ძაღლმა, სიმსივნის შეგრძნებით, პატრონი სიმსივნისგან იხსნა
- ამის შესახებ Daily Mail იუწყება. 65 წლის მამაკაცმა შეამჩნია, რომ მისი ძაღლის, სახელად ჯესი, ქცევა მოულოდნელად შეიცვალა. ძაღლმა ჩვეულებრივზე მეტად დაიწყო პატრონთან ჩახუტება.
ერთი წლის შემდეგ მამაკაცი მიხვდა, რომ ცხოველმა იგრძნო სიმსივნე, რომელიც დიდი ხნის განმავლობაში ვითარდებოდა ბრიტანელის სხეულში. კაცმა მიმართა ექიმს ცხვირის პოლიპის გამო. ჰისტოლოგიურმა კვლევამ აჩვენა, რომ ახალწარმონაქმნი ავთვისებიანი იყო.
ექიმებმა მოახერხეს პაციენტის გადარჩენა. პაციენტმა ურთულესი ოპერაცია გადაიტანა სასის და ყელის აღსადგენად. ქირურგებს მოუწიათ სიმსივნის გავრცელების შესაჩერებლად მარჯვენა მხარეს არსებული ლიმფური კვანძების და სანერწყვე ჯირკვლები ამოღება.
ბრიტანელი თვლის, რომ სწორედ მისმა ერთგულმა ძაღლმა წაახალისა მისი ექიმთან მისვლა და ამით სიცოცხლე გადაურჩინა.