AI რობოტმა მსოფლიოში პირველი სტომატოლოგიური ოპერაცია ჩაატარა (ნახეთ ვიდეო)
ამერიკული კომპანია Perceptive-ის რობოტმა მსოფლიოში პირველი ოპერაცია ცოცხალი ადამიანის კბილებზე ჩაატარა.
შესაბამისი პრესრელიზი განთავსებულია Businesswire-ის ვებგვერდზე.
რობოტმა შეძლო სრულიად ავტონომიური ოპერაციის შესრულება ავტომატური სტომატოლოგიური სისტემის გამოყენებით. რობოტმა გამოიყენა მანიპულატორები, ობიექტების 3D ვიზუალიზაციის სისტემა და ხელოვნური ინტელექტი (AI).
კომპანიის წარმომადგენლების თქმით, პროცედურის დაწყებამდე რობოტი სტომატოლოგი ამოწმებს პაციენტის პირის ღრუს და ადგენს მკურნალობის ეფექტურ კურსს. ტექნოლოგიას შეუძლია კბილის კარიესის აღმოჩენა 90 პროცენტზე მეტი სიზუსტით.
Perceptive აღნიშნა, რომ დიაგნოსტირების დროს პაციენტზე არ ხდება მაიონებელი გამოსხივების ზემოქმედება, როგორც ჩვეულებრივი რენტგენის სკანირებისას.
ინჟინრების თქმით, რობოტს შეუძლია გარკვეული დავალების შესრულება უფრო სწრაფად, ვიდრე ჩვეულებრივ ექიმს. ამგვარად, აპარატს შეუძლია გვირგვინების დაყენება 15 წუთში და ერთ ოპერაციაში, ხოლო ტრადიციული მკურნალობით პაციენტი ორჯერ უნდა ეწვიოს კლინიკას და გაიაროს ერთსაათიანი ოპერაცია.
Perceptive-ის დირექტორის კრის ცირიელოს თქმით, კომპანიას ახლა ყველგან არ შეუძლია მსგავსი ოპერაციების განხორციელება. აშშ-ს სურსათისა და წამლების ადმინისტრაციის (FDA) დასტურს დაახლოებით ხუთი წელი დასჭირდება.
ნახეთ ვიდეო - კადრები რობოტის მიერ ჩატარებული პირველი ოპერაციიდან.