73 წლის ქალმა ფსიქოლოგთან მუშაობის წყალობით 68 კილოგრამი დაიკლო
მორინ ჰაგარს ბავშვობიდანვე ჰქონდა პრობლემები ჭარბ წონასთან და ჭამასთან დაკავშირებით. ჯერ კიდევ მაშინ, ფსიქიატრმა დედას უთხრა, რომ ის ვერასოდეს მიაღწევდა სწავლაში წარმატებას და დიდი ალბათობით დარჩებოდა ოჯახის გარეშე.
ამის შემდეგ აგარი ცხოვრობდა იმ განცდით, რომ მან მშობლებს იმედი გაუცრუა. ძმებმა და დებმა მას ყურება დაუწყეს და გოგონამ უფრო მეტის ჭამა დაიწყო, რათა ნაკლები ენერვიულა.
მას შემდეგ რაც მიაღწია სრულწლოვნებას, ჰაგარი, მიუხედავად, არსებული აზრისა, დაქორწინდა და შეეძინა ვაჟი. თუმცა ბიჭს აუტიზმის სპექტრის აშლილობის დიაგნოზი დაუსვეს, რის გამო მას ბრაზის გამოხტომები და სხვა პრობლემები ჰქონდა.
ცდილობდა რა გამკლავებოდა თავისი ახალი პასუხისმგებლობის ტვირთს, ჰაგარმა კვლავ იპოვა ნუგეში საჭმელში. ამ პერიოდში ამერიკელი ქალის წონამ 180 კილოგრამს მიაღწია. მას დიაბეტის დიაგნოზი დაუსვეს, პრობლემები ჰქონდა სახსრებზე და აღენიშნებოდა არტერიული ჰიპერტენზია. ექიმები ცდილობდნენ დაეყოლიებინათ იგი რათა წონაში დაეკლო.
- ჰაგარმა რამდენჯერმე სცადა წონის დაკლება, მაგრამ შედეგი ვერ მიიღო. მხოლოდ მას შემდეგ, რაც 72 წლის ასაკში ტრენერსა და ფსიქოლოგ დერეკ კონვეის შეხვდა, ამერიკელმა ქალმა ზედმეტი კილოგრამების დაკლება დაიწყო. პროგრესი აღინიშნა, როდესაც მათ დაიწყეს მუშაობა ჰაგარის ბავშვობის ტრავმაზე.
საკვებზე დამოკიდებულების აღმოფხვრის შემდეგ ქალმა დაიწყო რეგულარულად ვარჯიში და კალორიების დეფიციტის შენარჩუნება. კვირაში ხუთჯერ ვარჯიშობდა. შედეგად მან ერთ წელიწადში 68 კილოგრამი დაიკლო.
ჰაგარი არ აპირებს გაჩერებას. ახლა მას სურს კუნთების მასის მომატება და გაძლიერება, რათა შეძლოს უფრო აქტიური ცხოვრების წესის წარმართვა.