როდის არის ლაქტაცია მტკივნეული და რატომ არის აუცილებელი რძის გამოწველა?
რატომ არის ძუძუთი კვება მნიშვნელოვანი როგორც ბავშვისთვის, ისე დედისთვის?
ძუძუთი კვების მთავარი უპირატესობაა ის, რომ ბავშვს უყალიბებს იმუნურ სისტემას, რადგან დედისგან გადაეცემა ანტისხეულები, რომელიც ვირუსებსა და ბაქტერიებს ებრძვის. ასევე, დედის რძით კვება ამცირებს სხვადასხვა დაავადების რისკს, მათ შორის, გასტროენტერიტის, პნევმონიის, 1 და 2 ტიპის დიაბეტის, ლეიკემიისა და სხვა გართულებების.
ბავშვს დედის რძის სახით მიეწოდება ყველა ის ნუტრიენტი, რაც მისი განვითარებისთვის არის საჭირო. სწორედ ამიტომ, ძუძუთი კვება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია პირველი 6 თვიდან 1 წლის განმავლობაში. გასათვალისწინებელია, რომ სწორად გამოკვების შემთხვევაში, ბავშვი 3 საათის განმავლობაში უნდა იყოს დანაყრებული.
ძუძუთი კვებას სარგებელი მოაქვს დედის ჯანმრთელობისთვისაც, რადგან ამ დროს აქტიურად იკუმშება საშვილოსნო, რაც ხელს უწყობს მისი ფიზიოლოგიური ზომების დროულ აღდგენას.
რა გართულებები შეიძლება ჰქონდეს ძუძუთი არასწორად კვებას და როგორ ავირიდოთ ისინი თავიდან?
დედების ნაწილისთვის ძუძუთი კვება მტკივნეული და არაკომფორტული პროცესია, რაც რიგ შემთხვევებში ლაქტაციასთან არსებული მითებითა და ინფორმაციის ნაკლებობით არის გამოწვეული. მთავარი პრობლემა არის კვების დროს დვრილების გაღიზიანება და ტკივილი, რის გამოც ვითარდება ნახეთქები. აღნიშნული გართულება კი ხელს უშლის ნორმალურ კვებას, რამაც შესაძლოა გამოიწვიოს ლაქტოსტაზი და შემდგომში ე.წ ლაქტაციური მასტიტი, რომელიც მედიკოსების აქტიურ ყურადღებასა და მკურნალობას საჭიროებს.
იმის გამო, რომ აღნიშნული პრობლემები ათობით ათას ქალს აწუხებს, განვითარებულ ქვეყნებში აქტიურად მიმდინარეობს ლაქტაციასთან დაკავშირებული საინფორმაციო კამპანიები და პროგრამები, რომელიც ბევრ დედას გამოწვევებთან გამკლავებაში ეხმარება. მთელი მსოფლიოს მასშტაბით 1-7 აგვისტოს აღინიშნება ძუძუთი კვების კვირეული, რომელიც ლაქტაციის პოპულარიზაციას, დედისა და ბავშვის მოვლის პროდუქციაზე ხელმისაწვდომობის გაზრდა და ინფორმაციის გავრცელებაა. აღნიშნულს კვირეულს საქართველოში PSP და ამერიკული ბრენდი „ლანსინოც“ აღნიშნავენ, რომლის ფარგლებშიც იმართება საინფორმაციო კამპანია და დედებს სხვადასხვა შეთავაზებით სარგებლობის შესაძლებლობა ეძლევათ.
„ლანსინო“ აწარმოებს უმაღლესი ხარისხის დედისა და ბავშვის მოვლის პროდუქციას, რომლის ხარისხი და უსაფრთხოება კვლევებით არის დადასტურებული და მას მსოფლიოს მასშტაბით ათასობით ოჯახი ენდობა.
„ლანსინომ“ შექმნა დედის საჭიროებებზე ადაპტირებული საშუალებები, რომელიც რძის გამოწველის და ძუძუს თავების მოვლის პროცესს ამარტივებს. ძუძუთი კვებით დაწყებისას როგორც წესი, საჭირო ხდება რძის გამოწველა, რათა გართულებები თავიდან ავირიდოთ. ასევე, იმ შემთხვევაში, თუ ბავშვი ძუძუს თავს არასწორად ეჭიდება, შეიძლება ამას გაღიზიანება და ნახეთქებით მოჰყვეს, რაც დედების ნაწილის გულის აცრუებას იწვევს ლაქტაციასთან დაკავშირებით.
