38 წლის ჩინელი ქალი დაღლილობის გამო საცხოვრებლად მოხუცთა თავშესაფარში გადავიდა
გაწერის შემდეგ მან გადაწყვიტა შეეცვალა ცხოვრება და მოხვდა მოხუცთა თავშესაფარში, სადაც შეეძლო დაესვენა, გამოჯანმრთელებულიყო და ყოველდღიური ცხოვრების უფრო ნელი ტემპით დამტკბარიყო.
- „ქალაქში ოდნავი ხმაურისგანაც კი მეღვიძება. თავს არაკომფორტულად ვგრძნობდი ასეთი ცხოვრებით“, - ამბობს ჩინელი ქალი. იანგი იხდის 370 დოლარს თვეში მოხუცთა თავშესაფარში ოთახში. ამ ფასში შედის საკვები და სამედიცინო დახმარება.
გარდა ამისა, დაწესებულება მდებარეობს თვალწარმტაც ადგილას, სადაც არის ხეხილის ბაღი და ცხოველები: ფარშევანგი და ირემი. ქალმა იქ სამი თვე გაატარა და ირწმუნება, რომ დაისვენა არა მხოლოდ ფიზიკურად, არამედ სულიერადაც.