინსტიტუტის მიმართ დაინტერესება კიდევ უფრო გაიზარდა.
ელიავას ფაგოთერაპიის ცენტრი - უკვე 15 წელია ელიავას კონსორციუმის ფარგლებში არსებობს, ამ წლების განმავლობაში კლინიკამ უდიდესი გამოცდილება დავაგროვეთ და ამიტომაც, მაღალი დონის ღონისძიებებზე მომხსენებლებად ხშირად გვიწვევენ. ასე მოხდა ამჯერადაც. ოქსფორდში გამართულ კონფერენციაზე ორი მიმართულებით გავუზიარეთ კოლეგებს ჩვენი გამოცდილება. ეს გახლავთ ფაგების ეფექტურობა საშარდე გზების ინფექციების და სასუნთქი სისტემის დაავადებების დროს. ღონისძიებას ესწრებოდნენ ასევე მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის წარმომადგენლები (WHO), რომლებმაც აღნიშნეს, რომ ჩვენ, სხვა ქვეყნებთან შედარებით ძალიან წინ ვართ. დიდი იყო გამოხმაურება სხვადასხვა ქვეყნის სპეციალისტების მხრიდანაც“, - განაცხადა დეა ნიჟარაძემ.
მარიამ დადიანმა საუბარში ასევე აღნიშნა, რომ გასულ წელთან შედარებით, წელს ელიავას ფაგოთერაპიის ცენტრის მიმართ ინტერესი კიდევ უფრო გაიზარდა. კლინიკას პაციენტები 84 -ზე მეტი ქვეყნიდან ჰყავს. მათ შორისაა: გერმანია, ნიდერლანდები, აშშ, იაპონია, საფრანგეთი და სხვა.
„ოქსფორდის კონფერენციაზე დარგის წამყვანი სპეციალისტები ყოველწლიურად იკრიბებიან და განიხილავენ სფეროში მიმდინარე სიახლეებს, მიღწევებს, კვლევებს, სტატიებს. შარშან ჩვენი ზოგადი წარდგენა, სტატისტიკური მიმოხილვა და ტენდენციების გაზიარება მოხდა. წელს კიდევ უფრო გაიზარდა ინტერესი სამედიცინო შემთხვევების მართვასთან დაკავშირებით, ამის გამო, ჩვენ პრეზენტაციაში წარმოვადგინეთ საშარდე და სასუნქი სისტემის ხანგრძლივად მიმდინარე ინფექციური დაავადებების მართვა ფაგოთერაპიის საშუალებით. საშარდე სისტემის დაავადების განხილვისას წარმოავადგინეთ ორი შემთხვევა, პაციენტები 10 და 1 წლიანი ანამნეზით, სადაცფაგოთერაპია თანაბრად ეფექტური აღმოჩნდა. ეს მაგალითები ნათლად მეტყველებს იმაზეც, რომ ფაგების ეფექტურობა არ არის დამოკიდებული დაავადების ხანგრძლივობაზე.
სასუნთქი გზების ინფექციების მიმართულებით კი კოლეგებს გავაცანით ფრანგი პაციენტის ქეისი, რომელსაც აქვს ერთ-ერთი იშვიათი დაავადება- მუკოვისციდოზი (ცისტური ფიბროზი). ამ პაციენტმა ჩვენს კლინიკას პირველად 10 წლის წინ, 43 წლის ასაკში მომართა დასახმარებლად. მის მდგომარეობას ართულებდა ის ფაქტიც, რომ მის სეკრეტში აღმოჩენილი ინფექცია ყველა ჯგუფის ანტიბიოტიკის მიმართ რეზისტენტული იყო, რის გამოც ერთადერთი გამოსავალი, მისთვის ფილტვის გადანერგვა იყო.ფაგოთერაპიის კურსისგავლის შემდეგ მისი მდგომარეობა იმდენად გაუმჯობესდა, რომ ფრანგმა ექიმებმა ის ტრანსპლანტაციის მომლოდინეთა სიიდან ამოიღეს. წლებია მას ანტიბიოტიკი აღარ დასჭირვებია, ის პერიოდულად იტარებს ფაგოთერაპიის კურსს. მისი ცხოვრების ხარისხი საგრძნობლად გაუმჯობესდა.
როგორც უკვე აღვნიშნეთ, ჩვენს მიერ წარმადგენილმა შემთხვევებმა უდიდესი ინტერესი გამოიწვია, გამოხმაურება ძალიან დიდი იყო. მსოფლიო მივიდა დასკვნამდე, რომ ფაგოთერაპია მომავლის მედიცინაა. აუცილებელია ინტენსიურად ვიმუშაოთ მის განვითარებაზე, რადგან ანტიმიკრობული რეზისტენტობით გამოწვეული ლეტალური მაჩვენებლები წლიდან წლამდე იზრდება,“ - განმარტავს მარიამი.
„ფაგი არის ვირუსი, რომელიც ბუნებაში თავისუფალი სახით არსებობს და ანტიბიოტიკებისგან განსხვავებით კლავს მხოლოდ ცუდ ბაქტერიებს, მას უკუჩვენება არ გააჩნია. თუკი ბაქტერია გამოიმუშავებს რეზისტენტობას გარკვეულ ფაგზე, ყოველთვის არსებობს ახალი ფაგის მოძიების შესაძლებლობა. მეორეს მხრივ, ანტიბიოტიკი არ არჩევს კარგ და ცუდ ბაქტერიას, ის ორივე მათგანს ანადგურებს. შედეგად ირღვევა მიკრობიომი, რასაც გართულებები მოჰყვება ხოლმე. ფაგს ეს გვერდითი ეფექტი არ ახასიათებს. უფრო მეტიც, იგი აღადენს მიკრობიომს და ამავე დროს ავლენს იმუნომოდულატორის ფუნცქებს. სწორედ ამიტომ არის ფაგები მომავლის მედიცინა, რომლის მიმართაც გლობალური დაინტერესება საოცარი ტემპით იზრდება,“ - დაამატა დეა ნიჟარაძემ.
ელიავას ფაგოთერაპიის ცენტრი თბილისში 2009 წლიდან არსებობს. თავისი შედეგებით ის ლიდერია მსოფლიოში. მას ზურგს უმაგრებს საუკუნოვანი გამოცდილების მქონე "გ. ელიავას სახელობის ბაქტერიოფაგიის, მიკრობიოლოგიისა და ვირუსოლოგიის ინსტიტუტი".რომელიც დაარსდა 1923 წელს ქართველი მეცნიერის გიორგი ელიავას მიერ. მის განვითარებაში ძალიან დიდი წვლილი შეიტანა ფელიქს დერელმა. ამ 100 წლის განმავლობაში ბაქტერიოფაგიის ინსტიტუტს არ შეუწყვეტია ფაგების კვლევისა და გამოყენების მიმართულებით სამეცნიერო საქმიანობა.
R