ულტრაბგერითი კვლევით ადრეული დიაგნოსტირება წარმატებული მკურნალობის წინაპირობაა - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

ულტრაბგერითი კვლევით ადრეული დიაგნოსტირება წარმატებული მკურნალობის წინაპირობაა

დღეს უახლესი ტექნოლოგიების გარეშე მაღალი დონის სამედიცინო მომსახურების მიღება ფაქტობრივად შეუძლებელია. ამ მიმართულებით მნიშვნელოვანი სიახლეა GE-ს უახლესი თაობის ულტრაბგერითი აპარატი LOGIQ Fortis, რომლითაც სულ ახლახან „ნიუ ჰოსპიტალსი“ აღიჭურვა.

LOGIQ FORTIS წარმოადგენს ახალი თაობის, მრავალფუნქციურ და მძლავრ ულტრაბგერით აპარატს, რომელიც გამოსახულების განსაკუთრებული ხარისხით და სიმძლავრით უზრუნველყოფს მაღალი სანდოობის კვლევას სხეულის ნებისმიერ არეში.

„ნიუ ჰოსპიტალსის“ რადიოლოგი ნინო ღამბაშიძე აღნიშნავს, რომ მედიცინაში თანამედროვე ტექნოლოგიების გარეშე სიზუსტის, სისწრაფისა და შედეგების სანდოობის უზრუნველყოფა შეუძლებელია. ახალი აპარატისა და მისი ფუნქციების შესახებ ექიმი რადიოლოგი დეტალურად გვესაუბრება.

მოგვიყევით ახალი აპარატის ფუნქციების, მისი უპირატესობების შესახებ

ზოგადად, თანამედროვე და მაღალტექნოლოგიური აპარატის გამოყენება ულტრაბგერითი კვლევის დროს ძალიან მნიშვნელოვანია როგორც პაციენტისთვის, ასევე ექიმისთვის. რაც უნდა მაღალკვალიფიციური ექიმი იყო, თუ არ გაქვს ტექნოლოგიური მხარდაჭერა, შეუძლებელია სიზუსტის, სისწრაფისა და შედეგების სანდოობის უზრუნველყოფა.

ჩვენი ახალი აპარატი საშუალებას გვაძლევს მაღალი ხარისხით და სიზუსტით ჩატარდეს კვლევა, რაც ზრდის შედეგების სანდოობას და ამცირებს შეცდომების რისკს.

GE-ს უახლესი თაობის ულტრაბგერითი აპარატი LOGIQ Fortis ბოლო თაობის ექსპერტული აპარატია, რომელშიც ინტეგრირებულია ხელოვნური ინტელექტი (AI), რაც მნიშვნელოვან როლს ასრულებს დიაგნოსტიკის პროცესში. AI ტექნოლოგია აუმჯობესებს კვლევის სიზუსტეს, ამცირებს კვლევის ხანგრძლივობას და ექიმს უფრო ეფექტიანი გადაწყვეტილების მიღებაში ეხმარება. AI-ის მეშვეობით აპარატი ავტომატურად ამოიცნობს პათოლოგიერ კერებს, მაგალითად, ფარისებრი ჯირკვლის კვლევის დროს ის ავტომატურად ეძებს კვანძებს, ზომავს და დინამიკაში ახდენს მონაცემების წინა კვლევებთან შედარებას. ამ გზით შესრულებული კვლევა და დიაგნოსტიკა, რა თქმა უნდა, უფრო ობიექტურია.

აპარატის ორი გამორჩეული ფუნქცია კი Shear Wave ელასტოგრაფია და UGAP - ულტრაბგერითი მართვადი შესუსტების პარამეტრი გახლავთ. ეს ფუნქციები დიაგნოსტიკურ შესაძლებლობებს მნიშვნელოვნად გვიზრდის.

რას ნიშნავს UGAP და კონკრეტულად რომელი დაავადებების დიაგნოსტიკაში აქვს მას გადამწყვეტი როლი?

