„ბეტმენის“ 91 წლის ვარსკვლავი დღეგრძელობის საიდუმლოს ამხელს
ინგლისელმა მსახიობმა მაიკლ კეინმა გამოუშვა მემუარების ახალი წიგნი "Don't Look Back or You'll Stumble: My Guide to Life", რომელშიც, სხვა საკითხებთან ერთად, გაამხილა თავისი დღეგრძელობის საიდუმლო. მის სიტყვებს People ციტირებს.
„ბეტმენის“ 91 წლის ვარსკვლავის თქმით, თაყვანისმცემლები, მეგობრები და კოლეგები მას რეგულარულად ეკითხებიან, როგორ პოულობს ძალას, იცხოვროს და იმოქმედოს. კეინმა მიანიშნა, რომ დასვენებას არ გეგმავს.
„მათ ასევე სურთ იცოდნენ, რა მაძლევს მოტივაციას, რა მაღვიძებს დილით 90 წლის ასაკში და გავალ თუ არა ოდესმე პენსიაზე. ბოლო კითხვაზე პასუხი არის "არა!", დასძინა მან.
მსახიობმა დღეგრძელობის მთავარ საიდუმლოს ოპტიმიზმი უწოდა.
„მე დავინახე, როგორ გაიზარდა ახალი თაობა, მათ შორის ჩემი შვილიშვილებიც, რომლებიც მსოფლიოს ყველა გამოწვევისა და პრობლემის წინაშე დგანან. იმედი მაქვს, ისინი გაიგებენ, რომ მნიშვნელოვანია ოპტიმისტურად ყოფნა, მაშინ შეგიძლია შეაღო ნებისმიერი კარი“, - აღიარა კეინმა.