„ლანსინოს“ მოვლის საშუალებები გვეხმარება, კომფორტულად გამოვიწველოთ რძე, წესების სრული დაცვით შევინახოთ ის და გაღიზიანების თავიდან ასაცილებლად ნატურალური, უსაფრთხო საშუალებით დავიმუშაოთ ძუძუს თავები, სანამ ბავშვი სწორ მოჭიდებას ისწავლის.
არსებობს სხვადასხვა ტიპის რძის საწველი ტუმბო, რომელიც უნდა შევარჩიოთ იმის მიხედვით, რამდენად ხშირად სჭირდება დედას გამოწველა და რისთვის: რძის შესანახად თუ გამოსათავისუფლებლად?
„ლანსინოს“ რძის გამოსაწველი ტუმბოები ყველა დედის საჭიროებებზეა მორგებული:
- ჰოსპიტალური სიმძლავრის ელექტროტუმბო – ამ აპარატს ყველაზე ეფექტურად შეუძლია რძის შეგროვება.
- პერსონალური ელექტროტუმბო – ასეთი გამოსაწველი მოწყობილობები უფრო მცირე ზომისაა, ვიდრე ჰოსპიტალური და კომფორტულია სატარებლად.
- ცალმხრივი გამოსაწველი მოწყობილობა – უფრო ნელა აგროვებს გამოწველილ რძეს, ვიდრე ჰოსპიტალური ან პერსონალური ელექტროტუმბო. ამ ტიპის გამოსაწველი ხელსაწყოები ძირითადად არის მექანიკური, თუმცა ხასიათდება ეფექტიანობით.
რძის გამოსაწველ ხელსაწყოს აუცილებლად უნდა ჰქონდეს სწორი ზომის თავი/მილი, რომელიც მაგრდება ძუძუზე, რათა არ დაზიანდეს დვრილი და რძის ნაკადიც შეესაბამებოდეს ნორმას. აპარატის შეძენამდე აუცილებლად გაზომეთ დვრილი, დაუმატეთ 3-4 მმ და შემდგომ შეიძინეთ შესაბამისი ზომის გამოსაწველი საშუალება.
როგორ შევინახოთ გამოწველილი რძე?
გამოწველილი რძის შენახვა სხვადასხვა ტემპერატურაზე სხვადასხვა დროით შესაძლებელი:
- ოთახის ტემპერატურაზე (25 - 27ºC-მდე) – მაქსიმუმ 4 საათის განმავლობაში;
- ყინულიან თერმოკონტეინერში – 24 საათამდე;
- მაცივარში (4˚C-ზე) – 4 დღის განმავლობაში;
- საყინულეში (–18°C) - ოპტიმალურია 6 თვე, თუმცა შესაძლებელია 12 თვემდე შენახვაც.
როგორ გამოვიყენოთ შენახული რძე?
თუ გაყინული რძის საკვებად გამოყენება გვსურს, ზედმიწევნით უნდა დავიცვათ შემდეგი წესები:
- გაყინული რძის გალღობა მაცივრის ტემპერატურაზე ღამის განმავლობაში მოთავსებითაა შესაძლებელი;
- ასევე შეიძლება გამდინარე თბილი წყლის ქვეშ გალღობა ან სპეციალური გამათბობლის გამოყენება.
გასათვალისწინებელია, რომ ნელი გალღობა მაცივრის ტემპერატურაზე მაქსიმალურად ინარჩუნებს დედის რძეში ცხიმის შემცველობას, ვიდრე თბილ წყალში გალღობა. ამასთან, რძის მიკროტალღურ ღუმელში გალღობა რეკომენდებული არ არის, რადგან ამ დროს მნიშვნელოვნად მცირდება დედის რძის იმუნური ფაქტორების ეფექტიანობა.
ძუძუთი კვებასთან დაკავშირებით ძირითადი წესების გათვალისწინებითა და მოვლის სწორი საშუალებების გამოყენებით შესაძლებელია, რომ ამ პროცესის დაწყებისას თავიდან ავიცილოთ ტკივილი და დისკომფორტი და ჩვენს პატარასაც საკმარისი რაოდენობით საკვები მივცეთ.
R