ის ძირითადად ორიენტირებულია ღვიძლის დაავადებების მართვაზე. UGAP გამოიყენება ღვიძლის არაალკოჰოლური ცხიმოვანი დაავადების მქონე პაციენტებში სტეატოზის რაოდენობრივი განსაზღვრისა და ხარისხის შესაფასებლად (S1-S2-S3). წარმოიდგინეთ, რომ ეს არის ე.წ. „ცხიმის დეტექტორი“, რომელიც გვაჩვენებს რამდენი ცხიმია დაგროვებული ღვიძლში.

ეს ძალიან მნიშვნელოვანი საკითხია თანამედროვე მედიცინაში, რადგან ღვიძლის არაალკოჰოლური ცხიმოვანი დაავადება სულ უფრო ხშირად გვხვდება. დაგვიანებული გამოვლენის შემთხვევაში ის სერიოზულ პრობლემებს იწვევს.

UGAP საშუალებას აძლევს ექიმს, უფრო ზუსტად განსაზღვროს დაავადების სტადია, დაგეგმოს ეფექტიანი მკურნალობა და აკონტროლოს შედეგი.

რომელი ორგანოების კვლევის დროს გამოიყენება Shear Wave ელასტოგრაფია?

Shear Wave ელასტოგრაფია ინოვაციური ტექნოლოგიაა, რომელიც საშუალებას გვაძლევს შევაფასოთ ქსოვილის სიმკვრივე, აღნიშნული შესაძლებლობა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია სიმსივნეების და ღვიძლის დაავადებების გამოვლენისთვის.

უფრო ხშირად ამ ფუნქციას ღვიძლის ფიბროზების გამოსაკვლევად ვიყენებთ. Shear Wave ელასტოგრაფია ღვიძლის სიმკვრივის განსაზღვრის არაინვაზიური, უმტკივნეულო და სწრაფი კვლევის მეთოდია, რომელიც ღვიძლის ფიბროზის ხარისხის დასადგენად გამოიყენება.

თქვენ ისაუბრეთ ღვიძლის დაავადებებსა და მათ დიაგნოსტირებაში ახალი აპარატის შესაძლებლობებზე. კიდევ რომელი ორგანოებისა და დაავადებების კვლევისთვის გამოიყენება GE LOGIQ Fortis?

აღნიშნული აპარატით ვატარებთ კვლევებს ფარისებრ ჯირკვლებზე, მკერდზე, სახსრებზე, რბილ ქსოვილებზე, მუცლის ღრუსა და მცირე მენჯის ღრუს ორგანოებზე და ა.შ. აპარატის დახმარებით შესაძლებელია მრავალი დაავადების ადრეულ ეტაპზე გამოვლენა, მათ შორისაა ონკოლოგიური დაავადებები, ფარისებრი ჯირკვლის, სარძევე ჯირკვლის, ღვიძლის, ნაღვლის ბუშტის და თირკმლების, ასევე გინეკოლოგიური პათოლოგიები და სხვა... აპარატი დატვირთულია პედიატრიული პროფილითაც. მაგალითად, ჩვილებში ხშირად ტარდება მენჯ-ბარძაყის სახსრის ულტრაბგერითი კვლევა დისპლაზიების გამოსარიცხად.

ზოგადად, რადიოლოგიას დიდი როლი აქვს დაავადებების ადრეული გამოვლენისა და პრევენციის პროცესში. რამდენად ხშირად მოგმართავენ პროფილაქტიკური კვლევებისთვის?

რა თქმა უნდა, ადრეული დიაგნოსტირება წარმატებული მკურნალობის ერთ-ერთი აუცილებელი წინაპირობაა. ადრეული დიაგნოსტიკის დროს სიმსივნეების განკურნებაც კი შესაძლებელია.

მინდა გითხრათ, რომ საქართველოში ნელ-ნელა იცვლება სამედიცინო მომსახურების მიღების კულტურა და სულ უფრო მეტი ადამიანი მოგვმართავს პროფილაქტიკური კვლევებისთვის. შესაბამისად, ჩვენც უფრო ხშირად გვყავს ჯანმრთელი პაციენტები, რაც მისასალმებელია.

R