ნაპოვნია დემენციასთან ბრძოლის უჩვეულო წამალი
ვიაგრა სასარგებლოა არა მხოლოდ ერექციული დისფუნქციის სამკურნალოდ, არამედ დემენციის პროფილაქტიკისთვისაც. ამის შესახებ აცხადებს ნევროლოგი ალასტერ უები - წერს Daily Mail.
- უები ამბობს, რომ დემენციის მოულოდნელი წამალი აღმოაჩინეს ინსულტის შემდეგ მსუბუქი გონებრივი ჩამორჩენის მქონე პაციენტების მკურნალობისას. მისი თქმით, კვლევამ აჩვენა, რომ ვიაგრაში შემავალი აქტიური ნივთიერება, სილდენაფილი, ზრდის სისხლის ნაკადს თავის ტვინის დიდ და პატარა სისხლძარღვებში და ზრდის მათი რეაგირების სიჩქარეს.
- ”ეს ორი ძირითადი ფაქტორი სისხლძარღვთა დემენციის ყველაზე გავრცელებული მიზეზებია”, - აღნიშნა უებმა.
სპეციალისტმა დასძინა, რომ ვიაგრას აქვს კარგი პოტენციალი, გახდეს ხელმისაწვდომი და უსაფრთხო საშუალება დემენციის პროფილაქტიკისთვის. ამისთვის, მისი აზრით, აუცილებელია ფართომასშტაბიანი კვლევების ჩატარება პაციენტების უფრო დიდი რაოდენობის მონაწილეობით.