რა უნდა ვიცოდეთ თავის ტვინის მეტასტაზების შესახებ - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

რა უნდა ვიცოდეთ თავის ტვინის მეტასტაზების შესახებ

მკურნალობისსწორიტაქტიკანეიროქირუგიის, ონკოლოგიისადარადიოლოგიისერთობლივიმუშაობითშეირჩევა.

თავის ტვინში მეტასტაზების განვითარება იწვევს სხვადასხვა ფიზიკურ და ფსიქიკურ დარღვევებს. დაავადების ამ ეტაპზე ონკოლოგებისა და ნეიროქირურგების მთავარი ამოცანაა არა მხოლოდ სიცოცხლის შენარჩუნება, არამედ ცხოვრების ხარისხისაც. თავის ტვინში მეტასტაზების დიაგნოსტიკის ყველაზე ინფორმაციული მეთოდია მაღალი რეზოლუციის მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფია (MRI) კონტრასტული გაძლიერებით.

რა მეთოდებით მკურნალობენ თავის ტვინის მეტასტაზებს?

ნეიროქირურგიული ოპერაცია

ნეიროქირურგიული ოპერაციის ჩატარება, როგორც წესი, რეკომენდებულია ერთი დიდი (3 სმ-ზე მეტი დიამეტრის) მეტასტაზის ან ნებისმიერი ზომის მეტასტაზების არსებობისას, რომელიც იწვევს: თავის ტკივილს, გულისრევას, ცნობიერების დაქვეითებას.დიდისიმსივნისარსებობისას, რომელიციწვევსთავისტვინისძლიერკომპრესიასდაასევემძიმეპერიფოკალურშეშუპებას, თავისტვინისსიმსივნისმოცილება (მეტასტაზების) ხელსუწყობსპაციენტისმდგომარეობისსაკმაოდსწრაფგაუმჯობესებასადაშეშუპებისშემცირებას.

  • სიმსივნისრეციდივისალბათობანაოპერაციებმიდამოშიარისდაახლოებით 20%.
  • ოპერაციისჩატარებისშესაძლებლობისშემზღუდველიფაქტორიასხვათანმხლებიპათოლოგიისარსებობა (გულისკორონარულიდაავადება, დეკომპენსირებულიშაქრიანიდიაბეტიდაა.შ.).
  • მრავლობითი და/ან მცირე და/ან ღრმად განლაგებული თავის ტვინის და/ან სხვა ორგანოების მეტასტაზების არსებობა უმეტეს შემთხვევაში ქირურგიული მკურნალობის უკუჩვენებაა.

თავის ტვინის სხივური თერაპია

თავის ტვინის მეტასტაზების სამკურნალოდ, ცნობილი და ფართოდ ხელმისაწვდომი მეთოდია თავის ტვინის სხივური თერაპია. თავის ტვინის სხივური თერაპია (WBRT) იყო, პრაქტიკულად, ერთადერთი მეთოდი, რომელიც შესაძლებელს ხდიდა თავის ტვინის მრავალ მეტასტაზურ დაზიანებასთან ბრძოლას.

  • ნეიროკოგნიტურიდარღვევებისშესაძლოგანვითარებისგამო, თავისტვინისსხივურითერაპიატარდებამხოლოდერთხელდაავადებისმთელიკურსისგანმავლობაში.თავისტვინისსხივურთერაპიასარაქვსაშკარაალტერნატივამრავლობითი (10-ზემეტი) მეტასტაზისმკურნალობაში.
  • თავისტვინისსხივურითერაპიახშირადგამოიყენებასიმსივნეებისქირურგიულიმოცილებისშემდეგ, რათაშეამციროსრეციდივისალბათობაქირურგიულადგილზე, თუმცამეტასტაზებისზრდისკონტროლითავისტვინისსხივურითერაპიისშემდეგშემოიფარგლებასაშუალოდ 4-6 თვით, რისშემდეგაცშესაძლებელია, როგორცდასხივებულიმეტასტაზებისგანგრძობითიზრდა, ასევეახალიკერებისგამოჩენა.
  • საკამათოა, ამჟამინდელიმოსაზრებაიმისშესახებ, რომთავისტვინისსხივურითერაპიამიზანშეწონილიამეტასტაზებისპრევენციისთვის, თუმცაშესაძლოარელევანტურიიყოსმცირეუჯრედოვანიფილტვისკიბოსშემთხვევაში.
  • ამავდროულად, ავთვისებიანისიმსივნეებისზოგიერთიჰისტოლოგიურიტიპი, მაგალითად, მელანომა, თირკმელუჯრედოვანიკარცინომა, სარკომა, მდგრადიათავისტვინისსხივურითერაპიისმიმართ.
  • ამრიგად, თავის ტვინის სხივური თერაპია რჩება, თავის ტვინის მეტასტაზების გარკვეული ტიპების მკურნალობის ვარიანტად.

ქიმიოთერაპია

ქიმიოთრაპიული მედიკამენტების გამოყენება თავის მეტასტაზების მკურნალობის მნიშვნელოვანი კომპონენტია, თუმცა თავის ტვინის მეტასტაზური დაზიანების შემთხვევაში მკურნალობის ამ მეთოდის შესაძლებლობები და ეფექტურობა მკვეთრად შეზღუდულია ე.წ. ჰემატოენცეფალური ბარიერით (BBB) - ეს არის უჯრედული ულტრასტრუქტურა, რომელიც გამოყოფს მედულას სისხლის ნაკადისგან. მისი მთავარი მიზანია შეზღუდოს სხვადასხვა მავნე ნივთიერების ტვინში შეყვანა, ასევე გამორიცხოს კონტაქტი სხეულის საკუთარ იმუნურ სისტემასთან.

თანამედროვე ქიმიოთერაპიული პრეპარატების უმრავლესობა ეფექტურია პირველადი სიმსივნეების წინააღმდეგ, თუმცა თავის ტვინის სიმსივნეების შემთხვევაში მათ არ შეუძლიათ გავლენა მოახდინონ მეტასტაზებზე, რადგან ვერ აღწევენ ჰემატოენცეფალურ ბარიერს. იგივე პრეპარატები, რომლებიც კვეთენ ჰემატოენცეფალურ ბარიერს და გამოიყენება პირველადი ინტრაცერებრალური (არამეტასტაზური) სიმსივნეების სამკურნალოდ, ყოველთვის არ არის ეფექტური მეტასტაზური სიმსივნეების წინააღმდეგ. გვერდითი მოვლენები მოიცავს ხშირ რეაქციებს, როგორიცაა გულისრევა, ღებინება, თმის ცვენა და უფრო მძიმე შემთხვევებში, ძვლის ტვინის სისხლმბადი ფუნქციის დათრგუნვა. ამჟამად მიმდინარეობს სხვადასხვა კვლევები და ქიმიოთერაპიის სქემების შემუშავება ინტრაცერებრალური მეტასტაზებისთვის, მაგრამ მათი ეფექტურობა არ აღემატება 55-60%-ს.

სტერეოტაქსიური რადიოქირურგია Gamma Knife-ით

რადიოქირურგია Gamma Knife-ით გულისხმობს ერთ ფრაქციაში, მეტასტაზურ დაზიანებაზე მაიონებელი გამოსხივების მაღალი დოზის მიწოდებას. რადიოქირურგიის ეფექტურობა მეტასტაზების ზრდის კონტროლში საშუალოდ 92%-ს შეადგენს (82-დან 100%-მდე), რაც შეიძლება შევადაროთ ქირურგიისა და შემდგომი WBRT-ის კომბინირებული გამოყენების ეფექტურობას. ამ შემთხვევაში სიმსივნის ჰისტოლოგიურ ბუნებას და მის მდებარეობას თავის ტვინში ფუნდამენტური მნიშვნელობა არ აქვს. ნევროლოგიური გართულებები აღინიშნება პაციენტების მხოლოდ 4%-ში.

Gamma Knife-ით მკურნალობის ეფექტურობამ, არაინვაზიურობამ, პოსტოპერაციული პერიოდის არქონამ და მინიმალურმა ტოქსიკურობამ, რადიოქირურგია გამორჩეულ მეთოდაც აქცია თავის ტვინის მეტასტაზების მკურნალობაში. Gamma Knife-ით თავის ტვინის მეტასტაზის რადიოქირურგიული მკურნალობა, პრაქტიკულად არ მოქმედებს ზოგად მდგომარეობაზე. სისხლის ანალიზი და სხვა ორგანოთა მნიშვნელოვანი ფუნქციები არ იცვლება, არ ქვეითდება პაციენტის ზოგად მდგომარეობა და არ იცვლება მისი ყოველდღიური ცხოვრება. კონკრეტულ შემთხვევებში კი ის შეიძლება გაერთიანდეს სისტემურ ქიმიოთერაპიულ მკურნალობასთან.

რადიოქირურგია Gamma Knife-ის აპარატის გამოყენებით ერთჯერადი და მრავლობითი მეტასტაზებისთვის, უპირველეს ყოვლისა, მიზნად ისახავს მათი ზრდის კონტროლის უზრუნველყოფას პაციენტის სიცოცხლის მაქსიმალური ხარისხის შენარჩუნებით და გარკვეულ კლინიკურ სიტუაციებში ქირურგიული მკურნალობის პირდაპირი ალტერნატივაა. თავის ტვინში მეტასტაზების რადიოქირურგიული მკურნალობა Gamma Knife-ით ზრდის სიცოცხლის ხანგრძლივობას ცხოვრების ხარისხის დაქვეითების გარეშე.

აღსანიშნავია, რომ Gamma Knife-ის მოწყობილობამ დაიმკვიდრა თავი "ოქროს სტანდარტად" ზუსტად ტვინის მრავალობითი ფოკალური დაზიანებებისთვის, რადგან ის საშუალებას იძლევა შედარებით სწრაფად, მაღალი სიზუსტითა და კომფორტით განკურნოს პაციენტები, მათ შორის მეტასტაზური დაზიანებით. Gamma Knife-ის გამოჩენა ნიშნავდა რადიოქირურგიის ახალი ეტაპის დაწყებას, პარადიგმის ცვლილებას მრავლობითი მეტასტაზების მკურნალობაში.

Gamma Knife-ის ერთ-ერთი მთავარი უპირატესობა ინტრაცერებრალური მეტასტაზების მკურნალობაში არის ტვინის ჯანსაღი ქსოვილის მაქსიმალური დაცვა რადიაციული ზემოქმედებისგან, რაც შესაძლებელს ხდის ამ მკურნალობის მრავალჯერ ჩატარებას. ეს საჭიროება ჩნდება მაშინ, როდესაც ადგილი აქვს ლოკალურ რეციდივირებას ან ახალი დაზიანებების კერების გაჩენას. განმეორებითი მკურნალობა არის ფაქტორი, რომელიც გავლენას ახდენს თავის ტვინის მეორადი დაზიანების მქონე პაციენტების სიცოცხლის ხანგრძლივობის გაზრდაზე. Gamma Knife-ით მკურნალობას ფაქტობრივად არ აქვს გვერდითი მოვლენები, ამიტომ თავის ტვინში მეტასტაზების არსებობისას ის წარმოადგენს ერთ-ერთ ყველაზე ეფექტურ და უსაფრთხო მკურნალობის მეთოდს.

R